ATOM Coalition: კიბოს მკურნალობის ხელმისაწვდომობა საქართველოში

გააზიარე

როგორ უნდა გახდეს კიბოს მკურნალობა ყველასთვის ხელმისაწვდომი? ATOM კოალიცია ახალი ინიციატივით ეძებს პრაქტიკულ გზებს, რომ კიბოს მედიკამენტების გამოყენება  ყველა პაციენტს შეეძლოს, განსაკუთრებით დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში. ინიციატივა მათ დაეხმარება სამართლიანი გადახდის მოდელების შექმნასა და კიბოს მკურნალობის გრძელვადიანი დაფინანსების უზრუნველყოფაში. ეს უამრავ ადამიანს აძლევს იმედს, რომ მკურნალობა, ფუფუნების ნაცვლად, ყველასთვის ხელმისაწვდომი უფლება გახდება.

ATOM კოალიცია (Access to Oncology Medicines Coalition) საერთაშორისო ინიციატივაა, რომელსაც მსოფლიო კიბოს კონტროლის გაერთიანება (UICC) ხელმძღვანელობს და რომლის მიზანიცაა კიბოს სამკურნალო წამლებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება. ინიციატივა აფასებს ჯანდაცვის დაფინანსების სისტემებს სხვადასხა ქვეყნებში.

საქართველოში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ბოლო ათწლეულში ონკოლოგიური წამლების დაფინანსება მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა დიაგნოსტიკა კვლავ სუსტ რგოლად რჩება და კიბოს ყოველი მეორე შემთხვევა უკვე გვიან, III–IV სტადიაზე,  ვლინდება.

ამასთან, საქართველოში კიბოს მკურნალობა დღემდე მძიმე ფინანსური წნეხია ათასობით ოჯახისთვის. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამით ონკოლოგიური წამლები სრულად ფინანსდება, პაციენტებს მაინც ხშირად უწევთ ძვირადღირებულ დიაგნოსტიკურ კვლევებში ფულის გადახდა.  ეს ამცირებს მკურნალობის ეფექტურობას და ხელს უწყობს დაავადების დაგვიანებით გამოვლენას.

ATOM კოალიციის ახალი კვლევით, 2013-დან 2017 წლამდე საქართველოში ონკოლოგიური მომსახურების დაფინანსება 37 მილიონი ლარით გაიზარდა და 68 მილიონ ლარს მიაღწია. 2013 წელს ონკოლოგიურ წამლებზე 2.5 მილიონი ლარი დაიხარჯა, ხოლო 2023 წელს – 107 მილიონი ლარი. ამასთან,  მწარმოებლებთან პირდაპირი მოლაპარაკებების შედეგად, დარეგულირდა წამლების ფასიც. 

 თუმცა ჯერ კიდევ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება დაავადების გვიან გამოვლენა. 2021 წლის მონაცემებით, ონკოლოგიური შემთხვევების მხოლოდ 38% გამოვლინდა პირველ და მეორე სტადიაზე, ხოლო თითქმის იგივე რაოდენობა,  38.6% კი – უკვე მესამე და მეოთხე სტადიაზე, რაც ართულებს მკურნალობას და ზრდის ხარჯებს.

მიუხედავად მიღწეული პროგრესისა, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მხოლოდ წამლების დაფინანსება საკმარისი არ არის.  ATOM კოალიციის ანგარიშში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ თუ დიაგნოსტიკა მიუწვდომელია, ინოვაციური წამლების დაფინანსება ნაკლებ შედეგს ილევა. საჭიროა სრული ჯაჭვის დაფინანსება, რომ კიბოს დაგვიანებული გამოვლენის შემთხვევები შემცირდეს.

 

ATOM-ის ანგარიში იხილეთ სრულად:

Goguadze, K., Castro, H., & Chakraborty, S. (2024). Health Financing Case Studies: Georgia Case Study. ATOM Coalition  ბმული

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები