back to top

100 გავლენიანი ქალი ონკოლოგიაში 2025

გააზიარე

გამოცემა OncoDaily-მ, ქალთა თანასწორობის დღის აღსანიშნავად და ტრადიციისამებრ, გამოაქვეყნა “100 გავლენიანი ქალი ონკოლოგიაში” სია. აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს მთელ მსოფლიოში ონკოლოგიის სფეროში მოღვაწე გამორჩეული ქალი ლიდერების წარმოჩენას, რომელთა საქმიანობაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს კიბოს პრევენციაზე, დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე.

სიაში მოხვედრილი ქალები არიან საერთაშორისო მასშტაბის ლიდერები, მკვლევრები, ადვოკატები და პოლიტიკოსები, რომლებიც აქტიურად მოღვაწეობენ ამ მიმართულებით. სია მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან ფიგურებს, როგორებიც არიან:

ქვეყნების პირველი ლედები და ჯანდაცვის მინისტრები, რომლებიც ეროვნულ და გლობალურ დონეზე ხელმძღვანელობენ კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამებსა და ინიციატივებს. 

მაგალითად, ზიროათ მირზიოევა, უზბეკეთის პირველი ლედი და საერთაშორისო საზოგადოებრივი ფონდის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, არის ბავშვთა ონკოლოგიის სფეროში გლობალური ინიციატივების წამყვანი მხარდამჭერი. 

ბავშვთა ონკოლოგიაში ზიროათ მირზიოევას საქმიანობის ძირითადი მიზანია განვითარებად ქვეყნებში კიბოსგან განკურნების მაჩვენებლის გაზრდა. ეროვნულ დონეზე, მირზიოევა უზრუნველყოფს უზბეკეთის სტრატეგიის გლობალურ მიზნებთან შესაბამისობას, რათა 2030 წლისთვის ბავშვთა კიბოსგან განკურნების მაჩვენებელმა 60% შეადგინოს.

ასევე, წამყვანი მკვლევრები და ექიმები ამერიკის შეერთებული შტატების და სხვა ქვეყნების უდიდესი სამედიცინო ცენტრებიდან, რომლებიც ხელმძღვანელობენ კლინიკურ კვლევებს, ავითარებენ მკურნალობის ახალ მეთოდებს (იმუნოთერაპია, ზუსტი მედიცინა) და სპეციალიზდებიან სხვადასხვა ტიპის კიბოზე (მელანომა, გინეკოლოგიური, უროლოგიური და სხვა).

უმსხვილესი საქველმოქმედო და არაკომერციული ორგანიზაციების აღმასრულებელ დირექტორები (მაგალითად, Cancer Research UK, The Max Foundation), რომლებიც აფინანსებენ კვლევებს და უზრუნველყოფენ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას.

გლობალური ჯანდაცვის ადვოკატები, რომლებიც ფოკუსირებულნი არიან განვითარებად ქვეყნებში კიბოს მკურნალობის სისტემების გაუმჯობესებაზე, სამართლიანობისა და ხელმისაწვდომობის გაზრდაზე.

ინიციატივის მიზანია ამ ქალების საქმიანობის წარმოჩენა და მომავალი ლიდერებისთვის ინსპირაციის მიცემა.

წყარო: OncoDaily

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები