აგვისტოში “მედსკრიპტუმს” ნახევარი მილიონი უნიკალური მკითხველი ჰყავდა

გააზიარე

Google Analytics-ის თანახმად, აგვისტოს თვეში საერთაშორისო სამედიცინო პლატფორმა „მედსკრიპტუმს“ ნახევარი მილიონი უნიკალური მკითხველი (User) გაეცნო. 2026 წლის განმავლობაში ვებგვერდს მუდმივად მზარდი სტატისტიკა აქვს, გასულ თვეში კი ტრაფიკმა პიკს მიაღწია.

აუდიტორიის ასეთი მასშტაბური მატება დიდწილად „მედსკრიპტუმის“ ინგლისურენოვანი სტატიების Google Discover-ში გამოჩენამ განაპირობა. Google-ის აღნიშნული სერვისი მომხმარებელს ინტერესებზე მორგებულ საინფორმაციო ველს ტრადიციული ძიების გარეშე, მობილურ მოწყობილობებში ავტომატურად სთავაზობს. სისტემა აანალიზებს ადამიანის ციფრულ ქცევას, წაკითხულ თემებს და რელევანტურ სიახლეებს ალგორითმის მიხედვით არჩევს. ამ გზით Google-მა “მედსკრიპტუმის” სტატიები 8 მილიონამდე მედიცინით დაინტერესებულ მოხმარებელს უჩვენა მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ჯანდაცვისა და მედიცინის თემატიკაზე მომუშავე ვებგვერდებისთვის Google-ის ამ სივრცეში მოხვედრა განსაკუთრებით რთულია. საძიებო სისტემა სამედიცინო შინაარსის მასალებს მკაცრი კრიტერიუმებით ამოწმებს, რადგან არაზუსტმა ინფორმაციამ მკითხველის ჯანმრთელობა, შესაძლოა, დააზიანოს. შესაბამისად, ალგორითმი Google Discover-ში მხოლოდ იმ პლატფორმებს უხსნის კარს, რომელთა შექმნილი მასალები მაღალ სამედიცინო სიზუსტეს, ფაქტების უტყუარობასა და საინტერესო თხრობის სტილს აერთიანებს.

ტრაფიკის ზრდის პარალელურად, საგრძნობლად გაფართოვდა აუდიტორიის გეოგრაფიული არეალიც. მკითხველების გეოგრაფიული განაწილება ასეთია: ყველაზე დიდი წილი, 20.2%, ამერიკის შეერთებულ შტატებზე მოდის, მას მოჰყვება საქართველო 11%-ით. “მედსკრიპტუმს” აქტიური მკითხველები ჰყავს გაერთიანებული სამეფოდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ნიდერლანდებიდან, ირლანდიიდან, სამხრეთ აფრიკიდან, ინდოეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. 

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები