თბილისის მერია პირველი მაისიდან ფილტვის კიბოს სკრინინგს დააფინანსებს

გააზიარე

პირველი მაისიდან თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის ფილტვის კიბოს სკრინინგი უფასო ხდება. პროგრამა, რომელსაც მერიის ჯანდაცვის სამსახური აფინანსებს, მიზნად ისახავს დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენას დაბალდოზირებული კომპიუტერული ტომოგრაფიის (LDCT) მეშვეობით.

უფასო გამოკვლევით სარგებლობა შეუძლიათ 45-დან 75 წლამდე ასაკის მოქალაქეებს, რომლებიც თამბაქოს აქტიური მომხმარებლები არიან ან მოხმარებას ბოლო 15 წლის განმავლობაში დაანებეს თავი. პროგრამის ფარგლებში მიღებული შედეგების სიზუსტეს ორი რადიოლოგი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად შეაფასებს, აზრთა სხვადასხვაობის შემთხვევაში კი პროცესში მესამე სპეციალისტი ჩაერთვება.

ამ ეტაპზე პროგრამაში 16 სამედიცინო დაწესებულებაა ჩართული, რომლებიც თბილისის სხვადასხვა რაიონში მდებარეობს. მოქალაქეებმა სკრინინგის ჩასატარებლად იმ კლინიკებს უნდა მიმართონ, რომელთა სრული ჩამონათვალიც მერიის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.

სამედიცინო დაწესებულებების ნახვა შესაძლებელია თბილისის მერიის ვებგვერდზე: https://tbilisi.gov.ge/…/01_%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%A0%E1…

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები