2024 წელს, ენიოლა შოკუნბიმ, თანაკლასელებთან და კონექტიკუტის უნივერსიტეტის (University of Connecticut) მეცნიერებთან ერთად, შეიმუშავა ინოვაციური ჰაერის ფილტრაციის სისტემა, რომელსაც შეუძლია გაანეიტრალოს ჰაერში არსებული ვირუსების 99%, მათ შორის ის ვირუსები, რომლებიც ჩვეულებრივ გაციებასა და COVID-19-ს იწვევს. მიღწევა მნიშვნელოვნად ზრდის დახურულ სივრცეებში ჰაერის ხარისხს და წარმოადგენს ეფექტურ ბარიერს ვირუსული ნაწილაკების გავრცელების წინააღმდეგ.
ინოვაციამ გაიარა ამერიკის შეერთებული შტატების გარემოს დაცვის სააგენტოს (EPA) მკაცრი და ყოვლისმომცველი ტესტირება, რომელმაც ოფიციალურად დაადასტურა ამ სისტემის მაღალი ეფექტურობა და საიმედოობა.
ამ ვალიდაციიდან მალევე, კონექტიკუტის შტატის ობლიგაციების კომისიამ დაამტკიცა $11.5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის დაფინანსება, რომელიც სრულად მოხმარდება ამ მოწინავე ფილტრაციის დანადგარების შტატის მასშტაბით სკოლებში დამონტაჟებას.
პროგრამის ამოქმედება და დანადგარების მონტაჟი უახლოეს მომავალში დაიწყება. პროექტი დიდი წინგადადგმულია ნაბიჯია საგანმანათლებლო გარემოში ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესების საქმეში.
ექსპერტთა შეფასებით, ამ ახალ სისტემას აქვს პოტენციალი დრამატულად შეამციროს ვირუსების გავრცელება დახურულ შენობებში, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოსწავლეებისა და სკოლის თანამშრომლების ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის.
პროექტი უკვე აღიარებულია, როგორც მაგალითი, თუ როგორ შეუძლია პრაქტიკულ, კვლევებზე დაფუძნებულ ინოვაციას რეალურად შეუწყოს ხელი საზოგადოებრივი ჯანმართელობის დაცვას.
წყარო: NBC

