თბილისი ესთეტიკური მედიცინის საერთაშორისო სამიტს (MAS) უმასპინძლებს

გააზიარე

2026 წლის 7-8 მარტს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ესთეტიკური მედიცინის სფეროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება Medical Aesthetic Summit (MAS) გაიმართება.

ყოველწლიური კონფერენცია ტრადიციულად აერთიანებს დარგის წამყვან პროფესიონალებს: დერმატოლოგებს, პლასტიკურ ქირურგებს, ესთეტიკური მედიცინის ექიმებსა და კლინიკების მმართველ რგოლს.

სამიტის მთავარი მისია პროფესიულ საზოგადოებაში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებაა. მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ესთეტიკური მედიცინის უახლეს მიდგომებსა და მსოფლიო სტანდარტებს.

რეგისტრაცია და მონაწილეობის პირობები

ღონისძიებაზე დასწრება ფასიანია და ორდღიან სრულ პროგრამას მოიცავს, ასევე გრანდიოზულ გალა-ვახშამს. ორგანიზატორები განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობენ მომავალ კოლეგებს:

  • სრული ბილეთი: 400 GEL

  • სპეციალური ფასი რეზიდენტებისთვის: 200 GEL

რეგისტრაციის პროცესი მაქსიმალურად გამარტივებულია: განაცხადის მიღებისთანავე, MAS Summit-ის წარმომადგენელი პირადად დაგიკავშირდებათ დეტალების დასაზუსტებლად და რეგისტრაციის დასასრულებლად.

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: massummit

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები