საქართველოში დენგეს ვირუსის ერთი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ინფექცია გასულ კვირაში ერთ პირს დაუდასტურდა, თუმცა პაციენტის მდგომარეობისა თუ სხვა დეტალების შესახებ ივანე ჩხაიძეს დამატებით არ უსაუბრია.
რა არის დენგეს ვირუსი და რა სიმპტომები ახასიათებს მას?
დენგე არის ვირუსული ინფექცია, რომელიც ადამიანზე კოღოს ნაკბენით გადადის. სპეციალისტები ვირუსის ძირითად მახასიათებლებზე ამახვილებენ ყურადღებას:
-
ინკუბაციური პერიოდი: როგორც წესი, 5-დან 7 დღემდე გრძელდება, თუმცა კლასიკური ფორმის დროს შესაძლოა 15 დღემდეც მერყეობდეს.
-
დასაწყისი და ტემპერატურა: დაავადება მწვავე შემცივნებითა და მაღალი სიცხით იწყება, რომელიც 39-41°C-მდე აღწევს.
-
თანმხლები სიმპტომები: პაციენტებს აღენიშნებათ ძლიერი თავის, კუნთებისა და სახსრების ტკივილი.

