თბილისი 19-20 მარტს ბავშვთა ნეფროლოგიის საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს

გააზიარე

19-20 მარტს, თბილისში, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ გაიმართება ბავშვთა ნეფროლოგთა საერთაშორისო კონფერენცია – Tbilisi Pediatric Nephrology Meeting 2026.

ღონისძიება პედიატრ ნეფროლოგთა საერთაშორისო ასოციაციის ეგიდით ტარდება და მას ორგანიზებას მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო და საქართველოს ბავშვთა ენდოკრინოლოგიის, დიაბეტის, ნეფროლოგიის და ჯანმრთელი ძვლის ასოციაცია უწევენ.

კონფერენცია მასშტაბურია და მასში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან ექიმები როგორც საქართველოდან, ისე მთელი რეგიონიდან.

შეხვედრა განკუთვნილია სხვადასხვა სპეციალობის პროფესიონალებისთვის, მათ შორის ბავშვთა ნეფროლოგების, პედიატრების, ოჯახის ექიმების, ენდოკრინოლოგებისა და გადაუდებელი მედიცინის სპეციალისტებისთვის.

ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი ღირებულება მოწვეული სპიკერებია. თბილისს ეწვევიან წამყვანი ევროპელი პროფესორები გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ნიდერლანდებიდან, რომლებიც მსოფლიოს წამყვან საუნივერსიტეტო კლინიკებსა და საერთაშორისო პროფესიულ გაერთიანებებს ხელმძღვანელობენ.

თეორიულ მოხსენებებთან ერთად, კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია პრაქტიკული (hands-on) სასწავლო კურსი ექთნებისთვის. თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის შესახებ ამ პრაქტიკულ მეცადინეობას გაუძღვება ლონდონის ცნობილი „გრეით ორმონდ სტრიტის“ ბავშვთა საავადმყოფოს დიალიზის სპეციალისტი ნატაშა ბაგი.

დაინტერესებულ პირებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ მითითებულ ბმულზე: https://shorturl.at/U6aiT

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები