რობერტ კენედი უმცროსის რეფორმა: წითელი ხორცი და რძის ცხიმები ჯანსაღი საკვების ნუსხაში დაბრუნდა

გააზიარე

აშშ-ის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივანმა, რობერტ კენედი უმცროსმა, კვების ახალი ფედერალური სახელმძღვანელო მითითებები წარადგინა. დოკუმენტმა, რომელიც 5 წელიწადში ერთხელ ახლდება, სამედიცინო წრეებში დიდი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, რადგან ის რადიკალურად ცვლის ათწლეულების განმავლობაში დამკვიდრებულ მიდგომებს.

ახალი რეკომენდაციები მოუწოდებს ამერიკელებს, პრიორიტეტი მიანიჭონ ცილებით მდიდარ საკვებს, მათ შორის წითელ ხორცს, კვერცხსა და ფრინველის ხორცს. ეს რადიკალური ცვლილებაა, რადგან წარსულში წითელი ხორცის შეზღუდვა ჯანსაღი კვების ქვაკუთხედი იყო.

ამასთანავე, სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) კომისარი, დოქტორი მარტი მაკარი აღნიშნავს, რომ სკოლებისა და მშობლების მხრიდან რძის ცხიმების მიმართ ფრთხილი დამოკიდებულება აღარ არის საჭირო.

რას ამბობენ მეცნიერები?

ექსპერტთა მოსაზრებები ორ ბანაკად იყოფა:

  • მომხრეები: აღნიშნავენ, რომ წითელი ხორცი არის რკინის, თუთიის, კალიუმისა და B ჯგუფის ვიტამინების შეუცვლელი წყარო. რაც შეეხება რძის პროდუქტებს, ზოგიერთი ბოლოდროინდელი კვლევა მიუთითებს, რომ მაღალიცხიმიანობის მქონე პროდუქტები (რძე, იოგურტი, ყველი) სულაც არ ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს ისე, როგორც ამას ადრე ვარაუდობდნენ.
  • მოწიღამდეგეები: ამერიკის გულის ასოციაცია (AHA) და სხვა დიეტოლოგები შეშფოთებას გამოთქვამენ. მათი მთავარი არგუმენტი ნაჯერ ცხიმებს უკავშირდება. წითელი ხორცისა და მაღალცხიმიანი რძის პროდუქტების ჭარბმა მოხმარებამ, შესაძლოა, გაზარდოს “ცუდი” ქოლესტერინის (LDL) დონე და, შესაბამისად, გულის დაავადებების რისკი.

კრიტიკოსთა ნაწილი მიუთითებს, რომ ახალი გაიდლაინების შემუშავებისას კონსულტაციები გაიარეს ჯგუფებთან, რომლებიც დაკავშირებული არიან მეცხოველეობისა და რძის პროდუქტების ეროვნულ საბჭოებთან. მიუხედავად ამისა, ჯანდაცვის სამინისტრო (HHS) აცხადებს, რომ დოკუმენტი ეყრდნობა “მეცნიერების ოქროს სტანდარტს” და მიზნად ისახავს ნახშირწყლებზე ორიენტირებული დიეტის დაბალანსებას.

მიუხედავად იმისა, რომ ახალი გაიდლაინები მეტ თავისუფლებას აძლევს წითელი ხორცისა და რძის პროდუქტების მოყვარულებს, დიეტოლოგები ამერიკლებს ურჩევენ ზომიერებას. მათი შეფასებით, განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ ის ადამიანები, ვისაც უკვე აწუხებთ ქრონიკული დაავადებები ან გულთან დაკავშირებული პრობლემები.

წყარო: ABC

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები