ბათუმი სამხრეთ კავკასიის ქვეყნების პირველ ოფთალმოლოგიურ ფორუმს უმასპინძლებს

გააზიარე

18-19 სექტემბერს ბათუმი სამხრეთ კავკასიის ქვეყნების პირველ ოფთალმოლოგიურ ფორუმს უმასპინძლებს. ღონისძიება სასტუმრო „ჰილტონ ბათუმში“ გაიმართება და გააერთიანებს დარგის სპეციალისტებს საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან.

ისტორიული მნიშვნელობა და ფორუმის მიზანი

სამხრეთ კავკასიის ოფთალმოლოგების პირველი კონფერენცია ჯერ კიდევ 1976 წელს, სოხუმში გაიმართა. ნახევარსაუკუნოვანი პაუზის შემდეგ, ამ მასშტაბის ღონისძიების საქართველოში, კერძოდ ბათუმში დაბრუნება, დარგის განვითარებისთვის ისტორიული მნიშვნელობის მოვლენაა.

ფორუმის ორგანიზატორები არიან:

  • საქართველოს ოფთალმოლოგიის განვითარების კავშირი;

  • ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი;

  • GAOA (საქართველოს ოფთალმოლოგთა ასოციაცია);

  • ერევნის ს.ვ. მალაიანის ოფთალმოლოგიური ცენტრი.

ღონისძიების მთავარი მიზანია რეგიონული პროფესიული თანამშრომლობის გაღრმავება, უახლესი კლინიკური გამოცდილების გაზიარება და ოფთალმოლოგიურ საზოგადოებას შორის კავშირების გამყარება. აღსანიშნავია, რომ ფორუმის მონაწილეები მიიღებენ 12 უსგ (უწყვეტი სამედიცინო განათლების) ქულას.

დაინტერესებულ პირებს რეგისტრაციის გავლა და დეტალური პროგრამის გაცნობა შეუძლიათ ოფიციალურ ვებ-გვერდზე: https://gaoa.ge

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები