26 აპრილს თბილისი, სასტუმრო „პარაგრაფი“, ესთეტიკური მედიცინის სფეროში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას — IBSA Derma Advanced Clinical Summit-ს უმასპინძლებს. სამიტი დარგის პროფესიონალებისთვის ცოდნის გაზიარებისა და ინდუსტრიის წამყვან სპეციალისტებთან კავშირების გაღრმავების პლატფორმა გახდება.
ღონისძიების ცენტრალური თემაა ქსოვილის რემოდელირების არქიტექტურა. სამიტის ფარგლებში დაგეგმილ პრაქტიკულ სესიებსა და სამუშაო შეხვედრებს სპეციალურად მოწვეული სტუმარი, პლასტიკური ქირურგი ანტონელო ტატეო გაუძღვება.
დღის განმავლობაში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ესთეტიკურ მედიცინაში არსებულ უახლეს სამეცნიერო პროგრესსა და ინოვაციურ პროტოკოლებს, რომლებიც ქსოვილის სტრუქტურულ გაუმჯობესებასა და თანამედროვე კლინიკურ მიდგომებს ეფუძნება.
ღონისძიებაზე რეგისტრაციისა და დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ორგანიზატორებს ნომრებზე: +995 558 153 351 ან +995 599 831 177.
წყარო: FB

