ბოლო წლებში „შებრუნებული დაბერება“ იდეა მეცნიერული ფანტასტიკის სფეროდან რეალური ბიომედიცინის ერთ-ერთ ყველაზე დინამიურ მიმართულებად გადაიქცა. თუ ადრე დაბერება აღიქმებოდა როგორც შეუქცევადი პროცესი, თანამედროვე ბიოლოგია სულ უფრო ხშირად განიხილავს მას, როგორც მოდულირებად ბიოლოგიურ მდგომარეობას, რომელიც შეიძლება ნაწილობრივ მაინც შეიცვალოს. ამ გარდატეხაში მნიშვნელოვანი როლი ეპიგენეტიკის განვითარებამ ითამაშა, იმ მექანიზმების შესწავლამ, რომლებიც განსაზღვრავენ გენების აქტივობას მათიი თანმიმდევრობის შეცვლის გარეშე.
გაახალგაზრდავება ადრე თუ ფანტასტიკის საგნად მოიაზრებოდა ახლა მისი აღწერააა შესაძელბელი. განსაკუთრებული მნიშვნელობა ეგრედწოდებულ„ეპიგენეტიკურ საათებს“ აქვთ, რომლებიც აფასებენ ორგანიზმის ბიოლოგიურ ასაკს დნმ-ის მეთილაციის ნიმუშების მიხედვით. ამ მიმართულებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა სტივ ჰოვარტია, რომელმაც კალიფორნის უნივერსიტეტში მოდელი შეიმუშავა, რომელიც საშუალებას იძლევა ბიოლოგიური ასაკი მაღალი სიზუსტით განისაზღვროს. სწორედ ამ ინსტრუმენტმა მისცა მეცნიერებს საშუალება არა მხოლოდ დაკვირვებოდნენ დაბერების პროცესს, არამედ შეეფასებინათ მისი შესაძლო შებრუნებაც.
ზემოთ აღნიშნული მეთოდიკის საფუძველძე ჩატარებული ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული კვლევა სტენდფორდის უნივერსიტეტში ჩატარდა, სადაც შესწავლილი „პარაბიოზის“ ეფექტი შეისწავლეს. (ახალგაზრდა და ხანდაზმული ორგანიზმების სისხლის მიმოქცევის გაერთიანება). აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდული სისხლის ფაქტორებს შეუძლიათ გარკვეულწილად გააუმჯობესონ ქსოვილების რეგენერაცია ხანდაზმულ ორგანიზმებში, რაც მიანიშნებს, რომ დაბერება ნაწილობრივ რეგულირდება სისტემური სიგნალებით.
მეცნერები ამ მიღწევაზე არ გაჩერებულან აღნიშნული გაახალგაზრდავების ეფექტის გენეტიკური გასაღების ძიება დაიწყეს. გენური რეპროგრამირების მიმართულებით მნიშვნელოვანი მიღწევები უკვე კიოტოს უნივერსიტეტში ჩატარებულ კვლევებს უკავშირდება. სადაც აღმოჩენის ავტორის საპატივცემულოდ უკვე სახელმიცემული „იამანაკას ფაქტორები“ აღმოაჩინეს. ესაა გენების ჯგუფი, რომლის აქტივაციაც საშუალებას იძლევა ზრდასრული უჯრედები დაუბრუნდნენ უფრო „ახალგაზრდა“, პლურიპოტენტურ მდგომარეობას. ბოლო წლებში მეცნიერებმა ამ პროცესის ნაწილობრივი გამოყენება ისე, სცადეს რომ უჯრედები არ დაუბრუნდეს სრულად ემბრიონულ მდგომარეობაში, არამედ მხოლოდ „განახლდეს“. ასეთი ექსპერიმენტები ჩატარდა ცხოველებზე, მათ შორის თვალის ნერვის დაზიანების მოდელებში, სადაც ფუნქციის ნაწილობრივი აღდგენა დაფიქსირდა.
აი უკვე ადამიანებზე ჩატარებული მცირე მასშტაბის კვლევებიდან აღსანიშნავია ე.წ. TRIIM კვლევაა, რომელშიც ზემოთხსენებული სტივ ჰოვარტი მონაწილეობდა. ამ კვლევაში გამოყენებული იყო ჰორმონალური და იმუნომოდულაციური თერაპიის კომბინაცია, რის შედეგადაც მონაწილეებში დაფიქსირდა ეპიგენეტიკური ასაკის საშუალოდ რამდენიმე წლით შემცირება. მიუხედავად მცირე ნიმუშისა, ეს იყო ერთ-ერთი პირველი შემთხვევა, როდესაც დაბერების შებრუნება ადამიანებში ობიექტურად გაზომვადი გახდა.
მიუხედავად ამ შთამბეჭდავი შედეგებისა, სფერო ჯერ კიდევ განვითარების საწყის ეტაპზეა. მრავალი კითხვა რჩება უპასუხოდ, მათ შორის რამდენად უსაფრთხოა ასეთი ჩარევები გრძელვადიან პერსპექტივაში და ხომ არ ზრდის ისინი სიმსივნური პროცესების რისკს. თუმცა უკვე ნათელია, რომ დაბერება აღარ განიხილება როგორც მხოლოდ დროის გავლენა ორგანიზმზე; ის უფრო მეტად აღიქმება როგორც ბიოლოგიური პროგრამა, რომლის შეცვლაც, გარკვეულ პირობებშია, შესაძლებელია.
ამგვარად„დაბერების შებრუნება“ აღარ არის მხოლოდ თეორიული კონცეფცია. სტენდფორდში, კიოტოსა და კალიფორნიაში ჩატარებული კვლევები საფუძველს ქმნის ახალი ტიპის მედიცინისთვის, სადაც მიზანი არა მხოლოდ დაავადებების მკურნალობა, არამედ ორგანიზმის ბიოლოგიური ასაკის კონტროლიც იქნება.

