back to top

ამიშების საიდუმლო: რატომ არ აწუხებთ მათ ალერგია?

გააზიარე

ბავშვები, რომლებიც ზედმეტად „სტერილურ“ გარემოში იზრდებიან, ალერგიის განვითარების უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან, ვიდრე ფერმებში მცხოვრები მათი თანატოლები. მათი იმუნური სისტემა მიკრობებთან ადრეული კონტაქტის გარეშე ვერ „სწავლობს“ გარე სამყაროსთან სწორად ურთიერთობას და საბოლოოდ გადაჭარბებულ რეაქციას იძლევა ყველაზე უწყინარ ალერგენებზე: ყვავილის მტვერზე, ცხოველის ბეწვსა თუ საკვებზე.

ამიშები რელიგიური საზოგადოებაა. ისინი ჩრდილოეთ ამერიკის სოფლებში ცხოვრობენ და თანამედროვე ტექნოლოგიებს არ აღიარებენ. ამიში  ბავშვები ყოველდღიურად ეკონტაქტებიან ცხოველებს, მიწას და ბუნებრივ მიკრობებს. სწორედ ეს ცხოვრების წესი აჩენს მეცნიერებისთვის საინტერესო ფენომენს: ამიშ ბავშვებში ალერგიისა და ასთმის შემთხვევები თითქმის არ გვხვდება.

კვლევებმა აჩვენა, რომ ამიშური სახლების მტვერი მნიშვნელოვნად განსხვავდება ქალაქური ან სხვა ფერმერული გარემოს მტვრისგან. მასში აღმოჩენილია  მოლეკულები, რომლებიც შესაძლოა ბავშვების იმუნურ სისტემას სწორი მიმართულებით წვრთნის:

ბაქტერიული ნაწილაკები (ენდოტოქსინები)  ასწავლიან ორგანიზმს არ ჰქონდეთ გადამეტებული რეაქცია.

მიკრობული დნმ-ის ფრაგმენტები  ხელს უწყობენ იმუნური ტოლერანტობის ჩამოყალიბებას ბავშობიდანვე.

ბუნებრივი პოლისაქარიდები და მცენარეული მოლეკულები კი აძლიერებენ იმუნურ ბალანსს.

ბუნებრივი ცხოველური და მცენარეული მოლეკულები ქმნიან კომპლექსურ გარემოს, რომელიც  ასტიმულირებს ბავშვის იმუნურ სისტემას.  შედეგად,  აქტიურდება თანდაყოლილი იმუნიტეტი, ამავდროულად თრგუნავენ გადაჭარბებულ ალერგიულ რეაქციას. ამიში  ბავშვების იმუნური სისტემა არ ღიზიანდება  ყვავილის მტვერზე, შინაური ცხოველის ბეწვზე ან საკვებზე.

მეცნიერები ახლა ცდილობენ ამ დამცავი ფაქტორების იდენტიფიცირებას, რათა შექმნან: სპრეი ან ინჰალატორი, რომელიც ბავშვებში ალერგიის პრევენციას მოახდენს; დაამტკიცონ ახალი თერაპია ასთმის წინააღმდეგ, რომელიც მხოლოდ სიმპტომებს კი არ შეამცირებს, არამედ დაავადების წარმოშობასაც შეაჩერებს.

მეცნიერები თვლიან, რომ ამიშების ყოველდღიური გარემო შეიძლება გახდეს გასაღები ალერგიების ეპიდემიის შესაჩერებლად. ბუნებასთან და მიკრობებთან ზომიერი კონტაქტი კი შესაძლოა გახდეს საუკეთესო გზა ბავშვებში ალერგიის თავიდან ასაცილებლად. 

წყარო: The Washington Post

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები