საქართველო მალნუტრიციის შესახებ ცნობიერების ამაღლების კვირეულს პირველად უერთდება

გააზიარე

საქართველო წელს პირველად უერთდება მალნუტრიციის შესახებ ცნობიერების ამაღლების კვირეულს. კამპანიის ფარგლებში, 11 ნოემბერს ონლაინ ვებინარი გაიმართება, რომელიც ჰოსპიტალიზებულ ზრდასრულ პაციენტებში კვებითი დეფიციტისა და მალნუტრიციის მართვის საკითხებს დაეთმობა.

მთავარი მომხსენებელია შინაგანი მედიცინის ქართული აკადემიის (GAIM) დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, შინაგანი მედიცინის სპეციალისტი — ვალიკო ბეგიაშვილი. იგი ამჟამად კანზასის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის (აშშ) შინაგანი და ჰოსპიტალური მედიცინის დეპარტამენტის კლინიკური ასისტენტ-პროფესორია. მისი მოხსენების თემაა: „მალნუტრიცია ჰოსპიტალიზებულ ზრდასრულ პაციენტებში: ჰოსპიტალისტის რაკურსი“.

ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს პარენტერალური, ენტერალური კვებისა და მეტაბოლიზმის საზოგადოება (GSPEN).

ვებინარი თბილისის დროით 20:00 საათზე, ონლაინ ფორმატში ჩატარდება. დასწრება თავისუფალია, თუმცა მსმენელებისთვის სავალდებულოა წინასწარი რეგისტრაცია.

სარეგისტრაციო ბმული

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები