back to top

4.4 მილიონი დოლარის ინვესტიცია: პირველი კვლევა, რომელიც ბიპოლარული აშლილობის სამკურნალოდ ტვინის სტიმულაციის ტექნოლოგიას გამოიყენებს

გააზიარე

მინესოტას უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის მოწინავე მკვლევრებმა 4.4 მილიონი დოლარის გრანტი მოიპოვეს. ეს ინვესტიცია მოხმარდება მსოფლიოში პირველ კვლევას, რომელიც ბიპოლარული აშლილობის სამკურნალოდ პერსონალიზებულ პრეფრონტალური ქერქის სტიმულაციას გამოიყენებს. დოქტორ ზიად ნაჰასის ხელმძღვანელობით, ეს უპრეცედენტო პროექტი შექმნილია იმისთვის, რომ გაშიფროს, თუ როგორ აკონტროლებს ტვინის მასშტაბური ქსელები განწყობის ცვალებადობას და გამოიყენოს ტვინის სტიმულაციის ინოვაციური ტექნოლოგია ამ ცვლილებების სტაბილიზაციისთვის.

ეს კვლევა გადამწყვეტია, რადგან ბიპოლარული აშლილობა არის მძიმე, ხშირად სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა, რომელსაც ახასიათებს დეპრესიისა და მანიის ეპიზოდებს შორის განწყობის რადიკალური ცვლილება. არსებული თერაპიული მიდგომები სრულად ვერ ხსნიდა ამ პათოლოგიის გამომწვევ ფარულ ნეირონულ მექანიზმებს. მკვლევართა გუნდი იმედოვნებს, რომ ახალი, ინდივიდუალურად მორგებული მეთოდის მეშვეობით სახელად, პერსონალიზებული და ადაპტირებადი ქერქის ელექტროსტიმულაცია (PACE), ისინი შეძლებენ პირდაპირ მოარგონ/შეცვალონ განწყობის რეგულაციაზე პასუხისმგებელი ტვინის ქსელების მუშაობა. 

PACE მეთოდი იყენებს ადაპტირებად ელექტრული სტიმულაციის ტექნიკას, რომელიც ზემოქმედებს პრეფრონტალურ ქერქზე (ტვინის ის არე, რომელიც მონაწილეობს განწყობისა და აღმასრულებელი ფუნქციების რეგულაციაში). წინასწარი მონაცემებით, ამ მეთოდის წყალობით მოსალოდნელია დეპრესიული სიმპტომების შემსუბუქება. თუმცა, ეს არის პირველი კვლევა, რომელიც შეისწავლის, თუ როგორ შეუძლია ტვინის აქტივობის მოდელირებას ბიპოლარული აშლილობისას განწყობის ცვლილებების თავიდან აცილება/შეცვლა. ამ ნეირო-ბიოლოგიური სისტემების სიღრმისეული გაგება მკვეთრად გააუმჯობესებს მკურნალობის პარამეტრებს და, საბოლოოდ, პაციენტთა გამოსავალს.

მინესოტას უნივერსიტეტის უნიკალური რესურსები, აღიარებული ექსპერტიზა ნეირომეცნიერებაში და შესაბამისი ინფრასტრუქტურა, გადამწყვეტია ამ ინოვაციური პროექტისთვის. კვლევაში, რომელსაც ორგანიზაცია “Breakthrough Discoveries for thriving with Bipolar Disorder (BD2)” აფინანსებს,  მონაწილეები 2026 წელს ჩაერთვებიან. ეს ინიციატივა წარმოადგენს მასშტაბური პროგრამის ნაწილს, რომლის ფარგლებშიც აშშ-ის ოთხ წამყვან მულტიდისციპლინურ ჯგუფს გადაეცა გრანტი ბიპოლარული აშლილობის ფუნდამენტური მექანიზმების შესასწავლად.

წყარო: University of Minnesota



გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები