კვლევა: კუჭსა და ტვინს შორის კავშირი ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზემოქმედებს

გააზიარე

ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ კუჭი და ტვინი ერთმანეთთან იმაზე უფრო მჭიდროდ არიან დაკავშირებული, ვიდრე გვეგონა. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ კუჭისა და ტვინის სინქრონიზაცია ფსიქიკურ ჯანმრთელობის პრობლემებთან, მათ შორის, შფოთვასა და დეპრესიასთან არის დაკავშირებული.

დანიის ორჰუსის უნივერსიტეტისა და გერმანიის ადამიანის კვების ინსტიტუტის მეცნიერებმა გამოიკვლიეს, როგორ ურთიერთქმედებს კუჭიდან წამოსული ელექტრული სიგნალები, ე.წ. კუჭის რიტმი, ტვინის ფრონტოპარიეტალურ ქსელში არსებულ აქტივობასთან. ეს რეგიონი ემოციებსა და ყურადღების რეგულირებასთან არის დაკავშირებული. 

კვლევის შედეგები, რომელიც ჟურნალ Nature Mental Health-ში გამოქვეყნდა, ხაზს უსვამს ამ კავშირის, რომელსაც ვისცერო-ცერებრალური ან გასტრო-ცერებრალური კავშირიც ეწოდება, მნიშვნელობას ფსიქიკური კეთილდღეობისთვის.

კველვის 243 მონაწილეზე დაყრდნობით, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კუჭის აქტივობასა და ტვინის ფუნქციებს შორის ძლიერი კავშირი დაკავშირებულია ისეთ პრობლემებთან, როგორიცაა შფოთვა, დეპრესია, სტრესი და ზოგადად, ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესება.

„ჩვენი კვლევა კუჭსა და ტვინს შორის არსებულ კავშირს ფსიქიკური ჯანმრთელობის ერთ-ერთ ფაქტორად განიხილავს და პოტენციურად ახალ შესაძლებლობებს გვთავაზობს ინტერვენციებისთვის, რომლებიც ტვინისა და სხეულის აბერანტულ კავშირს გამოასწორებს“, — წერენ მეცნიერები.

ეს აღმოჩენა იმაზე მიანიშნებს, რომ კუჭსა და ტვინს შორის არსებულმა არასწორმა კომუნიკაციამ, შესაძლოა, ფსიქოლოგიური პრობლემები გამოიწვიოს. ამ კავშირის უფრო დეტალური კვლევა მეცნიერებს ფსიქიკური ჯანმრთელობის მკურნალობისთვის ახალ გზებს გაუხსნის.

წყარო: Nature

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები