სტენფორდის უნივერსიტეტის კვლევა: მედიკამენტი Omalizumab-ი მრავალჯერადი კვებითი ალერგიის მქონე ბავშვებს ალერგენების უსაფრთხოდ მიღების საშუალებას აძლევს

გააზიარე

სტენფორდის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის (Stanford Medicine) მკვლევართა მიერ ჩატარებულმა ახალმა კლინიკურმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ მედიკამენტ Omalizumab-ით მკურნალობის შედეგად, მრავალჯერადი კვებითი ალერგიის მქონე ბავშვების მესამედმა შეძლო იმ პროდუქტების სრული ულუფების უსაფრთხოდ მიღება, რომლებიც მათში მანამდე სიცოცხლისთვის საშიშ ალერგიულ რეაქციებს იწვევდა.

სამეცნიერო ჟურნალ JAMA Pediatrics-ში გამოქვეყნებული კვლევა ეროვნული კლინიკური ექსპერიმენტის მეორე ეტაპს წარმოადგენს. Omalizumab-ი არის საინექციო პრეპარატი, რომელიც ბლოკავს ალერგიულ რეაქციებზე პასუხისმგებელ ანტისხეულებს. 2024 წლის თებერვალში, ამავე კვლევის პირველი ეტაპის საფუძველზე, აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) პრეპარატს ავტორიზაცია მიანიჭა, როგორც საშუალებას, რომელიც პაციენტებს ალერგენების მცირე რაოდენობით შემთხვევითი მიღებისას გართულებებისგან იცავს.

ახალმა კვლევამ უფრო შორს წავიდა და შეაფასა, იძლევა თუ არა მედიკამენტი იმის საშუალებას, რომ პაციენტებმა ალერგიის გამომწვევი პროდუქტები (მათ შორის მიწის თხილი, რძე, კვერცხი, ხორბალი და კაკლოვანები) რაციონში რეგულარულად ჩართონ.

ექსპერიმენტში, სადაც მონაწილეთა საშუალო ასაკი 7 წელი იყო, შედარდა მკურნალობის ორი მეთოდი: მხოლოდ Omalizumab-ის ერთწლიანი თერაპია და კომბინირებული მიდგომა (Omalizumab-ი ზეპირ იმუნოთერაპიასთან ერთად). შედეგებმა აჩვენა, რომ მხოლოდ Omalizumab-ით მკურნალობის ჯგუფში ბავშვების 36%-მა წარმატებით შეძლო სამი სხვადასხვა ალერგენული პროდუქტის სრული ულუფის მიღება, ხოლო კომბინირებული თერაპიის ჯგუფში ეს მაჩვენებელი 19%-ს შეადგენდა — ძირითადად იმუნოთერაპიისთვის დამახასიათებელი გვერდითი ეფექტების გამო პროცესის ვადაზე ადრე შეწყვეტის მიზეზით.

მკვლევართა თქმით, ეს აღმოჩენა პედიატრებს საშუალებას მისცემს მკურნალობა თითოეული პაციენტის ინდივიდუალურ საჭიროებებსა და მიზნებს მოარგონ — იქნება ეს მხოლოდ შემთხვევითი კონტაქტისგან დაცვა თუ ალერგიული პროდუქტების ყოველდღიურ რაციონში უსაფრთხოდ დაბრუნება.

წყარო: JAMA

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები