აშშ-ში კორონავირუსის ახალი ვარიანტი BA.3.2 სწრაფად ვრცელდება: რა საფრთხეს შეიცავს?

გააზიარე

ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსის ახალი ქვევარიანტი, სახელწოდებით BA.3.2 (Cicada), სწრაფად ვრცელდება. სპეციალისტების განმარტებით, აღნიშნული შტამი ჯერ კიდევ 2024 წლის ბოლოდან ცირკულირებდა, მაგრამ 2026 წლის თებერვლის მონაცემებით, მან უკვე 23 ქვეყანაში შეაღწია და ამჟამად ამერიკის 29 შტატის ჩამდინარე წყლების სისტემებში ფიქსირდება.

რით განსხვავდება ახალი ვარიანტი?

BA.3.2 „ომიკრონის“ შტამიდან არის წარმოებული, თუმცა ამჟამად გავრცელებული შტამებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. ვირუსის ამ ახალ ვარიანტს ე.წ. „სპაიკ-ცილაში“ (ეს არის ვირუსის ის ნაწილი, რომლითაც ის ადამიანის უჯრედს ეჭიდება და შიგნით აღწევს) 70-დან 75-მდე გენეტიკური ცვლილება აღმოაჩნდა. სწორედ ამ ცილაზეა ორიენტირებული ვაქცინებიც, რათა იმუნურმა სისტემამ ვირუსი ადვილად იცნოს, მაგრამ ასეთი მასშტაბური ცვლილებების გამო, ორგანიზმისთვის მისი „იდენტიფიცირება“ გაცილებით რთულდება.

ეფექტური იქნება არსებული ვაქცინები?

ექიმების განმარტებით, ამ ეტაპზე არ არსებობს მტკიცებულება, რომ „Cicada“ უფრო მძიმე დაავადებას იწვევს, ვიდრე 2025-26 წლების ზამთარში გავრცელებული ვარიანტები. თუმცა, მისი მკვეთრი გენეტიკური განსხვავების გამო, არსებული ვაქცინები შესაძლოა ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდეს. იმუნურ სისტემას მეტი დრო დასჭირდება BA.3.2-ის ამოსაცნობად, რაც ვირუსს თავდაცვის მექანიზმების გვერდის ავლის საშუალებას აძლევს.

განსაკუთრებული ყურადღება მართებთ ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს, რადგან მათთან მძიმე ინფექციის რისკი კვლავ მაღალია. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ „ხანგრძლივი კოვიდის“ (Long COVID) შემთხვევები შემცირებულია, ის მაინც ფიქსირდება ყოველი 100 შემთხვევიდან საშუალოდ 3-ში.

სპეციალისტები მოსახლეობას მარტივი, მაგრამ ეფექტური წესების დაცვისკენ მოუწოდებენ: ხელების ხშირი დაბანა რესპირატორული ინფექციების რისკს 16-21%-ით ამცირებს, ხოლო შეუძლოდ ყოფნისას სახლში დარჩენა, ხალხმრავალი ადგილებისგან თავის არიდება და მეტი დროის ღია სივრცეში გატარება ვირუსის გავრცელების პრევენციის საუკეთესო გზაა. მიუხედავად იმისა, რომ ახალი ვარიანტის თავისებურებების გამო იმუნურ სისტემას მისი ამოცნობა უჭირს, ექიმები ვაქცინაციას მაინც უწევენ რეკომენდაციას, რადგან ის კვლავ რჩება ჰოსპიტალიზაციისა და ფატალური შედეგების თავიდან აცილების მთავარ გარანტიად.

სპეციალისტების რეკომენდაციები

სპეციალისტები მოსახლეობას მარტივი წესების დაცვისკენ მოუწოდებენ: ხელების ხშირი დაბანა რესპირატორული ინფექციების რისკს 16-21%-ით ამცირებს, ხოლო შეუძლოდ ყოფნისას სახლში დარჩენა, ხალხმრავალი ადგილებისგან თავის არიდება და მეტი დროის ღია სივრცეში გატარება ვირუსის გავრცელების პრევენციის საუკეთესო გზაა. მიუხედავად იმისა, რომ ახალი ვარიანტის თავისებურებების გამო იმუნურ სისტემას მისი ამოცნობა უჭირს, ექიმები ვაქცინაციას მაინც უწევენ რეკომენდაციას, რადგან ის კვლავ რჩება ჰოსპიტალიზაციისა და ფატალური შედეგების თავიდან აცილების მთავარ გარანტიად.

წყარო: The Conversation

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები