back to top

კლინიკური ენდოკრინოლოგიის საერთაშორისო ფორუმი

გააზიარე

2025 წლის 7-8 ოქტომბერს, სასტუმროშერატონ გრანდ მეტეხი პალასში კლინიკური ენდოკრინოლოგიის საერთაშორისო ფორუმი” გაიმართება

ორდღიანი ღონისძიების მიზანია ენდოკრინოლოგიის სფეროში ცოდნისა და გამოცდილების გაღრმავება. იგი მოიცავს კლინიკურ შემთხვევებზე დაფუძნებულ პრეზენტაციებსა და ენდოკრინოლოგიის თანამედროვე მიდგომების ყოველდღიურ პრაქტიკაში გამოყენების მეთოდების განხილვას.

ღონისძიებას დაესწრება 400-მდე ქართველი და საერთაშორისო დელეგატი. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის მედიცინის ინსტიტუტის წამყვანი სპეციალისტები, ისევე როგორც მოწვეული ექსპერტები მეიოს (როჩესტერის) კლინიკიდანრეიტინგით N1 ჰოსპიტალი მსოფლიოში.

ენდოჰაბის ორგანიზებითა და მეიოს კლინიკის წამყვან ექპერტთა ჩართულობით გამართული კონფერენცია  ქართველი და უცხოელი სპეციალისტებისთვის ქმნის ენდოკრინოლოგიის უახლესი მიღწევების გაცნობისა და გაზიარების უპრეცედენტო შესაძლებლობას

ღონისძიების მთავარი მხარდამჭერები არიან: თბილისის მედიცინის ინსტიტუტი (TIM), დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსტეტი, მედიქლაბჯორჯია”, ავერსი, ფარმაცევტული კომპანიები: AstraZeneca, Woerwag pharma.

დეტალები ღონისძიების შესახებ

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები