აუტიზმი დიდი ხანია აღიწერება როგორც „სპექტრი“, რაც აუტისტურ პირებში არსებული თვისებების, შესაძლებლობებისა და გამოწვევების ფართო ვარიაციულობას ასახავს. ათწლეულების განმავლობაში ეს ტერმინოლოგია საფუძვლად უძღოდა დიაგნოსტიკას, თერაპიასა და საზოგადოებრივ აღქმას. თუმცა, მკვლევართა და კლინიცისტთა მზარდი რაოდენობა ახლა უკვე ეჭვქვეშ აყენებს იმას, რჩება თუ არა „სპექტრი“ აუტიზმის კონცეპტუალიზაციისთვის ზუსტ და სასარგებლო გზად. ახალი პერსპექტივები მიუთითებენ, რომ აუტიზმი ზედმეტად რთული და მრავალფეროვანია იმისთვის, რომ იგი სიმძიმის ერთხაზოვან შკალაზე მოთავსდეს.
აუტიზმი, ოფიციალურად ცნობილი როგორც აუტიზმის სპექტრის აშლილობა (ასა), ნეიროგანვითარებითი მდგომარეობაა, რომელიც გავლენას ტვინის განვითარებასა და ფუნქციონირებაზე ახდენს. იგი უპირატესად სოციალური კომუნიკაცის უნარზე, ქცევასა და სენსორულ დამუშავებაზე ზემოქმედებს. როგორც აუტიზმის კვლევის პიონერი, უტა ფრიტი განმარტავს: „აუტიზმი არ არის ერთი კონკრეტული მდგომარეობა; ეს არის განსხვავებათა ერთობლიობა იმისა, თუ როგორ ფიქრობენ, ურთიერთობენ და აღიქვამენ სამყაროს ადამიანები“. ეს განსხვავებები შეიძლება სხვადასხვაგვარად გამოვლინდეს: ზოგ ინდივიდს შესაძლოა ჰქონდეს სერიოზული სირთულეები მეტყველებასა და ყოველდღიურ საქმიანობაში, მაშინ როცა სხვები თავისუფლად საუბრობდნენ, მაგრამ უჭირდეთ სოციალური ნიუანსების აღქმა ან აღენიშნებოდეთ სენსორული გადატვირთვის ეპიზოდები.
ტრადიციულად, ტერმინი „სპექტრი“ სწორედ ამ მრავალფეროვნების აღიარების მიზნით იქნა შემოღებული. იგი გულისხმობდა უწყვეტობას (კონტინუუმს), სადაც ერთი ბოლო წარმოადგენდა მსუბუქ ნიშნებს, ხოლო მეორე მკვეთრად გამოხატულ დარღვევებს. ეს მეთოდი ისეთი კატეგორიების განსხვავებას დაეხმარა, როგორიცაა ასპერგერის სინდრომი და კლასიკური აუტიზმი. მიუხედავად ამისა, როგორც ფრიტი აღნიშნავს: „სპექტრის მეტაფორა სულ უფრო შეცდომაში შემყვანი ხდება. იგი მიანიშნებს, რომ ადამიანების დახარისხება შესაძლებელია ერთიანი სკალის მიხედვით „ნაკლებად აუტისტურიდან“ „უფრო აუტისტურამდე“, მაშინ როცა რეალურად აუტიზმის სრულად ასახვა სიმძიმის ერთი საზომით შეუძლებელია. ადამიანი, რომელსაც უჭირს ვერბალური კომუნიკაცია, შესაძლოა ბრწყინვალე იყოს კანონზომიერებების ამოცნობაში ან ვიზუალურ აზროვნებაში, ხოლო მას, ვინც თავისუფლად საუბრობს, შესაძლოა ჰქონდეს უკიდურესი სენსორული გადატვირთვა.
დიაგნოსტიკური იარლიყები ხშირად ვერ ახერხებენ ინდივიდის უნიკალური პროფილის ასახვას, რის გამოც, ინდივიდებზე ჩატარებულის ზოგი საგანმანათლებლო მეთოდი შესაძლოა არ პასუხობდეს კონკრეტულ საჭიროებებს. ფრიტი ამტკიცებს, რომ სპექტრის მიღმა გასვლა „ მასწავლებლებს, კლინიცისტებსა და ჯანდაცვის პოლიტ მუშაკებს , საშუალებას მისცემს აუტიზმი სხვადასხვა მდგომარეობის ჭრილში განიხილოს, რაც უკეთესად წარმართავს მხარდაჭერასა და ინკლუზიას“. ზოგიერთი მკვლევარი ახლა სწავლობს მოდელებს, რომლებიც აუტიზმს მკაფიო ქვეტიპებად გენეტიკის, სინაფსებისა და ქცევითი კანონზომიერებების ვარაბელურ ჯგუფებად განიხილავს, ნაცვლად ერთიანი ხაზისა. ეს მიდგომა უფრო პერსონალიზებულ აღქმაასა და თერაპიული სტრატეგიების გაუმჯობესებას გვპირდება.
გენეტიკური კვლევა ცენტრალურ როლს ასრულებს ამ ახალ მიდგომაში. ფართომასშტაბიანმა კვლევებმა აუტიზმთან დაკავშირებული მრავალი იშვიათი გენეტიკური ვარიანტი და პოლიგენური რისკ-ფაქტორი გამოავლინა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ გენების სხვადასხვა კომბინაციამ შესაძლოა თვისებების განსხვავებული ნიმუშები წარმოქმნას . მაგალითად, ერთი ქვეტიპი შეიძლება ხასიათდებოდეს გენებით, რომლებიც გავლენას სინაფსურ კავშირებსა და მონაცემების დამუშავებაზე ახდენენ, ხოლო მეორე მოიცავდეს გენებს, რომლებიც ზემოქმედებენ სენსორულ აღქმასა და მოტორულ კოორდინაციაზე. ჟურნალ Nature Genetics-ის ბოლო მიმოხილვის თანახმად: „აუტიზმი ჰეტეროგენული მდგომარეობაა”. ინდივიდების დაჯგუფება მხოლოდ დაკვირვებადი ქცევების საფუძველზე არასწორია და სააღმზრდელობით სამუშაობეში შეცდომების შემომტანია.
ქვეტიპებისკენ გადასვლას პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს. პერსონალიზებულ ინტერვენციებს ახლა ადამიანის გენეტიკური, ნევროლოგიური და ქცევითი კანონზომიერებების გათვალისწინება შეუძლია, ნაცვლად იმისა, რომ დაეყრდნოს მხოლოდ ზოგად რეკომენდაციებს. ამას საგანმანათლებლო გეგმების, თერაპიული მიდგომებისა საზოგადოებრივი აღქმის რადიკალური ცვლილება შეუძლია.
თუმცა, მრავალგანზომილებიან მოდელზე გადასვლა ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზეა. კრიტიკოსები გვაფრთხილებენ, რომ გენეტიკურ ან ნევროლოგიურ ქვეტიპებზე გადამეტებულმა აქცენტმა შესაძლოა უნებლიეთ შექმნას ახალი იერარქიები ან სტიგმები. ექსპერტები მხარს უჭერენ დაბალანსებულ მიდგომას, რომელიც ფიზიოლოგიის ცოდნასა და პირად გამოცდილებას აერთიანებს, რაც უზრუნველყოფს, რომ აუტისტური პირების ხმა ცენტრალური დარჩეს დიაგნოსტიკისა და ზრუნვის პროცესში.
აუტიზმი კვლავაც აღიარებულია, როგორც ნეიროგანვითარებითი მდგომარეობა, რომელსაც დიდი გავლენა აქვს ინდივიდებსა და მათ ახლობლებზე. მიუხედავად ამისა, ერთიანი სპექტრის ცნება სულ უფრო ხშირად განიხილება როგორც არასაკმარისი. გენეტიკური, ნევროლოგიური და ქცევითი მტკიცებულებები მიუთითებენ მკაფიო ქვეტიპებზე, თითოეულს კი საკუთარი უნიკალური ნიმუშები და საჭიროებები აქვს. მრავალგანზომილებიანი დიაგნოსტიკური ჩარჩოსკენ სვლა გვპირდება უფრო ზუსტ მხარდაჭერას, უკეთ ინფორმირებულ ინტერვენციებსა და ნეირომრავალფეროვნების მიმართ ღრმა პატივისცემას. აუტიზმი შესაძლოა აღარ იყოს მხოლოდ „სპექტრი“, მაგრამ იგი რჩება იმ არსებით ლინზად, რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია შევისწავლოთ და დავაფასოთ ადამიანური განსხვავებულობა.
წყარო:

