რატომ გვეღლება თვალები ეკრანთან მუშაობისას და რამდენად ეფექტურია „20-20-20“ წესი?

გააზიარე

ალბათ, ყველას გამოგვიცდია თვალების დისკომფორტი კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ. გავრცელებული რჩევა, რომ ყოველ 20 წუთში ერთხელ ეკრანებისგან შევისვენოთ, ბევრისთვის ნაცნობია, თუმცა რეალურად რა მეცნიერული კანონზომიერებები დგას ამ ფაქტის მიღმა?

ამერიკის ოფთალმოლოგიის აკადემიის თანახმად, მთავარი პრობლემა ხამხამშია. ჩვეულებრივ პირობებში ადამიანი წუთში საშუალოდ 15-ჯერ ახამხამებს თვალს, თუმცა ეკრანის ყურებისას ეს მაჩვენებელი შეიძლება განახევრდეს.

მოწინავე სამეცნიერო კვლევები განსაზღვრას „თვალის ციფრული დაღლილობის“ (Digital Eye Strain) ძირითადი მიზეზებს:

  • ხამხამის სიხშირის შემცირება;
  • ეკრანის მკვეთრი კონტრასტი და ანარეკლები;
  • არასწორი დისტანცია და ხედვის კუთხე;
  • ცუდი განათება და არასწორი პოზა მუშაობისას.

შედეგად ვიღებთ ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა, მაგალითად, თვალების სიმშრალე, ქავილი, უცხო სხეულის შეგრძნება, ცრემლდენა, მხედველობის დაბინდვა და თავის ტკივილი.

მეცნიერული კვლევები ადასტურებს, რომ ეკრანიდან მზერის პერიოდული გადატანა მართლაც ამცირებს თვალის დატვირთვას. ამ მეთოდს აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრიც (CDC) უწევს რეკომენდაციას: „ყოველი 20 წუთის შემდეგ, მინიმუმ 20 წამით გაიხედეთ 20 ფუტის (დაახლოებით 6 მეტრის) დაშორებულ ობიექტზე“.

ეს მარტივი მოქმედება თვალის ფოკუსის გადატვირთვაში ეხმარება და ხამხამის ნორმალური რიტმის აღდგენაში.

თვალის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად სპეციალისტები რამდენიმე დამატებით რეკომენდაციასაც გასცემენ. სასურველია, ეკრანთან გატარებული დრო დღეში მაქსიმუმ ოთხ საათამდე შეიზღუდოს, თუმცა, თუ ეს სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე შეუძლებელია, დიდი მნიშვნელობა სამუშაო გარემოს სწორ განათებას ენიჭება  ოთახი საკმარისად უნდა იყოს განათებული, რათა თვალს მხოლოდ ეკრანიდან გამომავალ შუქზე ფოკუსირება არ მოუწიოს.

გარდა ამისა, ხანგრძლივი მუშაობისას უპირატესობა სათვალეს უნდა მიენიჭოს და არა კონტაქტურ ლინზებს, რადგან ეს უკანასკნელი თვალის სიმშრალესა და გაღიზიანებას კიდევ უფრო აძლიერებს.

თუ მუშაობის პროცესში შესვენების გავიწყდებათ, შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც პერიოდულად ბლოკავს თქვენს ეკრანს და შეგახსენებთ, რომ დროა თვალები დაასვენოთ. მსგავსუ პროგრამები მოქნილია და საშუალებას გაძლევთ, თავად დააყენოთ შესვენებებს შორის ინტერვალი და მათი ხანგრძლივობა.

წყარო: popsci

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები