ექთნის პროფესია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და პასუხისმგებლობით სავსე სფეროა ჯანდაცვაში. მიუხედავად ამისა, საზოგადოებაში ხშირად არსებობს მცდარი წარმოდგენები და სტერეოტიპები, რომლებიც ამ პროფესიის რეალურ მნიშვნელობას ამცირებს. ქვემოთ წარმოგიდგენთ ექთნებზე გავრცელებულ ათ ყველაზე პოპულარულ სტერეოტიპს და მათ რეალურ შეფასებას.
1. „ექთანი უბრალოდ ექიმის დამხმარეა“
ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სტერეოტიპია. რეალურად, ექთანი დამოუკიდებელი პროფესიონალია, რომელსაც აქვს საკუთარი კომპეტენციები, პასუხისმგებლობები და გადაწყვეტილების მიღების უნარი. საექთნო და საექიმო საქმეები რადიკალურად განსვავდება ერთმანეტისგან, ვინაიდან ექთნის კომპეტენცაში ხშირად ისეთი მანიპულაციების და პროცედურების გაკეთება შედის, რომელიც გაკეთების უნარიც ხშირად ექმთა უმრავლესობას არ გააჩნია. უნდა გვახსოვდეს, რომ ექთნის პასუხისმგებლობა და კომპეტენცია მაშინაც კი გრძელდება, როდესაც ექიმი კლინიკაში საერთოდა არ იმყოფება.
2. „ექთანი ნემსის გამკეთებელია“
ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დამამცირებელი ფრაზა რომელიც საქართველოში განსაკუთრებით ხშირად გაგვიგია ამა თუ იმ პირისგან. მიუხედავად იმისა, რომ საინექციო პროცედურები მათი სამუშაოს ნაწილია, ექთნის როლი ბევრად ფართოა — პაციენტის მონიტორინგი, მოვლა, ფსიქოლოგიური მხარდაჭერა და კრიტიკული მდგომარეობის მართვა, სწორი რეაბილიტაციურ უნარების ფლობა, ნიუანსობრივი განათლება, რომლიგანაც შედეგბა რეალურად საექთნო საქმის 50%. ეს ყველაფერი უბრალოდ “ნემსის გამკეთებელი”-ს მცნებსგან ძალიან განსხვავდება.
3. “საავადმყოფოში ექთნების მეტი რა არის”
ალბათ ცოტამ თუ იცის მაგრამ, თუ უცხოურ ქვეყნებში ექიმისა და ექთნის თანაფარდობა 1:3 ან უფრო მაღალია საქართველოში ეს პროპრცია 1:1 – ან უფრო დაბალ მაჩვენებელს უტოლდება. ჩვენი ქვეყანა ექთნების მწვავე დეფიციტს განიცდის იმ ფონზეც კი როდესაც კლინიკებია ამ პროფესიის წარმომადგენელბისთვის მინიმალურ საშტატო ადგილებს ანთავისუფლებენ. ამიტომაც ყოველთვის როდესაც კლინიკაში ყოფვნისას იმავე წამს ექთნის ყუადღების ობიექტი არ ვხდებით ეს გულცივობის ბრალი არაა, ამის მიზეზი ისა, რომ ისინი ძალიან ცოტანი არაინ და მათ თავზე საყრელი საქმე აქვთ.
4. „ექთნის საქმე მარტივია“
რეალურად, ეს არის ფიზიკურად და ემოციურად ძალიან მძიმე სამუშაოა, რომელიც მოითხოვს დიდ ცოდნას, გამძლეობას და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარს. გამოცდილ და მცოდენე ექთნებს ათობით წელი აქვთ ურთულეს სიტუაციებში ნამუშევარ სანამ იმ ფასდაუდებელ პროფესიონალურ უნარებს გამოიმუშავებდნენ, რომელიც ასე საჭიროა პაციენტისთვის უმაღლესი ხარისხის მომსახურების გასაწევად.
5 “ექიმს არ სჭირდება საექთნო საქმის ცოდნა”
ექთნის ცოდნა და უნარები ფასდაუდებელია. სამედიცინო დარგის ყველა პროფესიონალი თანხმდება, რომ ექთნის გარეშე ექიმი ფაქტობრივად ხელფეხ შეკრულია, ამიტომ განსაკუთრებით აუცილებელია თუკი ექიმი ამ უნარების ბაზისს მაინც დაეუფლება. მითუმეტეს იმ რეალობაში, როდესაც თითქმის ყველა კლინიკა ექთნების მასიურ დეფიციტს განიცდის. ეს ყველაზე თვალსაჩინო საოპერაციო ექთნებთან მიმართებაშია, ვინაიდან რამდენად შესანიშნავიც არ უნდა იყოს ქირურგი, საოპერაციო ექთნის გარეშე ის ფიზიკურად ვერ გააკეთებს ოპერაციას. ამიტომ მრავალი პროფესიონალი გასცემს რეკომედნაციას, რომ ეს საქმე ასისტენტ ქიურგებსაც ჰქონდეთ შესწავლილი ფოსრსმაჟორების დასაზღვევად.
- „ექთნები არ იღებენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს“
ექთნები ყოველდღიურად იღებენ კრიტიკულ გადაწყვეტილებებს პაციენტის მდგომარეობის შეფასებისა და მართვის პროცესში. სწორედ ექთნები არიან პაციენტთან კომუნიკაცის პირველი რგოლის წარმომადგენლები და მათი შესამჩნევია პაციენტის მდოგმარეობის ცვლილბა, პრეპატატებზე რეაქცია და ექიმის საქმის კურსში ჩაყენების საჭროების შესახებაც გადაწყვეტილებას ისინი იღებენ.
7.“ექთანს ნუ უსმენ ექთანმა რა იცის”
აღნიშნულ ფრაზას ხშირად მოისმენთ როგორც შიდა სამედიცინო პერსონალისგან ისეე ამ სფეროსგან დამოუკიდებელი პირებისგან. ის ფაქტი აბსოლუტურ სიმართლეს წამოადგენს, რომ ექთნისა და ექიმის კომპეტენცები ერთმანეთისგან განსვავდება. მაგრამ როდესაც ექთანი რჩევას საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში იძლევა და ხშირად იმ აუცილებელ ნიუანსებზე გვესაუბრება, რომელიც როგორც უკვე ვახსენეთ მათი პროფესიის დიდ ნაწილს შეადგენს, სჯობს მათ მოვუსმინოთ და სურვილისამებრ ინფორმაცია გადავამოწმოთ, ვიდრე თავიდანვე არსებული არასწორი აზრის გამო ამ ადამიანების რჩევები ყურთან არ მივიტანოთ.
8.„ექთნები ემოციურად ‘უნდა შეეჩვიონ’ ყველაფერს“
არსებობს მოლოდინი, რომ ექთნები უნდა იყვნენ „გამძლეები“ და არ განიცდიდნენ ტრავმულ გამოცდილებას. რეალურად, ისინი მაღალი რისკის ქვეშ არიან გადაწვისა და ფსიქოლოგიური გადაღლის მიმართებაში. შეუძლებელია კლინიკაში ყოველდღიურად უყურებდე უამრავი ადამიანის ტანჯვასა და გაჭირვებას და ამან შენზე ემოცური ეფექტი არ იქონიოს. სამწუხაროდ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ამ ცვლადს სათვალავში არ იღებს.
9 “ყველა ექთანი ერთნარია”
მიუხედავად იმისა რომ საექთნო საქმე სრულიად განსხვავებული სფეროა, აქ თქვენ ასევე უამრავ ადამიანს შეხვდებით, რომელთაც ეს პასუხსმგებლობა დროებით აქვთ აღებული, მათშორის სტუდენტებსა და მომავალ ექიმებს.
10 “ „ექთანი არ შეიძლება იყოს ლიდერი“
ბევრს ჰგონია, რომ ლიდერობა მხოლოდ ექიმების ფუნქციაა. სინამდვილეში, ექთნები ხშირად ხელმძღვანელობენ გუნდებს, განყოფილებებს და მართავენ პაციენტის მოვლის პროცესს. ექიმების უმრაველსობას მედიცინასთან ურთიერთობა სწორედ ექიმების მეთავლყურეობისა და წინამძღოლობის ქვეშ აქვთ დაწყებული.

