back to top

გონებით მართული ეგზოჩონჩხის დახმარებით პარალიზებულმა ადამიანმა სიარული შეძლო

გააზიარე

საფრანგეთში განხორციელებული სამედიცინო კვლევის ფარგლებში, 28 წლის პაციენტმა, რომელსაც მიღებული ტრავმის შედეგად სრული ტეტრაპლეგია (დამბლა მხრებიდან ქვემოთ) განუვითარდა, ტვინით კონტროლირებადი ეგზოჩონჩხის დახმარებით მოძრაობის უნარი ნაწილობრივ აღუდგა.

ეს უპრეცედენტო მიღწევა იმედს აძლევს მილიონობით ადამიანს, რომლებთაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მსგავსი პრობლემები აქვთ.

გრენობლის ალპების საავადმყოფოს, ბიოსამედიცინო კომპანია Cinatech-ისა და CEA-ის მკვლევრების გუნდის მიერ შემუშავებული სისტემა ტვინისა და კანის შუა იმპლანტირებული ჩამწერი მოწყობილობების საშუალებით ფუნქციონირებს. ეს სენსორები იღებენ სიგნალებს თავის ტვინის სენსორულ-მოტორული ქერქიდან, რომლებსაც სპეციალური ალგორითმები ფიზიკურ მოძრაობებად გარდაქმნიან. 

პირველი ნაბიჯების გადადგმამდე, პაციენტი თვეების განმავლობაში გადიოდა ინტენსიურ ნეირორეაბილიტაციას. მანამ ეგზოჩონჩხს მოირგებდა, ის ტვინში ჩანერგილი იმპლანტებით აკონტროლებდა კომპიუტერულ თამაშში ვირტუალური პერსონაჟის მოძრაობებს. საბოლოოდ, ამ ტიპის ვარჯიშის სესიების შემდეგ, შეძლო ეგზოჩონჩხით მოძრაობის სრულყოფილად დაწყება.

კვლევის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ალიმ ლუი ბენაბიდმა, Lancet Neurology-ში გამოქვეყნებულ შედეგებს „გარდამტეხი მიღწევა“ უწოდა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგია ჯერ კიდევ შორსაა პაციენტებისთვის ფართო ხელმისაწვდომობისგან, მას შეუძლია რადიკალურად გააუმჯობესოს კვატრიპლეგიით დაავადებულთა ცხოვრების ხარისხი და დამოუკიდებლობა. 

პროფესორი ბენაბიდი იმედოვნებს, რომ ეს მიდგომა საფუძვლად დაედება ტვინით კონტროლირებადი მოძრაობის დამხმარე საშუალებების შექმნას. მისი ხედვით, ამ ტექნოლოგიის მიზანი ადამიანები შეზღუდული შესაძლებლობების სრული აღდგენაა.

წყარო: WEFORUM

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები