3D ბეჭდვით გადარჩენილი ბავშვის სოცოცხლე

გააზიარე

ვიეტნამის წამყვანმა კერძო სამედიცინო პროვაიდერმა, Vinmec Healthcare System-მა, წარმატებით ჩაატარა ბარძაყის ძვლის სრულად 3D პრინტერით დაბეჭდილი ლითონის იმპლანტით ჩანაცვლების ოპერაცია (TFR).  ეს ინოვაციური სამედიცინო პროცედურა ოსტეოსარკომით  დაავადებულ პაციენტს ჩაუტარდა.

ტრან მინ დუკს 2022 წელს ოსტეოსარკომა,  ძვლის ავთვისებიანი სიმსივნე,  დაუდგინდა. მას სიმსივნე ბარძაყზე სრულად მოედო.  ტრადიციული მეთოდები, როგორიცაა ამპუტაცია ან დონორის ძვლის გადანერგვა, მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო ბავშვისთვის. ამიტომ გუნდმა შეიმუშავა ინოვაციური ალტერნატივა: ბარძაყის ძვლის სრულად ჩანაცვლება 3D ბეჭდვის ტექნოლოგიის გამოყენებით დაბეჭდილი იმპლანტით,  რომელიც  შეესაბამებოდა ბავშვის ანატომიას. იმპლანტი, კომპიუტერული ტომოგრაფიისა და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის მონაცემების გამოყენებით, შეიმუშავეს Vinmec-ის ქირურგებმა და VinUniversity-ის ინჟინრებმა.

მკურნალობა ორ ეტაპად ჩატარდა.  2024 წლის დასაწყისში პირველადი ოპერაციის მეშვეობით სიმსივნე ამოიკვეთა და დროებითი ძვლის ტრანსპლანტატი ჩაისვა, რასაც მოჰყვა 3D პრინტერით დაბეჭდილი ბარძაყის ძვლის სრული იმპლანტაცია 2025 წლის მაისში. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და პაციენტი ამჟამად დამოუკიდებლად გადაადგილდება.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ იმპლანტი მოდულურია, ანუ მომავალში მისი ადაპტირება შესაძლოა პაციენტის ზრდის შესაბამისად, რაც  პერსონალიზებული სამედიცინო მიდგომის მთავარი უპირატესობაა.

ბავშვი, რომელმაც წარმატებით გადაიტანა ბარძაყის ძვლის ჩანაცვლება 3D დაბეჭდილი იმპლანტით ვიეტნამში

რატომ არის ეს სამედიცინო მიღწევა მნიშვნელოვანი?

ბარძაყის ძვლის სრულად 3D პრინტერით დაბეჭდილი ლითონის იმპლანტით ჩანაცვლების წარმატებული პროცედურა ადასტურებს,  თუ რამდენად სწრაფად ვითარდება მაღალტექნოლოგიური მედიცინა. ამასთან, ნათლად აჩვენებს, 3D ბეჭდვის ტექნოლოგიის უზარმაზარ პოტენციალს ჯანდაცვის სფეროში.

ეს ოპერაცია მხოლოდ ერთი მაგალითია იმის, თუ რა შეუძლია 3D ბეჭდვის ტექნოლოგიას მედიცინაში. რეალურად, ამ ტექნოლოგიის პოტენციალი გაცილებით დიდია და  მისი გამოყენება შესაძლებელია არსებულ სამედიცნო მიმართულებებში და არა მარტო:

  • ორგანოების ბიობეჭდვა: 3D ბიობეჭდვას შეუძლია მომავალში სრულფასოვანი ორგანოების რესურსი შექმნას ტრანსპლანტაციისთვის. ეს კი უდიდესი მიღწევა იქნება ორგანოთა დეფიციტის პრობლემის მოგვარებაში.
  • პროთეზებისა და ორთეზების წარმოება: 3D ბეჭდვა უკვე აქტიურად გამოიყენება პერსონალიზებული, მსუბუქი და გამძლე პროთეზების, ასევე ორთეზების დასამზადებლად, რაც ადამიანების ცხოვრებას ამარტივებს.
  • ქირურგიული ინსტრუმენტების შექმნა: ქირურგებს შეუძლიათ 3D ბეჭდვის მეშვეობით დაამზადონ ოპერაციისთვის საჭირო სპეციალური ინსტრუმენტები. ეს გაზრდის ოპერაციის სიზუსტეს და უსაფრთხოებას, რაც უმნიშვნელოვანესია პაციენტის სიცოცხლისთვის.
  • მედიკამენტების დოზირება: 3D ბეჭდვა საშუალებას გვაძლევს, შევქმნათ მედიკამენტები შემცველი ნივთიერებების ინდივიდუალურად მორგებული დოზირებით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის, რადგან დოზის ზუსტი კონტროლი კრიტიკულად მნიშვნელოვანია მათი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
  • სამედიცინო განათლება: ამ ტექნოლოგიით დაბეჭდილი მოდელები ფასდაუდებელია სამედიცინოს სტუდენტების მოსამზადებლად.

ეს შემთხვევა ნათლად აჩვენებს, როგორ გარდაქმნის მაღალტექნოლოგიური მედიცინა ჯანდაცვის მომავალს.

წყარო: 3D Printing Industry

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები