ამერიკის მედიკოს ქალთა ასოციაციამ (AMWA) და MedVeritas Global-მა (MVG) ჟენევაში ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს

გააზიარე

ჟენევაში მიმდინარე ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეის პარალელურად, ამერიკის მედიკოს ქალთა  ასოციაციის (AMWA) აღმასრულებელმა დირექტორმა ელიზა ჩინმა და MedVeritas Global-ის (MVG) თანადამფუძნებელმა მარიამ ჯაშმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს (MoU), რომელიც მიზნად ისახავს თანამშრომლობას ქალთა ჯანმრთელობის, სამედიცინო განათლების, საერთაშორისო პროფესიული თანამშრომლობისა და პაციენტზე ორიენტირებული ჯანდაცვის განვითარებაში.

პარტნიორობა ეფუძნება ორივე ორგანიზაციის საერთო ხედვას – გაძლიერდეს ჯანდაცვის სისტემები განათლების, ცოდნის გაცვლის, კლინიკური თანამშრომლობისა და საერთაშორისო შესაძლებლობების განვითარების გზით.

ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში მხარეები გეგმავენ თანამშრომლობას რამდენიმე ძირითად მიმართულებაზე, მათ შორის სამედიცინო ექსპერტიზისა და პროფესიული რესურსების გაცვლაზე,  ქალთა ჯანმრთელობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლებასა და საერთაშორისო საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელებაზე.

თანამშრომლობა ასევე ითვალისწინებს AMWA-ს წევრების ჩართულობას Med Veritas Global-ის საერთაშორისო პროფესიულ ქსელში და მეორე სამედიცინო აზრის (Second Opinion) ინიციატივებში, რაც ხელს შეუწყობს გამოცდილების გაზიარებასა და კლინიკური პრაქტიკის განვითარებას როგორც ქართველი პაციენტებისა და მედიკოსებისათვის, ასევე თანამშრომლის გაფართოვებას სხვა ქვეყნებში.

AMWA 1915 წელს დაარსებული ერთ-ერთი უძველესი და წამყვანი პროფესიული ორგანიზაციაა აშშ-ში, რომელიც დღეს ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით 3 000-მდე წევრს აერთიანებს ქალთა ჯანმრთელობისა და სამედიცინო ლიდერობის ხელშეწყობის მიზნით.

AMWA და MedVeritas Global აღნიშნავენ, რომ ეს თანამშრომლობა წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს საერთაშორისო სამედიცინო პარტნიორობის გაძლიერებისა და ქალთა ჯანმრთელობის სფეროში ინოვაციური მიდგომების განვითარების მიმართულებით.

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები