RareGene არის გენეტიკური დიაგნოსტიკის ლაბორატორია, რომელიც 2017 წელს დაარსდა. დაარსების დღიდან კომპანია მუდმივად ვითარდება და მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლეობისთვის საერთაშორისო სტანდარტების, მაღალი ხარისხის გენეტიკური კვლევებისა და თანამედროვე დიაგნოსტიკური სერვისების ხელმისაწვდომობას. RareGene აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან ლაბორატორიებთან, ნერგავს ინოვაციურ ტექნოლოგიებს და მუდმივად აფართოებს მომსახურების სპექტრს, რათა პაციენტებსა და ექიმებს შესთავაზოს რეპროდუქციული, კლინიკური და იშვიათი გენეტიკური დაავადებების დიაგნოსტიკის უახლესი შესაძლებლობები.
კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა რეპროდუქციული გენეტიკის განვითარება, სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. RareGene მიზნად ისახავს, რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და ოჯახის დაგეგმვის ყველა ეტაპზე იყოს პაციენტებისა და ექიმების სანდო პარტნიორი.
RareGene-ისა და ქართველი ექიმების სამეცნიერო საქმიანობის ფარგლებში პირველი მნიშვნელოვანი საერთაშორისო შედეგი წარმოდგენილი იქნა ევროპის ადამიანის რეპროდუქციისა და ემბრიოლოგიის საზოგადოების (ESHRE) 2026 წლის საერთაშორისო კონგრესზე, ლონდონში.


კონგრესზე წარმოდგენილი კვლევა მოიცავდა 864 ქართველი პაციენტის კოჰორტას. საქართველოში პირველად შეფასდა მტარებლობის გაფართოებული სკრინინგის შედეგები, ქართველი პოპულაციის გენეტიკური თავისებურებები.
კვლევის წინასწარმა შედეგებმა გამოავლინა ქართველი პოპულაციისთვის მნიშვნელოვანი გენეტიკური მიგნებები და კიდევ ერთხელ წარმოაჩინა მტარებლობის გაფართოებული გენეტიკური სკრინინგის მნიშვნელობა რეპროდუქციულ მედიცინაში. მიღებული მონაცემები ხელს უწყობს რეპროდუქციული რისკების უფრო ზუსტ შეფასებას, გენეტიკური კონსულტირების ხარისხის გაუმჯობესებასა და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებას ოჯახის დაგეგმვის ეტაპზე.
აღნიშნული კვლევა წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს საქართველოში რეპროდუქციული გენეტიკის განვითარების, ადგილობრივი სამეცნიერო მონაცემების დაგროვებისა და ქვეყნის საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში წარმოჩენის მიმართულებით. RareGene აქტიურად განაგრძობს სამეცნიერო კვლევების მხარდაჭერას, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებასა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული გენეტიკური მედიცინის განვითარებას, რათა თანამედროვე გენეტიკური ტექნოლოგიები და სამეცნიერო მიღწევები ხელმისაწვდომი გახდეს ქართველი პაციენტებისა და ექიმებისთვის.

