back to top

ASTRO 2025- საქართველოს გზა რადიაციული ონკოლოგიის მსოფლიო რუკაზე

გააზიარე

ცოტა ხნის წინ სანფრანცისკოში დასრულდა ამერიკის რადიაციული ონკოლოგიის საზოგადოების (ASTRO) 2025 წლის ყოველწლიური შეხვედრა — ღონისძიება, რომელიც ჩვენს სფეროში ინოვაციებისა და საუკეთესო პრაქტიკების მთავარ გზამკვლევად ითვლება. ეს გახლავთ რადიაციული ონკოლოგიის მიმართულებით მსოფლიოს უდიდესი კონფერენცია, რომელიც ყოველწლიურად ათიათასობით დელეგატს მასპინძლობს. წელს გამართულ კონფერენციას 100-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა

წლევანდელი შეხვედრა ჩემთვის და, მჯერა, სრულიად საქართველოს ონკოლოგიური საზოგადოებისთვის, განსაკუთრებული და ისტორიული მნიშვნელობის მატარებელი გამოდგა. მოხარული ვარ, გაგიზიაროთ, რომ სწორედ ამ კონფერენციაზე მხვდა წილად უდიდესი პატივი, გავმხდარიყავი ASTRO- საერთაშორისო ელჩების (ASTRO International Ambassador) ინაუგურაციული კლასის წევრი

ელჩად დანიშვნის საზეიმო ცერემონიალის გარდა, ჩემთვის დიდი პატივი იყო კონფერენციის მუშაობაში აქტიური მონაწილეობა. როგორც ASTRO- საერთაშორისო კომიტეტის წევრს და საერთაშორისო სესიის მოდერატორს, მომეცა შესაძლებლობა, ჩემი წვლილი შემეტანა სამეცნიერო დისკუსიებში და კოლეგებისთვის გამეზიარებინა ჩვენი კლინიკის – “კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრი”-ს საერთაშორისო ურთიერთობების გამოცდილება.

ASTRO- ელჩის პროგრამა

წლევანდელ კონფერენციაზე ASTRO- ოფიციალურად წარადგინა ელჩების ახალი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც 17 ქვეყნის (მათ შორის საქართველოს) წარმომადგენელი შეირჩაამ ინიციატივის მთავარი მისიაა რადიაციული ონკოლოგიის პრაქტიკის გლობალური წინსვლა და ონკოლოგიურ პაციენტებზე ზრუნვის სტრატეგიების მხარდაჭერა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის იმ ქვეყნებში, სადაც ამ მიმართულებით რესურსების დეფიციტია.

ASTRO აცნობიერებს, რომ კიბოსთან ბრძოლა გლობალური გამოწვევაა და ცოდნის გაზიარება საზღვრებს არ უნდა სცნობდესსწორედ ამიტომ, ელჩების პროგრამა მიზნად ისახავს ადგილობრივ სამედიცინო საზოგადოებებთან კავშირის გაღრმავებას, ASTRO- საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინიციატივების პოპულარიზაციას და ეროვნული კოლაბორაციული პროექტების ხელშეწყობას.

 

რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის?

ჩემი, როგორც ASTRO- ელჩის, როლი იქნება ერთგვარი ხიდის ფუნქციის შესრულება საქართველოს ონკოლოგიურ საზოგადოებასა და მსოფლიოს წამყვან პროფესიულ ორგანიზაციას შორის. ეს სტატუსი გვიხსნის უნიკალურ შესაძლებლობებს:

  1. გაზრდილი წვდომა განათლებაზე: ჩვენ შევძლებთ, უფრო აქტიურად წარმოვადგინოთ ASTRO- საგანმანათლებლო რესურსები, ტრენინგები და ონლაინ კურსები ქართველი რეზიდენტებისა და ექიმებისთვის.
  2. საერთაშორისო თანამშრომლობა: გავაძლიერებთ კავშირებს საერთაშორისო ექსპერტებთან, რაც ხელს შეუწყობს ერთობლივი კვლევებისა და პროექტების დაგეგმვას.
  3. სტანდარტების დანერგვა: მივიღებთ პირდაპირ წვდომას უახლეს გაიდლაინებსა და პროტოკოლებზე, რაც დაგვეხმარება საქართველოში რადიაციული ონკოლოგიის პრაქტიკის კიდევ უფრო დახვეწასა და ამერიკულ სტანდარტებთან დაახლოებაში.

საქართველოს ჩართვა ASTRO- ელჩების გლობალურ ქსელში არის ჩვენი ქვეყნის სამედიცინო საზოგადოების აღიარება. მჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით გავაუმჯობესებთ მკურნალობის შედეგებს საქართველოში.

 ASTRO

ASTRO 2025-ის მთავარი თემები 

წლევანდელი კონფერენცია ფოკუსირებული იყო არა მხოლოდ ტექნოლოგიურ ინოვაციებსა და ხელოვნურ ინტელექტზე, არამედ მკურნალობის ხელმისაწვდომობის გლობალურ გამოწვევებზე. აქტიურად განიხილებოდა სტრატეგიები, თუ როგორ უნდა მოხდეს მაღალტექნოლოგიური მკურნალობის ადაპტირება და დანერგვა დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში.

წლევანდელი კონფერენცია უნიკალური იყო ასევე იმ ხედვით, რომ რადიაციული თერაპია არ წარმოადგენს მხოლოდ ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის მეთოდს და რომ მისი შესაძლებლობები ბევრად მეტია. რადიაციული თერაპიის არაონკოლოგიურ მიმართულებას დიდი ხნის ისტორია აქვს და ამჟამად განახლებულ ინტერესს იწვევს. თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, ჩვენ შეგვიძლია უსაფრთხოდ და ზუსტად გამოვიყენოთ რადიაცია ისეთი პათოლოგიების სამკურნალოდ, რომლებიც სცდება ონკოლოგიის ფარგლებს. ASTRO 2025-ზე წარმოდგენილი კვლევები და დისკუსიები ადასტურებს, რომ რადიაციული თერაპიის როლი მედიცინაში ფართოვდება და ის ექიმენს დაავადებათმა გაცილებით ფართო სპექტრთან,  ბრძოლაში დაეხმარება.

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები