უნიკალური ოპერაცია, რომელიც ლონდონის კლინიკაში ათასობით კილომეტრის მოშორებით გაკეთდა

გააზიარე

თანამედროვე მედიცინა სწრაფად იცვლება, უცხო არავისთვისაა, რომ ტექნოლოგიური პროგრესი ქირურგიას სრულიად ახალ შესაძლებლობებს აძლევს. ცოტა ხნის წინ განხორციელებულმა უნიკალურმა ოპერაციამ კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რამდენად შორს წავიდა სამედიცინო ტექნოლოგია. პირველად ისტორიაში, ბრიტანელმა ქირურგმა შეძლო რობოტული ოპერაციის შესრულება მაშინ, როდესაც თავად ათასობით კილომეტრით დაშორებულ ადგილზე იმყოფებოდა პაციენტისგან.ოპერაცია ცნობილმა უროლოგმა და რობოტული ქირურგიის ერთ-ერთმა წამყვანმა სპეციალისტმა, პროკარ დასგუპტმა ჩაატარა. ის “ლონდონის კლინიკის”(the london clinic)  რობოტული ქირურგიის პროგრამას ხელმძღვანელობს.

ოპერაციის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობდა, რომ ქირურგი ლონდონში იმყოფებოდა, ხოლო პაციენტი დაახლოებით 2400 კილომეტრის დაშორებით სადღაც გიბლარტარის ნახევარკუნძულზე.

ეს მოვლენა მედიცინაში მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან ადასტურებს, რომ მაღალტექნოლოგიური კომუნიკაციისა და რობოტული ქირურგიული სისტემების გამოყენებით შესაძლებელია ოპერაციის ჩატარება დისტანციურად, ისე, თითქოს ქირურგი უშუალოდ ოპერაციის ოთახში იმყოფება. სპეციალისტების შეფასებით, ადრე თუ მსგავსი ტექნოლოგიების შესახებ მხოლოდ იწერებოდნენ, პარაქტიკული მაგალთები სულ უფრო ხშირი ხდება. მსგავსი ტექნოლოგიები მომავალში აუცილებლად იქნება მნიშვნელოვან როლის მატარებელი. განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც მაღალკვალიფიციური ქირურგები ნაკლებად ხელმისაწვდომია.

პროცედურა  რობოტის დახმარებით შესრულებულ პროსტატექტომიას წარმოადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ ოპერაციის მთავარი ნაწილი დისტანციურად შესრულდა, პაციენტის გვერდით საოპერაციო ოთახში მორიგე  სამედიცინო გუნდი იმყოდებოდა. მათი ამოცანა იყო პაციენტის მდგომარეობის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში ოპერაციის პროცესში უშუალოდ ჩართვა.

როგორ განხორციელდა დისტანციური ოპერაცია

ოპერაცია შესაძლებელი გახდა თანამედროვე რობოტული ქირურგიული პლატფორმისა და მაღალსიჩქარიანი ინტერნეტკავშირის დახმარებით. სპეციალური ბოჭკოვანი ოპტიკური ქსელი, რომელსაც დამატებით 5G ქსელის სარეზერვო სისტემა ამაგრებდა, უზრუნველყოფდა მონაცემების თითქმის მყისიერ გადაცემას.

ქირურგის ხელის მოძრაობები ლონდონში მდებარე მართვის კონსოლიდან გადაეცემოდა რობოტის მექანიკურ მკლავებს, რომლებიც პაციენტის სხეულში ოპერაციას ასრულებდნენ. სისტემის დაგვიანებამ საშუალოდ 30 მილიწამი შეასრულა, რაც იმდენად მცირეა, რომ ქირურგისთვის ოპერაციის შესრულება პრაქტიკულად ისეთივე ბუნებრივია, როგორც მაშინ, როდესაც ის უშუალოდ საოპერაციოში იმყოფება.

რობოტული სისტემა აღჭურვილი იყო მაღალი გარჩევადობის 3D კამერით, რომელიც ქირურგს საშუალებას აძლევდა დეტალურად დაენახა ოპერაციის ველი. რობოტის ინსტრუმენტები კი ადამიანის ხელზე ბევრად უფრო სტაბილური და ზუსტია – მათ შეუძლიათ მოძრაობა მიკროსკოპული სიზუსტით და ამავდროულად ამცირებენ ხელის ბუნებრივ ტრემორს.

რატომ არის ეს ოპერაცია მნიშვნელოვანი

 ეს შემთხვევა, ისევე როგორც უახლოეს წარსულში ჩატარებული სხვა მნიშვნელოვანი მსგავსი ოპერაციები  ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მაგალითია ტელექირურგიის განვითარებაში. ტელექირურგია ქირურგიული ოპერაციის ჩატარებას ნიშნავს დისტანციურად, როდესაც ქირურგი და პაციენტი სხვადასხვა გეოგრაფიულ ადგილას იმყოფებიან.

ასეთი მიდგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს იმ ქვეყნებსა და რეგიონებში, სადაც რთული ოპერაციების ჩასატარებლად საჭირო სპეციალისტები არ არიან. ტელექირურგიის საშუალებით შესაძლებელია, რომ მსოფლიოს საუკეთესო ქირურგებმა ოპერაცია ჩაატარონ ნებისმიერ ქვეყანაში მყოფ პაციენტზე, პაციენტის გადაადგილების გარეშე.

ასევე მნიშვნელოვანი უპირატესობაა ის, რომ პაციენტებს აღარ მოუწევთ შორ მანძილზე მგზავრობა რთული პროცედურის ან სასურველი ოპერატორის მიერ ოპერაციის   ჩასატარებლად. ისინი შეძლებენ მკურნალობის მიღებას საკუთარ ქვეყანაში ან რეგიონში, ხოლო ოპერაციას დისტანციურად შეასრულებს სპეციალისტი, რომელიც შესაძლოა მსოფლიოს სხვა ნაწილში იმყოფებოდეს.

რა პერსპექტივა აქვს ამ ტექნოლოგიას მომავალში

ექსპერტების შეფასებით, თუ ტელეკომუნიკაციის ტექნოლოგიები და რობოტული სისტემები კიდევ უფრო განვითარდება, მომავალში მსგავსი ოპერაციები შეიძლება უფრო გავრცელებული გახდეს. შესაძლებელია შეიქმნას საერთაშორისო სამედიცინო ქსელები, სადაც სხვადასხვა ქვეყნის კლინიკები ერთმანეთთან იქნება დაკავშირებული და რთულ ოპერაციებს მსოფლიოში საუკეთესო სპეციალისტები ჩაატარებენ.

ასეთი სისტემა ხელს შეუწყობს ჯანდაცვის გლობალური უთანასწორობის შემცირებას, რადგან მაღალკვალიფიციური სამედიცინო დახმარება უფრო ხელმისაწვდომი გახდება მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები პაციენტებისთვის.

რობოტული ქირურგიისა და ტელექირურგიის განვითარება მრავალი, მათშორისაზრით წარმოადგენს ქირურგიის მომდევნო დიდ ეტაპს. თუ ეს ტექნოლოგიები ფართოდ დაინერგება, შესაძლებელია, რომ უახლოეს ათწლეულებში დისტანციურად შესრულებული ოპერაციები ისეთივე ჩვეულებრივი გახდეს, როგორც დღეს ლაპაროსკოპიული ან ლოკალურად შესრულებული სხვა რობოტული ოპერაციებია.

წყარო:

bbc.com

 

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები