სტომატოლოგიური ინოვაციების ფორუმი 2026 – სამეცნიერო კონფერენცია და გამოფენა ერთ სივრცეში

გააზიარე

29, 30 და 31 მაისს, „ჰუალინგ თბილისის ზღვის პლაზაში“ წლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამედიცინო მოვლენა — საქართველოს საერთაშორისო სტომატოლოგიური გამოფენა (GIDS 2026) გაიმართება.

ღონისძიება სტომატოლოგიური ინოვაციების ფორუმის ფარგლებში ჩატარდება და ერთ სივრცეში გააერთიანებს მასშტაბურ გამოფენასა და სამეცნიერო კონფერენციას. ფორუმი მსოფლიო სტომატოლოგთა ფედერაციის ევროპული რეგიონული ორგანიზაციის (FDI-ERO) მხარდაჭერით ტარდება. ღონისძიებას განსაკუთრებულ სტატუსს სძენს საპატიო სტუმრების, მათ შორის ამ ორგანიზაციების პრეზიდენტების დასწრება.

სამი დღის განმავლობაში სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ თანამედროვე სამედიცინო მასალებს, ციფრულ ტექნოლოგიებსა და დარგის უახლეს მიღწევებს. გამოფენა საუკეთესო პლატფორმაა პროფესიული კავშირების დასამყარებლად და ბაზარზე არსებული ტენდენციების გასაცნობად.

სამეცნიერო პროგრამა და მომხსენებლები

კონფერენციის ფარგლებში სხვადასხვა სექციაში წარსდგებიან დარგის აღიარებული ექსპერტები. მომხსენებლები განიხილავენ ისეთ აქტუალურ თემებს, როგორიცაა:

  • თერაპია და პრევენცია: ქეთევან გოგილაშვილი, სოფო სამხარაძე, ნანა ვასაძე, სალომე ჯმუხაძე და ნატა აბულაძე.

  • ორთოდონტია: ნინო ბერიძე, თამარ კუბლაშვილი, თამარ თოფურია და გვანცა დოლიძე.

  • ორთოპედია და ციფრული სტომატოლოგია: ზურაბ იაკობიშვილი, თენგო ბინიაშვილი და ნათია ჯანელიძე.

  • ქირურგია და პაროდონტოლოგია: პავლე ხუჯაძე და თეა ნაცვლიშვილი.

  • ბავშვთა სტომატოლოგია და რესტავრაცია: ელენე ხარაშვილი და თეა ჩუბინიძე.

  • ენდოდონტია: ნინი ნებიერიძე და მარიამ ქურციკიძე.

GIDS 2026  მომავალ თაობას დიდ ყურადღებას უთმობს. ქართველი და უცხოელი სტუდენტებისთვის მოეწყობა სპეციალური სექცია, სადაც ლექციებს წაიკითხავენ სოფო სამხარაძე, ზურაბ იაკობიშვილი, ელენე ხარაშვილი, თეა ნაცვლიშვილი, ლიკა გოგილაშვილი და მარიამ ხარძიანი. სტუდენტები გაეცნობიან კლინიკური პრაქტიკის ევროპულ გაიდლაინებსა და ციფრული სტომატოლოგიის ნავიგაციას.

რეგისტრაციისა და დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე.

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები