შაკიკი გავრცელებული ნევროლოგიური დარღვევაა, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ასობით მილიონ ადამიანს აწუხებს. მიუხედავად მისი ფართო გავრცელებისა და ავადმყოფების ცხოვრების ხარისხზე დიდი გავლენისა, დღესდღეისობით საზოგადოებაში შაკიკის შესახებ მაინც მრავალი მითი მუსირებს, რომლებიც საბოლოოდ საკითხის სტიგმატიზირებას, არასწორ თვითდიგნოზირებასა და გაურკვევლობის დათესვას იწვევს. სანდო წყაროები და მეცნიერულად დამტკიცებული ფაქტები დაგვეხმარება ერთად გავერკვეთ თუ რას წარმოადგენს შაკიკი რეალურად და რას არა.
რა არის რეალურად შაკიკი
შაკიკი უბრალოდ თავის ტკივილი არ არის. იგი კომპლექსული ნევროლოგიური აქტივობის შედეგია, რომელიც ტვინის აბნორმალურ აქტივობას მოიცავს. ამ უკანასკნელს კი ნერვული იმპულსების გადაცემაზე, სისხლძარღვებსა და სენსორულ-ანალიზატორულ ფუნქციაზე აქვს გავლენა.
მისი ტიპიური მახასიათებლებია:
- ინტენსიური, გამჭოლი ან პულსირებადი ტკივილი, რომელიც ხშირად თავის მხოლოდ ერთ მხარეს აღინიშნება.
- სხვა სიმფტომები შეიძლება მოიცავდეს: გულისრევას, თავბრუს ხვევას, სინათლისადმი ან ხმაურისად სენსიტიურობას და კოგნიტურ დარღვევებს. აღნიშნულ ჩამონათვალს საზოგადოება აურის სახელით იცნობს.
- შაკიკის შეტევები ხშირად გარკვეულ ფაზებად გვევლინება. აღნიშნული ფაზებია: პროდრომული(ადრეული გაფრთხილების), აურის (შეიძლება სენსორულ დარღვევებს მოიცავდეს), ტკივილის და პოსტდრომულ(შემდგომი ეფექტების) ფაზები.
- ტვინის ნეირო გადამცემი გზები და სამწვერა ნერვი გადამწყვეტ როლს თამაშობენ შაკიკის გენერაციის პროცესში, ხოლო ისეთი ნივთიერებები, როგორიცაა მაგალითად:CGRP(calcitonin gene-related peptide) ჩართულია უშუალოდ ტკივილის პროცესში.
შაკიკთან დაკავშრებული ხშირი მითები
მითი ნომერი1 “ეს უბრალოდ ძლიერი თავის ტკივილია”
ფაქტი: შაკიკი როგორც უკვე ვახსენეთ ნევროლოგიური დარღვევაა, და არა უბრალოდ “თავის ძლიერი ტკივილი”. მარ უამრავ სენსორულ ფუნქციასა და ნერვულ სისტემაზე აქვს გავლენა, რომელსაც ჩვენი ყოველდღიურობის შეცვლა შეუძლია.
მითი ნომერი2 “შაკიკი მხოლოდ ქალებს ემართებათ”
ფაქტი: მართალია, რომ შაკიკი უფრო ხშირად ქალებს ემართებათ, განსაკუთრებით რეპროდუქციულ ასაკში, რასაც ჰორმონალური ფონი განაპირობებს, მაგრამ იგი ასევე კაცებსა და ბავშვებშიც სავსებით შესაძლებელია რომ შეგვხვდეს.
მითი ნომერი3 “შაკიკის ყველა შეტევას თან აურა ახლავს.”
ფაქტი: შაკიკის მქონე პაცინტთა მოხლოდ 25-30%-ს აღენიშნება აურა.(ვიზუალური, სენსორული და სხვა დარღვევები) შესაბამისად შაკიკის შეტევათაუმრავლესობა აურის გარეშე ვითარდება.
მითი ნომერი4 “დიეტით შაკიკის მკურნალობა შესაძლებელია.”
ფაქტი: არ არსებობს რაიმე სპეციფიური დიეტა, რომელიც შაკიკს უშუალოდ განკურნავს ან მის პრევენციას 100%-ით მოახდენს. ზოგირთმა საკვებმა პროდუქტმა შესაძლოა შაკიკის ინიციაციას შეუწყოს ხელი, მაგრამ ამგვარი პროდუქტების ჩამონათვალი უაზროდ დიდია, თანაც ჩამონათვალი ყველა ინდივიდთან განსხვავებულია. რაც მთავარია რაიმე სახის ქრეივინგი საკვებ პროდუქტებზე, უფრო მეტად იწვევს შაკიკის პროდრომულ ფაზას.
მითი ნომერი5 “საკმარისია უფრო მეტად მოვდუნდეთ და ტკივილიც გაივლის.”
ფაქტი: სტრესის მენეჯმენტს ნამდივლად შეუძლია ტკივილის ინტენსვობასთან გამკლავებაში დაგვეხმაროს. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ შაკიკი უბრალოდ სტრეს დამოკიდებული კონდცია არ არის. ეს ბიოლოგიური მდგომარეობაა, რომელის საფუძველიც ტვინის სიღრმეებიდან მოდის.
მითი ნომერი6 “შაკიკის დიაგნოზის დასმა მხოლოდ მაღალტექონოლოგიური კვლევებითაა შესაძლებელი”
ფაქტი: დიაგნოზი ძირითადად კლინიკურია, რომელიც პაციენტის ისტორიასა და სიმფტომებს ეფუძნება.ისეთი კვლევები, როგორიცაა მაგალითად: MRI ან CT უბრალოდ სხვა მძიმე პათოლოგიების გამოსარიცხად იხმარება.
მითი ნომერი7 — “შაკიკის საწინააღმდეგო პრეპარატები პანაცეაა.”
ფაქტი: არ არსებობს უნივერსალური წამალი, მაგრამ არსებობს მრავალი ეფექტური სამკურნალო საშუალება, როგორიც ზოგერთი ტკივილის საწინააღმდეგო პრეპარატი, ან პრევენციული თერაპიებია. საინტერესოა, რომ ახალი პრეპარატები, რომლებიც უშუალოდ CGRP-ის იღებს მიზანში შედარებით უფრო უკეთესი შედეგებით ხასათდებიან.
როგორ ვებრძოლოთ შაკიკს ჩვენი ძალებით?
მოვშორდეთ მაქსიმალურად ყველა გამღიზიანებელს.(სინათლე, ხმაური, სფეცფური სუნები). რეკომენდირებულია ვაწარმოოთ შაკიკის დღიური, რომელიც როგოც ჩვენ ისე ჩვენს მკურნალ ექიმს სხვადასხვა კანონზომიერების აღმოჩენაში დაგვეხმარება. მაგალითა, თუ დღის რომელ მონაკვეთში იწყება პროცესი, რა არის ჩვენი ინდივიდუალური ტრიგერი?, რა შემთხვევაში იკლებს ტკივილის ინტესივობა და ა.შ
აუცილებელია, გვახსოვდეს რომ ყოველთვის შეგვიძლია მივმართოთ კომპეტენტურ ექიმს, რომელიც შესაბამის მკურალობას დანიშნავს, რათა შაკიკმა ხელი არ შეუშალოს ჩვენს ყოველდღიურობას. მითებისა და სამედიცინო ფაქტების გარჩევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. შაკიკი არ არის სისუსტის, ცუდი სტრესგამძლეობის ან „ფანტაზიის“ შედეგი ეს ბიოლოგიურად განპირობებული მდგომარეობაა, რომელიც საჭიროებს როგორც მედიკამენტურ, ისე ქცევით სტრატეგიებს. როდესაც პაციენტი აერთიანებს სწორ ფარმაკოლოგიურ მკურნალობას და მტკიცებულებებზე დაფუძნებულ თვითმართვის მეთოდებს, შესაძლებელია ინდივიდუალური შეტევის ზღურბლის მნიშვნელოვნად დაწევა და ყოველდღიურ ცხოვრებაზე კონტროლის დაბრუნება.
წყარო:tagesschau.de

