კომპანია Eli Lilly-ს ექსპერიმენტული მედიკამენტი რეტატრუტიდი ობსტრუქციულ ძილის აპნოეს ებრძვის. ჟურნალ The New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნებული კლინიკური კვლევის თანახმად, წონის კლების პრეპარატი სუნთქვის შეჩერების ეპიზოდებსა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკებს მკვეთრად ამცირებს.
მკვლევრებმა მესამე ფაზის ცდებში 691 ჭარბწონიანი პაციენტი ჩართეს და მათ 80 კვირის განმავლობაში დააკვირდნენ. რეტატრუტიდის ყოველკვირეულმა ინიექციამ სხეულის მასა 12-20%-ით შეამცირა. შედეგად, მედიკამენტმა პაციენტების 68%-ს ძილის აპნოეს სიმპტომები გაუნახევრა, სისხლში ჟანგბადის უკმარისობის (ჰიპოქსიის) მაჩვენებელი კი 65-75%-ით დააგდო.
პარალელურად, პრეპარატმა კარდიოვასკულური მონაცემები გააუმჯობესა: შეამცირა არტერიული წნევა, ქოლესტერინის დონე და სისტემური ანთება. განსაკუთრებული პროგრესი ტიპი 2 დიაბეტის მქონე პირებმა აჩვენეს. პაციენტების 40% პრედიაბეტურ მდგომარეობას დაუბრუნდა, კიდევ 40%-მა კი დაავადება სრულად დაამარცხა.
მაიოს კლინიკის კარდიოლოგის, ვირენდ სომერსის განმარტებით, წონის კლებამ პაციენტებს ძილის ხარისხი გაუუმჯობესა და სასუნთქი მოწყობილობების (CPAP) გამოყენების საჭიროება შეამცირა. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ფარმაკოლოგიური ჩარევა მომავალში აპნოეს მართვის სტანდარტს რადიკალურად შეცვლის.
წყარო: Fox News

