ტოტალური ხელოვნური გული, კარდიოქიურგიის ახალი ეპოქა

გააზიარე

2026 წელს, ამერიკის ქირურგთა კოლეჯის მიერე მიერ გამოქვეყნებულმა სტატიამ ნათლად აჩვენა, რომ ტოტალური ხელოვნური გულის (Total Artificial Heart – TAH) ტექნოლოგია გადამწყვეტ ეტაპზე გადავიდა. მნიშვნელოვანი პროგრესი მიღწეულია განსაკუთრებით აშშ-ში, ტექსასის ჯანმრთელობის ინსტიტუტში ჩატარებული კლინიკური კვლევების ფარგლებში, სადაც ახალი თაობის ხელოვნური გულის რამოდენიმე წარმატებული იმპლანტაციის სერია განხორციელდა.

ეს მიღწევა არ არის მხოლოდ ტექნოლოგიური წინსვლა,  ის შეიძლება გახდეს რეალური ალტერნატივა გულის ტრანსპლანტაციისთვის იმ პაციენტებისათვის, რომლებსაც სამწუხაროდ დონორის გულზე ხელი არ მიუწვდებათ. 

 

რა არის ტოტალური ხელოვნური გული?

ტოტალური ხელოვნური გული წარმოადგენს სრულად იმპლანტირებად მექანიკურ მოწყობილობას, რომელიც მთლიანად ცვლის ადამიანის გულის ორივე პარკუჭს და უზრუნველყოფს სისხლის ცირკულაციას ორგანიზმში.

იგი მძიმე, ბოლო სტადიის გულის უკმარისობის (end-stage heart failure) დროს გამოიყენება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დაზიანებულია ორივე პარკუჭი (biventricular failure) და სხვა მკურნალობის მეთოდები აღარ არის ეფექტური.

ტრადიციულად, ასეთი მოწყობილობები გამოიყენებოდა როგორც „ხიდი ტრანსპლანტაციამდე”, თუმცა ამ მეთოდის თანამედროვე მიღწევები უკვე მიანიშნებს, რომ მომავალში ისინი შესაძლოა მუდმივ თერაპიად გადაიქცეს.

ინოვაცია: ახალი თაობის ხელოვნური გული

თანამედროვე მიღწევის მთავარი მაგალითია BiVACOR-ის მიერ შექმნილი ახალი ტიპის ტოტალური ხელოვნური გული, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება ძველი მოდელებისგან.

ძველი მოწყობილობები ცდილობდნენ ბუნებრივი გულის პულსაციის მიბაძვას, რაც იწვევდა მექანიკურ ცვეთას და მოწყობილობის შეზღუდულ სასიცოცხლო ხანგრძლივობას.

ახალი სისტემა კი ეფუძნება სრულიად განსხვავებულ პრინციპს: იყენებს რა მუდმივი ნაკადის (continuous-flow) ტექნოლოგიას, შეიცავს მხოლოდ ერთ მოძრავ ნაწილს და მუშაობს მაგნიტური ლევიტაციის (magnetic levitation) პრინციპით, გულისხმობს რომ  არ იყენებს საrქვლებს და სრულებით გადაჭრილია ცვეთის პრობლემა(ნაწილები ერთმანეთს არ ეხება).
ეს ნიშნავს, რომ მოწყობილობა უფრო გამძლეა, ნაკლებად აზიანებს სისხლის უჯრედებს და შეუძლია ხანგრძლივი ფუნქციონირება.   

როგორ მუშაობს ეს ტექნოლოგია?

ახალი თაობის ტოტალური ხელოვნური გული წარმოადგენს კომპაქტურ ტიტანის ტუმბოს, რომელიც სრულად ითავსებს გულის ფუნქციას.

მისი მუშაობის პრინციპი შეიძლება ასე ავხსნათ:

  1. სისხლის მიღება – სისხლი შედის მოწყობილობაში ვენებიდან

  2. ცენტრიფუგული ტუმბო– როტორი (მაგნიტურად დაკიდებული) ატრიალებს სისხლს

  3. სისხლის გამოტუმბვა – სისხლი გადადის ფილტვებში და სისტემურ ცირკულაციაში

  4. ავტომატური რეგულაცია – მოწყობილობა თვითონ არეგულირებს ნაკადს ფიზიკური აქტივობის მიხედვით

 

კლინიკური შედეგები და გამოცდილება

პირველი კლინიკური კვლევები აშშ-ში რამდენიმე წამყვან ცენტრში ჩატარდა.  ერთ-ერთ პირველ პაციენტში მოწყობილობამ წარმატებით შეინარჩუნა სიცოცხლის ფუნქციები, პაციენტი აქტიურად გადაადგილდებოდა რამდენიმე დღეში და საბოლოოდ ხანგრძლივ მოლოდინის შემდეგ მიიღო დონორის გული. სხვა შემთვევაში მოლოდინის დრო მხოლოდ რამდენიმე დღე შეიძლება ყოფილიყო.

გამოწვევები და რისკები

მიუხედავად პროგრესისა, ტექნოლოგიას კვლავ აქვს სირთულეები:

  • სისხლდენისა და ანტიკოაგულაციის მართვა

  • ინსულტის და თრომბოზის რისკი

  • ხანგრძლივი გამოყენების მონაცემების სიმცირე

კლინიკური კვლევების დროს დაფიქსირდა ინტრაკრანიალური ჰემორაგიის შემთხვევებიც, თუმცა ისინი პირდაპირ მოწყობილობას არ უკავშირდებოდა.

მომავალი პერსპექტივა

მთავარი მიზანი აღარ არის მხოლოდ ტრანსპლანტაციამდე „გადარჩენა“. თანამედროვე ხედვაა მოხდეს  იმპლანტირებადი სისტემის სრული ინტეგრაცია (უსადენო ენერგიის გადაცემა) მისი ხანგრძლივი ან მუდმივი გამოყენება და ამ მეთოდის ტრანსპლანტაციის ალტერნატივად ან ოქროს სტანდარტად ქცევა.

ძალიან მაგარია როცა იმ პერიოდში ცხოვრების საშუალება გაქვს როდესაც ტოტალური ხელოვნური გულის ტექნოლოგია აღარ აღიქმება როგორც უბრალოდ  ექსპერიმენტული იდეა. არამედ ძალიან სწრაფად ისხავს ხორცს და რეალურ კლინიკურ ალტერნატივად გარდაიქმნება.

აშშ-ში და  მიღწეული შედეგები აჩვენებს, რომ მედიცინა ახალი ეპოქის წინაშე დგას, სადაც ადამიანებს, რომელთაც ადრე გადარჩენის შანსი არ ჰქონდათ, შესაძლოა სრულფასოვანი სიცოცხლის შანსი მიეცეთ.

თუ მიმდინარე პროგრესი გაგრძელდება, უახლოეს წლებში შეიძლება ვიხილოთ სამყარო, სადაც დონორის გულის არსებობა აღარ იქნება გადამწყვეტი ფაქტორი და ხელოვნური გული ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნების მთავარი ინსტრუმენტი გახდება.

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები