$17-მილიონიანი ინვესტიცია ონკოპაციენტთა მხარდასაჭერად – საქართველო Roche-სთან კონტრაქტს აფორმებს

გააზიარე

მთავრობამ ონკოლოგიური მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაფართოების მიზნით, შვეიცარიულ ფარმაცევტულ კომპანია Roche-სთან, $17-მილიონიანი ღირებულების ახალი კონტრაქტი გააფორმა. აღნიშნული შეთანხმება 2028 წლამდე უზრუნველყოფს მაღალტექნოლოგიური პრეპარატების უწყვეტ მიწოდებასა და პაციენტებისთვის უახლეს სამედიცინო სერვისებზე სტაბილურ წვდომას.

2023 წლიდან დანერგილი ცენტრალიზებული შესყიდვების მოდელი ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ის მიზნად ისახავს მკურნალობის მსოფლიო სტანდარტების დამკვიდრებასა და სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირებას. ორ წამყვან ფარმაცევტულ გიგანტთან – Roche-სა და Novartis-თან – პირდაპირი პარტნიორობით, სახელმწიფო უზრუნველყოფს საბიუჯეტო რესურსების ოპტიმიზაციას და მედიკამენტებზე შეღავათიანი ფასების მიღებას. პროგრამის ფარგლებში შესყიდული 21 დასახელების მედიკამენტი, რომელთა შორის უმეტესობა ინოვაციური პრეპარატია, პაციენტებისთვის სიცოცხლის ხანგრძლივობისა და ხარისხის მატების რეალურ გარანტიას ქმნის.

პროექტის მასშტაბურობას მისი ფინანსური მაჩვენებლებიც ადასტურებს: 2023-2025 წლებში ონკოლოგიური მედიკამენტებით უზრუნველყოფის მიზნით, ჯამური ინვესტიცია 163 მილიონ ლარს შეადგენს. არსებული მონაცემებით, ბიუჯეტის უდიდესი წილი წამყვან მწარმოებლებზე განაწილდა – Roche-სთვის გადახდილია 105 მილიონი ლარი, ხოლო Novartis-ისთვის – 58 მილიონი ლარი. ცენტრალიზებული შესყიდვების მოდელი სახელმწიფოს აძლევს მყარ ბერკეტს, რათა პაციენტთა უახლესი თაობის მედიკამენტებით შეუფერხებელი მომარაგება უზრუნველყოს.

წყარო: BM.ge



გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები