ჰაერის დაბინძურება სპერმის დნმ-ს ცვლის: რეპროდუქციული მედიცინის საგანგაშო აღმოჩენა

გააზიარე

ტოქსიკური ჰაერის გავლენა დიდი ხანია გასცდა მხოლოდ ფილტვებისა და გულის დაზიანებას. რეპროდუქციული მედიცინისა და ემბრიოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESHRE) ყოველწლიურ კონგრესზე წარმოდგენილმა უახლესმა კვლევამ აჩვენა, რომ ჰაერის დაბინძურება პირდაპირ ზემოქმედებს სპერმის გენების ფუნქციონირებაზე და საფრთხეს უქმნის მამაკაცის ფერტილობას.

მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგებმა, ოთხი წლის განმავლობაში, 2000-ზე მეტ მამაკაცზე დაკვირვებით უმნიშვნელოვანესი ბიოლოგიური მექანიზმი გამოავლინეს. დადგინდა, რომ სპერმის განვითარების ფაზაში ოზონისა და აზოტის დიოქსიდის ზემოქმედება იწვევს ეპიგენეტიკურ ცვლილებებს.

ეს არის სპეციფიკური ქიმიური მარკერები (დნმ-ის მეთილირება), რომლებიც განსაზღვრავენ გენების გააქტიურებას ან დათრგუნვას, თავად გენეტიკური კოდის სტრუქტურული შეცვლის გარეშე. მეცნიერებმა ჰაერის ტოქსიკურ ნაზავთან დაკავშირებული დნმ-ის 39 ცვლილება აღწერეს. მათ შორის აღმოჩნდა გენი GNAS-ი, რომელიც მედიცინაში სპერმის ხარისხის გაუარესებასა და ნაყოფის განვითარების პათოლოგიებთანაა ასოცირებული.

მიუხედავად იმისა, რომ ემბრიონის განვითარებისას ამ კვალის უმეტესობა იშლება, ნაწილი მაინც ნარჩუნდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ეკოლოგიურ პრობლემებს მომავალი თაობის ჯანმრთელობაზე გრძელვადიანი გავლენის მოხდენა შეუძლია.

როგორც მანჩესტერისა და ნოტინგემის უნივერსიტეტების დამოუკიდებელი პროფესორები აღნიშნავენ, ეს ნაშრომი ამყარებს აქამდე არსებულ ეჭვებს და რეპროდუქციულ მედიცინას აიძულებს, გარემო ფაქტორების გავლენას სრულიად სხვა მასშტაბით შეხედოს.

წყარო: The Guardian

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები