ახალი ტესტი, რომელიც წლებით ადრე ავლენს თავისა და კისრის კიბოს

გააზიარე

ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ სისხლის ტესტს შეუძლია ადამიანის პაპილომავირუსთან (HPV) დაკავშირებული თავისა და კისრის კიბოს გამოვლენა სიმპტომების დაწყებამდე, 10 წლამდე ადრე. კვლევა ჟურნალ Journal of the National Cancer Institute-ში გამოქვეყნდა და ადრეული დიაგნოსტიკის სრულიად ახალ გზას გვთავაზობს.

დღემდე ამ ტიპის კიბოსთვის არ არსებობდა ეფექტური სკრინინგის ტესტი. შედეგად, პაციენტები ხშირად მხოლოდ მაშინ გებულობენ დიაგნოზს, როდესაც დაავადება უკვე გავრცელებულია მთელს ორგანიზმში და მკურნალობა რთულდება.

როგორ მუშაობს ეს ტესტი?

MassGeneralBrigham-ის გუნდმა გამოიყენა „თხევადი ბიოფსიის“ მეთოდი. ეს არის ტექნოლოგია, რომლის საშუალებითაც ექიმებს შეუძლიათ სისხლში მოიძიონ კიბოს მიერ გამოყოფილი პატარა ნაწილაკები. კერძოდ, დნმ-ის ფრაგმენტები, რომლებიც სიმსივნური უჯრედებიდან თავისუფლდება და ცირკულაციაში ხვდება. თუ საქმე ეხება HPV-თან დაკავშირებულ კიბოს, მაშინ ეს ფრაგმენტები შეიცავს ვირუსის გენეტიკურ კოდს. სწორედ ამას ეწოდება ცირკულირებადი სიმსივნური HPV დნმ (ctHPVDNA).  მკვლევრებმა გამოიყენეს MassGeneralBrigham-ის ბიობანკის სისხლის ნიმუშები.  აღსანიშნავია, რომ ნიმუშები აღებულია დიაგნოზის დასმამდე  კონკრეტულად 1.3-დან 10.8 წლით ადრე. ნაკრები შედგებოდა 28 იმ პაციენტის ნიმუშისგან, რომლებსაც მოგვიანებით დაუდგინდათ HPV-თან დაკავშირებული ოროფარინგეალური კიბო და 28 ჯანმრთელი კონტროლისგან.  ტესტმა სიმსივნის ნიშნები წინასწარ თითქმის 80%-ში აღმოაჩინა, ხოლო მანქანური სწავლების მოდელის დამატებამ სიზუსტე 96%-მდე გაზარდა და შესაძლებელი გახადა კიბოს აღმოჩენა ათ წლამდე ადრე.

რისი შეცვლა შეუძლია აღმოჩენას

ექსპერტების თქმით, ამ აღმოჩენამ შესაძლოა რადიკალურად შეცვალოს HPV-თან დაკავშირებული თავისა და კისრის კიბოს დიაგნოსტიკა.  ადრეული გამოვლენის შემთხვევაში ექიმებს საშუალება ექნებათ ნაკლებად ინვაზიური და უფრო ეფექტური მეთოდებით იმუშაონ. კვლევა მცირე მასშტაბის იყო და მისი დასკვნები უნდა დადასტურდეს უფრო ფართო კლინიკურ კვლევებში. მაგრამ თუ შედეგები განმეორდა, სისხლის ტესტი შეიძლება გახდეს სკრინინგის რუტინული ნაწილი და მნიშვნელოვნად გაამარტივოს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლა.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ საჭიროა ფართომასშტაბიანი კვლევები, აღმოჩენამ უკვე გააჩინა დიდი იმედი, რომ მომავალში ექიმებს ექნებათ მარტივი და არაინვაზიური ინსტრუმენტი, თავის და კისრის კიბოს აღმოსაჩენად.

ოფიცილაური კვლევა: 

Das, D., Smith, M. A., & Patel, R. (2025). Circulating tumor human papillomavirus DNA whole genome sequencing in oropharyngeal cancer. JNCI: Journal of the National Cancer Institute, Advance online publication

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები