ავტოსაგზაო შემთხვევებით გამოწვეული ლეტალობის მზარდი დინამიკა, რა გზას გადის დაშავებული საავადმყოფოში გადაყვანამდე

გააზიარე

2025 წლის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 469 ადამიანი გარდაიცვალა, რაც 2018 წლიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. გარდაცვლილთა შორის მნიშვნელოვანი ნაწილი ქვეითებსა (33%) და ბავშვებს უკავიათ. სამწუხარო ფაქტია, რომ უმეტეს შემთხვევაში საქმე, საჭის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვასთან ან საგზაო მოძრობის წესების სხვა უხეშ დარღვევებთან გვაქვს. კოლექტიური თვითშეგნებისა და პასუხისმგებლობის საკითხს მიღმა ჩვენთვის უმთავრესი თემაა, ჯანდაცვის რა საფეხურებს გადის დაშავებული, რომლის დროული დახმარება და გადარჩენაც ჯერ კიდევ არის შესაძლებელი.

ხშირ შემთხვევებში საქართველოში გზაზე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევების ნაწილი  მხოლოდ სამართალდაღვევის შედეგად არ სრულდება. ვინაიდან, მაგალითად თბილისში სადაც მუდმივად დგას საცობების პრობლემა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა  შესაძლოა ვერ მოახერხოს შემთხვევის ადგილზე დროულად მოხვედრა, რაც დაზარალებულთა სიცოცხლისუნარიანობაზე პირდაპირ აისახება. აქტუალურ საკითხად დგას ასევე, მოქალაქეების მხრიდან სწრაფი დახმარების სურვილი, რაც მეტი მეორეული ტრამვის მიყენების შედეგი შეიძლება გახდეს.  ამ თემაზე მედსკრიპტუმი სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინკის კლინიკურ დირექტორ პროესორ ნიკოლოზ კვაჭაძეს  ესაუბრა.

რა გზას გადის დაშავებული სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ჯგუფის მოსვლამდე, რა უნდა იცოდნენ რიგითმა მოქალაქეებმა, რომელებიც შემთხვევის ადგლზე პირველები ხვდებიან და დახმარების სურვილი აქვთ

ძალიან მნიშვნელოვანია თუნდაც ის პირველი წუთები, რომელსაც პაციენტი საგზაო შემთხვევის მოხდენიდან სასწრაფო დახმარებს მოსვლამდე გადის. დაშავებულის მხრიდან თვითდახმარებაზე საუბარიც ზედმეტია, მითუმეტეს როდესაც საქმე ტრამვასთან და ზოგადად მძიმე ავტო საგზაო შემთხვევასთან გვაქვს.  საქათველოში საკმაოდ მაღალია სამოქალაქო ცნობიერება და კულტურა. ჩვენს მოქალაქეებს ყოველთვის აქვთ დახმარების აღმოჩენის სურვილი. მე პირაად არ შევსწრებულვარ საგზაო შემთხვევას სადაც რამდენიმე ავტომანაქანა მაინც არ ყოფილა გაჩერებული, დახმარების აღმოჩენის სურვილით, რაც ძალიან კარგია, მაგრამ მეორე საკითხია თუ როგორ შევძლებთ ამ დახმარების აღმოჩენას. თითოეულ ჩვენს მოქალაქეს უნდა ახსოვსედ ორი რამ. ერთი რომ დავრეკოთ 112 ში და რომ პირველ რიგში საკუთარ უსაფრთხოებაზე ვიზრუნოთ, და მხოლოდა ამის შემდეგ შევეცადოთ დახმარება.  სათანადო დახმარების აღმოჩენა სათანადო ცოდნას და უნარ-ჩვევებს საჭიროებს.  ხშირად, ისეა სატრანსპორტო საშუალება დეფორმირებული მისი კარის გახსნაც კი ჩვეუულებრივ შეუძლებელია შესაბამისი აღჭურვილობის გარეშე.  ვიზუალურად ძალიან რთულია იმის გარჩევა დავაშებული ადამიანის სხეულის რომელიმე ნაწილი მოყოლილია თუ არა სატრასპორტო საშუალებაში,  დაზიანებულია თუ არა რომელიმე შინაგანი ორგანო. ამიტომ ვიტყოდი თუნდაც შესაბამისი უწყებების დროული ინფორმირება,  ადგილის უსაფრთოებაზე ფიქრი ან ცეცხლმაქრის სწაფი მიტანა შემთხვევს ადგილთან უკვე უზარმაზარ დადებით შედეგს იძლევა. მეორე საკითხია დაშავებული ადამიანის სატრანსპორტო საშუალებიდან გადმოვანა, რაც ასევე ძალიან რთულია. მძიმე ტრამვების დროს პაციენტის არასწორი გადაადგილებით, შეიძლება დაშავებულისათვის  უფრო მეტი ზიანის მიყენება. ამგვარი ცოდნა აქვს სახანძრო სამაშველო სამსახურის თანამშრომელს, სამხედროს ან საპატრულო პოლიციის წარმომადგენელს, უშუალოდ მათი მითითების ქვეშ შესაძლებელია ამ მოქმედების უსაფრთხოდ განხორციელება.

უშუალოდ სამედიცინო მუშაკებს რა ფუნქცია აკისრიათ ამგვარი შემთხვევების მართვისას და რა გამოწვევებს შეიძლება გადააწყდნენ ისინი

სასწრაფო სამედიცინო დახმარების რეანომობილში, კომპეტენტური სამედიცინო პერსონალის მიერ უკვე იწყება უშალოდ პაციენტის აქტიური მართვა, რაც PHATLS (Pre Hospital, Advance Trauma, Life Support) ჰქვია. ხდება ავადმყოფის იმობილიზაცია,  სათანადო კვალიფიციური სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, წარმოებს სასიციცხლო მაჩვენებლების კორექცია და სტაბილიზაცია. ხდება სიციხლისთვის საშიში ისეთი გართულებების პრევენცია. როგორებიც არის სასუნთქი გზების ობსტრუქცია, დაჭიმული პნევმოთორაქსი. საჭიროებისამებრ იწყება ჰემორაგიული შოკის მართვა რაც ხშირად აქტიურ მედიკამენტოზურ მხარდაჭერასაც საჭიროებს. წარმოებს თავის ტრამვული დაზიანებებით გამოწვეული გართულებების პრევენცია.  ეს პროცესი კლინიკაშიც გრძელდება.  მრავალი მიზეზია, რამაც შესაძლოა პაციენტის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ მისი სიკვდილი გამოიწვიოს. სიკვდილობის მიზეზებს შორის არის ქალა-ტვინის მძიმე ტრავმა, ჰიპოვოლემიური შოკი და ცირკულატორული კოლაფსი, თორაკალური ტრამვა, პოლიტრამვა შინაანი ორგანოების მძიმე დაზიანებებით. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ადამიანის გადარჩენა მეტწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რა დახმარებას აღმოუჩენენ მას ადგილზე და როგორ მოხდება მისი ტრანპორტირება შემთხვევის ადგილიდან კლინიკამდე. სასაწრაფო გადაუდებელი დახმარების ბრიგადას პაციენტი სათანადოდ იმობილიზირებული და შეძლებისდაგვარად დასტაბილურებული მოჰყავს, მაგრამ თუ საქმე თვითდინებასთან გვაქვს, ამ შემთხვევაში შეიძლება ტრანსპორტირებისას კიდევ უფრო დამძიმებული პაციენტის მიღება მოგვიწიოს. საავადმყოოში მიყვანის შემდეგ, ასეთი ავადმყოფების მართვა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილების და მთლიანად, კლინიკის  სამედიცინო პერსონალის ვალდებულებაა.  მთავარია დაზიანებები არ იყოს სიცოცხლესთან შეუთავსებელი  და შემთხვევის მოხდენიდან კლინიკაში მიყვანამდე არ იყოს ის ოქროს წამები დაკარგული რომელიც ასე მნიშვნელოვანია ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად.

 

სისტემური გამოწვევებიარსებობს თუ არა სუსტი რგოლი შემთხვევის ადგლიდან საავადმყოფოს საწოლამდე არსებულ ჯანდაცვის ამ ჯაჭვში

სუსტი რგოლი, რა თქმა უნდა, არსებობს. სისტემურად ასე თუ ისე კარგად არის გადანაწილებული თუ რამდენ ხანში მოახდენს გადაუდებელი დახმარების გუნდი რეალურად მყისიერ რეაგირებას და სად მოხდება დაშავებულის გადაყვანა. რა თქმა უნდა არის ჩვენს ჯანდაცვის სისტემაშიც ხარვეზები, უხარვეზო სისტემა არ არსებობს, მითუმეტეს, როდესაც საქმე ასეთ სენსიტიურ თემას ეხება, სადაც თითოეული წამი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და ძვირფასია. ქვეყნის რელიეფიდან და სატრანსპორტო დინამიკიდან გამომდინარე ესა თუ ის მონაკვეთი რთულადაა მისადგომი, როგორც რეგონებში ისე უშუალოდ დედაქალაქში. ალბათ ყველაზე დიდი გამოწვევა, ეგრეთ წოდებული,  შავი ზონების ათვისებაა. ადგილების, სადაც სამედიცინო პერსონალის მისვლა მათი იმ მიდამოებში არ ყოფნის გამო გვიანდება,  აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი ზონების გადასაფარად, რათა მაქსიმალურად შემცირდეს პაციენტისთვის კვალიფიციური სამედიცინო დახმარების აღმოჩენის და კლინიკაში გადაყვანის დრო, უამრავი რამ კეთდება და ძალისხმევა იხარჯება. მაგალითისვის შემიძლია მოგიყვანოთ შეკვეთილის ან თუნდაც ბორითის მონაკვეთზე თავის დროზე შექმნილი გადაუდებელი დახმარებს ცენტრები. მაღალმთიან რეგიონებში, ტურიზმის აქტიურ განვითარებასთან ერთად სამედიცინო დახმარების აღმოჩენის  სისტემაც იხვეწება, ბევრი რამ კეთდება პაციენტების დროული და კვალიფიციური დახმარებისათვის.

 

ავტოსაგზაო შემთხვევა არ არის მხოლოდ ერთი წამით გამოწვეული ტრაგედია, ეს პროცესის შედეგია, რომელიც იწყება წესების უგულებელყოფით და გრძელდება რეაგირების ყოველი ეტაპით. როდესაც 2025 წელს 469 ადამიანის სიცოცხლე დავკარგეთ, ეს მხოლოდ სტატისტიკა არ არის ეს ასობით ოჯახია, ასობით ისტორია, ასობით შეწყვეტილი მომავალი. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გარდაცვლილთა შორის მაღალი წილი ქვეითებსა და ბავშვებზე მოდის, საკითხი სცდება ინდივიდუალურ შეცდომას და საზოგადოებრივ პასუხისმგებლობად იქცევა.

თუმცა ტრაგედიის მიუხედავად, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა ყოველთვის არ ნიშნავს გარდაუვალ სიკვდილს. გადარჩენის პროცესი იწყება პირველივე წამებიდან, 112-ში დროული ზარით, შემთხვევის ადგილის უსაფრთხოების უზრუნველყოფით, არასწორი გადაადგილებისგან თავის შეკავებით და საბაზისო პირველადი დახმარების ცოდნით, რომლის პოპილარიზაციაც ქვეყანაში აუცილებელია. ავტოსაგზაო შემთხვევა არის კონტექსტი, სადაც პრევენცია და დროული სამედიცინო ჩარევა ერთმანეთისგან განუყოფელი მხარეებია. თუ ჩვენ შევძლებთ როგორც ინდივიდუალური, ისე სისტემური პასუხისმგებლობის გაძლიერებას, ყოველი შემდეგი წელი აღარ იქნება წინაზე უარესი, არამედ ეტაპი, სადაც გადარჩენილი სიცოცხლეების რაოდენობა მხოლოდ გაიზრდება. თითოეული გადარჩენილი პაციენტი არის მტკიცებულება იმისა, რომ სწორი რეაგირება, სწორ დროს რეალურად ცვლის ყველაფერს.

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები