back to top

სმარტფონები მალე სხეულში წყლის ბალანსს გააკონტროლებენ

გააზიარე

ტეხასის უნივერსიტეტის (ოსტინი) მკვლევრებმა შექმნეს ინოვაციური პორტატული მოწყობილობა, რომელიც,  ყოველგვარი ინვაზიური პროცედურების გარეშე, სხეულში მუდმივად აკონტროლებს ჰიდრატაციის დონეს.

ეს ინოვაცია ყოველდღიური მოხმარებისთვის არის შექმნილი. ის , შესაძლოა , რევოლუციური აღმოჩნდეს როგორც სპორტსმენებისთვის, ისე მაშველებისთვის და, თუნდაც, ოფისის თანამშრომლებისთვისაც, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში ცდილობენ ორგანიზმში წყლის ბალანსის შენარჩუნებას.

„დეჰიდრატაცია ჩუმი საფრთხეა, რომელიც ყოველდღიურად მილიონობით ადამიანს აწუხებს“, — განაცხადა ნანშუ ლუმ, ტეხასის უნივერსიტეტის (ოსტინი) კოკრელის საინჟინრო სკოლის პროფესორმა და ამ კვლევის წამყვანმა ავტორმა. „ჩვენი პორტატული სენსორი უზრუნველყოფს მარტივ და ეფექტურ გზას, რეალურ დროში, ჰიდრატაციის დონის მონიტორინგისთვის. ეს ადამიანებს საშუალებას აძლევს, კონკრეტული ნაბიჯები გადადგან ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.“

სენსორი მუშაობს ბიოიმპედანსის გამოყენებით. ეს ტექნოლოგია მცირე, უსაფრთხო ელექტრულ იმპულსებს აგზავნის სხეულში,  ხელზე განთავსებული ელექტროდების საშუალებით.  ელექტროენერგიის ნაკადი განსხვავდება ქსოვილების ჰიდრატაციის მიხედვით:

  • წყლით მდიდარი ქსოვილები უფრო ადვილად ატარებენ ელექტროენერგიას.
  • დეჰიდრატირებული ქსოვილები კი,  მას წინააღმდეგობას უწევენ.

ამის შემდეგ მონაცემები უსადენოდ გადაეცემა სმარტფონს, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მარტივად აკონტროლონ სხეულის ჰიდრატაციის დონე.

მოწყობილობის საიმედოობის დასადასტურებლად, მეცნიერებმა რამდენიმე კვლევა ჩაატარეს, მათ შორის შარდმდენებით გამოწვეული დეჰიდრატაციის და 24-საათიანი ტესტი. შედეგებმა აჩვენა ძლიერი კორელაცია ინოვაციური მოწყობილობით, ასევე წონისა და შარდის ტესტებით გაზომილ დეჰიტრადაციას მაჩვენებელს შორის.

ჰიდრატაციის გაზომვის არსებული მეთოდები, როგორიცაა შარდისა ან სისხლის ტესტირება, უწყვეტი მონიტორინგისთვის, ხშირად ინვაზიური, ნელი და არაპრაქტიკულია. ასევე, არსებული კომერციული მოწყობილობები, როგორც წესი, მოცულობითია და მხოლოდ სტაციონარულად გამოიყენება.

ეს კომპაქტური მოწყობილობა გვთავაზობს მსუბუქ, არაინვაზიურ ალტერნატივას ფართო პოტენციალით. ექსტრემალურ პირობებში მყოფი მედიკოსების დახმარების გარდა, ტექნოლოგიას შეუძლია ხელი შეუწყოს ისეთი სამედიცინო გართულებების მართვას, როგორიცაა თირკმლის დაავადება, გულ-სისხლძარღვთა პრობლემები და ქრონიკული დეჰიდრატაცია.

წყარო: PNAS

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები