ბრაზილიელმა მკვლევრებმა კიბოს პროგრესირების ახალი მოლეკულური მექანიზმი და პოტენციური თერაპიული სამიზნე აღმოაჩინეს

გააზიარე

თანამედროვე მოლეკულური ონკოლოგიის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევას იმ მექანიზმების დეტალური შესწავლა წარმოადგენს, რომელთა საშუალებითაც სიმსივნური უჯრედები ბუნებრივი დამცავი ბიოლოგიური ბარიერების დაძლევას, გადარჩენასა და მეტასტაზირებას ახერხებენ. სან-პაულუს ფედერალური უნივერსიტეტის (UNIFESP) მეცნიერთა მიერ ჩატარებულმა ახალმა კვლევამ, რომელიც ჟურნალ Cytotechnology-ში გამოქვეყნდა, დაადგინა, რომ უჯრედის ზედაპირული რეცეპტორი სინდეკან-4 () მნიშვნელოვან როლს ასრულებს კიბოს პროგრესირებასა და ავთვისებიანი უჯრედების აგრესიული ფენოტიპის ჩამოყალიბებაში. მიღებული შედეგები ცხადჰყოფს, რომ SDC4 შესაძლოა განხილულ იქნეს როგორც პერსპექტიული თერაპიული სამიზნე და დაავადების პროგრესირების, აგრეთვე მეტასტაზური პოტენციალის შეფასების ბიომარკერი.

ფიზიოლოგიურ პირობებში წარმოადგენს ტრანსმემბრანულ პროტეოგლიკანს, რომელიც მონაწილეობს უჯრედული სიგნალიზაციის, ადჰეზიისა და უჯრედგარე მატრიქსთან ურთიერთქმედების რეგულაციაში. ეს პროცესები აუცილებელია ქსოვილების სტრუქტურული მთლიანობისა და ნორმალური ფუნქციონირების შესანარჩუნებლად. თუმცა, სხვადასხვა ტიპის ავთვისებიან სიმსივნეში SDC4-ის ჭარბი ექსპრესია დაკავშირებულია სიმსივნის პროგრესირებასთან, ინვაზიური პოტენციალის ზრდასა და არაკეთილსაიმედო კლინიკურ პროგნოზთან. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ მოცემული რეცეპტორის ჭარბი ექსპრესია სიმსივნურ უჯრედებს უქმნის სპეციფიკურ დამცავ ბარიერს, რაც მათ გადარჩენისა და უკონტროლო პროლიფერაციის შესაძლებლობას აძლევს.

კვლევის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენდა ანოიკისის მექანიზმების ანალიზი, რომელიც წარმოადგენს პროგრამირებული უჯრედული სიკვდილის ფორმას და აქტიურდება უჯრედის ქსოვილთან ან უჯრედგარე მატრიქსთან კავშირის დაკარგვისას. ფიზიოლოგიურ პირობებში ეს მექანიზმი უზრუნველყოფს მოწყვეტილი უჯრედების ელიმინაციას და ზღუდავს მათ არაკონტროლირებულ გავრცელებას. თუმცა, სიმსივნური პროგრესირებისას ანოიკისის რეგულაცია ხშირად ირღვევა. კვლევის შედეგების მიხედვით, SDC4-ის ჭარბი ექსპრესია ავთვისებიან უჯრედებს ანიჭებს ანოიკისისადმი რეზისტენტობას, რაც უზრუნველყოფს მათ გადარჩენას სისხლის მიმოქცევაში, მიგრაციასა და დისტანციური ორგანოების კოლონიზაციას. შედეგად, ეს პროცესი წარმოადგენს მეტასტაზირების ერთ-ერთ ძირითად ბიოლოგიურ მექანიზმს.

ლაბორატორიულ ექსპერიმენტებში, რომლებიც ბოცვრის აორტის ადჰერენტულ ენდოთელურ უჯრედებზე ჩატარდა, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ადჰეზიის დარღვევის შემდეგ სუსპენზიაში გადარჩენილი უჯრედების წილი 5%-ზე ნაკლებს შეადგენდა. მიუხედავად ამისა, ეს მცირე პოპულაცია ხასიათდებოდა მკვეთრად გამოხატული აგრესიული ფენოტიპითა და -ის მაღალი ექსპრესიით. -ის ექსპრესიის დათრგუნვისას უჯრედებმა დაკარგეს ავთვისებიანი თვისებები და გადარჩენისთვის კვლავ დამოკიდებულნი გახდნენ უჯრედულ ადჰეზიაზე. აღნიშნულ ცვლილებებს თან ახლდა პროგრამირებული უჯრედული სიკვდილის მაჩვენებლის მნიშვნელოვანი ზრდა და ინვაზიური პოტენციალის მკვეთრი შემცირება, რაც მიუთითებს, რომ -ის ინჰიბირება მეტასტაზირების პრევენციისთვის პერსპექტიულ სტრატეგიას წარმოადგენს.

დამატებით, მოლეკულურმა ანალიზმა აჩვენა, რომ SDC4 მნიშვნელოვან გავლენას ახდენს უჯრედული ციკლის რეგულაციაზე. რეცეპტორის დათრგუნვის შემდეგ გაიზარდა უჯრედული ციკლის ინჰიბიტორის — p27 ცილის ექსპრესია, რომელიც G1 ფაზაში აფერხებს უჯრედების უკონტროლო დაყოფას. ამასთანავე, დაფიქსირდა ციკლინებისა და ციკლინ-დამოკიდებული კინაზების (CDK) ექსპრესიის ცვლილებებიც, რაც ადასტურებს, რომ SDC4 მონაწილეობს პროლიფერაციის მარეგულირებელი რამდენიმე საკვანძო მოლეკულური გზის კონტროლში.

მიღებული შედეგები -ს განსაკუთრებულ კლინიკურ მნიშვნელობას ანიჭებს. ერთი მხრივ, მისი ექსპრესიის დონე შესაძლოა გამოყენებულ იქნეს როგორც სიმსივნის პროგრესირების ბიომარკერი, ხოლო მეორე მხრივ — ახალი სამიზნე თერაპიების განვითარების საფუძველი. ამჟამად UNIFESP-ის მკვლევრები დამატებით იკვლევენ, შეუძლია თუ არა კანაბიდიოლს () -ის ექსპრესიის მოდულაცია ან იმ სასიგნალო გზების ბლოკირება, რომლებიც ხელს უწყობენ ანოიკისისადმი რეზისტენტობასა და უკონტროლო სიმსივნურ ზრდას. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული კვლევები ჯერ საწყის ეტაპზეა და საჭიროებს დამატებით ექსპერიმენტულ და კლინიკურ დადასტურებას, -ის როლის იდენტიფიცირება მნიშვნელოვან წინსვლას წარმოადგენს სიმსივნური პროცესების მოლეკულური საფუძვლების დადგენაში და ქმნის საფუძველს მომავალი ინოვაციური თერაპიების განვითარებისთვის.

წყარო: www.news-medical.net

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები