საქართველოში სამედიცინო პერსონალის — ექიმებისა და ექთნების რაოდენობის შემცირების ტენდენცია გრძელდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, კლება ფიქსირდება როგორც ექთნებისა და მეანი ექთნების (ბებიაქალები), ისე ექიმების რაოდენობაშიც.
მონაცემების მიხედვით, 2025 წელს ქვეყანაში სულ 21,262 საექთნო პერსონალი ირიცხებოდა, რაც წინა წლებთან შედარებით შემცირებული მაჩვენებელია. კერძოდ:
-
საექთნო პერსონალი: 2022 წელს მათი რაოდენობა 22,391-ს შეადგენდა, 2023 წელს — 21,823-ს, ხოლო 2024 წელს — 21,656-ს.
-
ექთნები: 2025 წლის მონაცემებით, ქვეყანაში 20,922 ექთანია (2024 წელს — 21,308; 2023 წელს — 21,468; 2022 წელს — 22,029).
-
მეანი ექთნები (ბებიაქალები): შემცირების ტენდენციაა ამ მიმართულებითაც. 2025 წელს მათმა რაოდენობამ 340 შეადგინა (2024 წელს — 348; 2023 წელს — 355; 2022 წელს — 362).
რაც შეეხება ექიმების რაოდენობას, საქსტატის ცნობით, 2025 წელს საქართველოში 22,491 ექიმი აღირიცხებოდა, მაშინ როდესაც 2024 წელს ეს მაჩვენებელი 24,139-ს, 2023 წელს — 24,428-ს, ხოლო 2022 წელს 23,908-ს შეადგენდა.

