საქართველოს რეპროდუქციული ენდოკრინოლოგიის ასოციაცია (GREA), მენოპაუზის ცენტრალური აზიის ასოციაციის (CAMS) ოფიციალური წარმომადგენლობით, 2026 წლის მენოპაუზის მსოფლიო დღის (World Menopause Day) გლობალურ კამპანიას უერთდება და თბილისში სამეცნიერო კონფერენციას გამართავს.
ღონისძიების მთავარი თემაა: „ქრონიკული ტკივილი შუახნის ასაკში — აღიარებიდან მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მკურნალობამდე“. შეხვედრა მიზნად ისახავს შუახნის ასაკის ქალებში ქრონიკული ტკივილის მართვის თანამედროვე, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მეთოდების განხილვასა და დარგის სპეციალისტებს შორის გამოცდილების გაზიარებას.
კონფერენცია 2026 წლის 10 ოქტომბერს, სასტუმრო Golden Tulip Design Tbilisi-ში (10:30-დან 17:00 საათამდე) ჩატარდება.
ორგანიზატორების ცნობით, მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. რეგისტრაციის გასავლელად, საფასურისა და საბანკო რეკვიზიტების შესახებ სრული ინფორმაციის სანახავად, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ორგანიზატორებს ელფოსტაზე ([email protected]; [email protected]) ან ნომერზე: (+995) 598 63 89 39.

