პერსონალიზებული მედიცინის ინსტიტუტის (PMI) სამედიცინო დირექტორი, პროფესორი ალექსანდრე თავართქილაძე ამერიკის კლინიკური ონკოლოგიის საზოგადოების (ASCO) ევრაზიის რეგიონულ საბჭოს შეუერთდა. ქართველი ონკოლოგი საერთაშორისო პლატფორმაზე მომდევნო სამი წლის განმავლობაში — 2026 წლის 1 ოქტომბრიდან 2029 წლის 30 სექტემბრამდე იმუშავებს.
ევრაზიის რეგიონული საბჭო რეგიონის ონკოლოგიურ საჭიროებებსა და გამოწვევებს შეისწავლის, პროფესიულ განათლებას ავითარებს და საერთაშორისო თანამშრომლობას აძლიერებს. პლატფორმის წევრები სპეციალისტებისა და პაციენტებისთვის განკუთვნილ ახალ პროგრამებსა და ინიციატივებს უშუალოდ ქმნიან.
ეს პოზიცია საქართველოსთვის საერთაშორისო პროფესიულ დიალოგში ჩართულობისსა და კლინიკური გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობაა. პერსონალიზებული მედიცინის ინსტიტუტის განცხადებით, გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ქვეყანაში მტკიცებულებებზე დაფუძნებული ონკოლოგიის სტანდარტების დანერგვასა და გლობალური კავშირების გაძლიერებას.
წყარო: პერსონალიზებული მედიცინის ინსტიტუტი Institute for Personalized Medicine

