back to top

ღარიბ ოჯახებში გაზრდილ ბავშვებს კვებითი დარღვევების მაღალი რისკი აქვთ

გააზიარე

ზაფხული დასრულდა და ბავშვები მალე სკოლებში დაბრუნდებიან. ეს პერიოდი მშობლებისა და მასწავლებლებისთვის ყოველთვის არის შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ ბავშვების ჯანმრთელობასა და მათთან დაკავშირებულ რისკებზე. ახალი კვლევა, რომელიც გამოქვეყნდა JAMA Psychiatry–ში, ხაზგასმით აჩვენებს, რომ სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბავშვთა კვებით ქცევებზე. აღმოჩნდა, რომ ღარიბ ოჯახებში გაზრდილ ბავშვებს მოზარდობის პერიოდში უფრო ხშირად აქვთ კვებითი დარღვევები.

კვლევა ეფუძნება Avon Longitudinal Study of Parents and Children (ALSPAC)–ის მონაცემებს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და სანდო კოჰორტული კვლევაა დიდ ბრიტანეთში. კვლევის ფარგლებში  7 824 მოზარდის ცხოვრების პირობებს, მათ  სოციალურ და სამედიცინო მონაცემებს, მათ შორის კვებითი ქცევის დარღვევებს  ათწლეულების განმავლობაში სისტემატურად აკვირდებოდნენ.

პარალელურად, მუდმივად აფასებდნენ   მშობლების სტატუსს, რა ტიპის ფინანსურ სირთულეებს განიცდიდნენ ისინი და ასევე მათი განათლების დონეს. 

ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად დადგინდა, რომ ფინანსური სიძნელეების ყოველი დამატებითი ქულის მატება ზრდიდა კვებითი დარღვევის განვითარების რისკს (OR = 1.06) ბავშვებში. მშობლების განათლების დაბალი დონე ასევე დაკავშირებულია კვებითი დარღვევების მაღალ რისკთან  მოზარდებში. განსაკუთრებით მაღალი რისკის კატეგორიას მიეკუთვნებიან ბავშვები, რომელთა ოჯახებს საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილებაც უჭირდათ (საკვები, ტანსაცმელი, კომუნალური გადასახადები).

ისტორიულად, კვებითი დარღვევები ასოცირდებოდა შედარებით მდიდარ თინეიჯერ გოგონებთან. თუმცა JAMA Psychiatry–ში გამოქვეყნებული ეს მონაცემები ცხადყოფს, რომ რეალური სურათი ბევრად უფრო კომპლექსურია. სიღარიბის, განათლების დეფიციტისა და სოციალური სტრესის ფონზე ბავშვები უფრო დაუცველები ხდებიან როგორც ფსიქიკური, ისე ფიზიკური ჯანმრთელობის დარღვევების მიმართ.

კვლევის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ სოციალური უთანასწორობის შემცირება და სიღარიბეში მცხოვრები ოჯახების მხარდაჭერა შეიძლება გახდეს კვებითი დარღვევების პრევენციის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა. საჭიროა სკოლებში სისტემატური სკრინინგი და ფსიქო-სოციალური მხარდაჭერა, რათა მაღალი რისკის მქონე ბავშვები დროულად გამოვლინდნენ. 

JAMA Psychiatry–ში გამოქვეყნებული ეს მასშტაბური კვლევა ადასტურებს, რომ ბავშვთა ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობა მჭიდროდ არის დაკავშირებული სოციალურ გარემოსთან. დიდ ბრიტანეთთან შედარებით საქართველოში ბევრად  აქტუალურია სოციალური უთანასწორობა და დაბალშემოსავლიანი ოჯახების პრობლემა. აქ, სადაც ბევრი ოჯახი დღემდე უზარმაზარ ფინანსურ სირთულეებს განიცდის, სკოლებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულინ კვებითი დარღვევების პრევენციაში, როგორც ჯანსაღი კვების უზრუნველყოფით, ისე ბავშვებისთვის ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის პროგრამების შემოღებით. აუცილებელია, რომ სკოლებში, ჯანდაცვის სისტემასა და სოციალურ პოლიტიკაში გაერთიანდეს ძალისხმევა, რათა ბავშვები დაცულნი იყვნენ როგორც სიღარიბის, ისე კვებითი დარღვევებისგან..

კვლევის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ სოციალური უთანასწორობის შემცირება და სიღარიბეში მცხოვრები ოჯახების მხარდაჭერა შეიძლება გახდეს კვებითი დარღვევების პრევენციის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა. ისევე, როგორც სკოლებში სისტემატური სკრინინგი და ფსიქო-სოციალური მხარდაჭერა, რათა მაღალი რისკის მქონე ბავშვები დროულად გამოვლინდნენ.

ქვეყნების პოლიტიკის დონეზე კი აუცილებელია ისეთი პროგრამების დანერგვა, რომლებიც უზრუნველყოფს ბავშვებისთვის ჯანსაღ საკვებზე ხელმისაწვდომობას და მშობლებისთვის განათლებასა და ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას. 

 

წყარო: Jama Network

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები