ინსბრუკის ხელოვნური ინტელექტის გარღვევა კარდიოლოგიაში: გულის ფარული შეტევების დეტექცია სტანდარტული ელექტროკარდიოგრაფიით

გააზიარე

ავსტრიის ალპების გულში, ქალაქ ინსბრუკში კარდილოგია ახალ დიგიტალურ ერაში გადადის. ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის მკვლევარები ხელოვნური ინტელექტის ახალ შესაძლებლობებსა და ტექნიკების შესახებ გვესაუბრებიან, რომლებსაც სტანდარტული ელექტროკარდიოგრამისგან სიცოცხლისთვის კრიტიკული ინფორმაცის მიღება შეუძლია. საუბრარია ინფორმაციაზე, რომელიც ჩვეულებრივ ადამიანის თვალისთვის ამოსაკითხად ფაქტობრივად შეუძლებელია. განვითარების აღნიშნული ნაბიჯის შესახებ საფუძვლიანი განხილვა, რიგით 28-ე კარდიოლოგიურ კონგრესზეა დაგეგმილი, რომელიც ქალაქ ინსბრუკში 5-7 მარტს ჩატარდება. 

ათწლეულების განმავლობაში, ეკგ კარდიოლოგიური დიაგნოსტიკის ქვაკუთხედად ითვლებოდა, ვინაიდან ის კლინიცისტებს გულის ელექტრული აქტივობის შესახებ ინფორმაციის სწრაფად მიღების საშუალებას აძლევდა. კლასიკური გაგებით ისეთი ნიშანი როგორიცაა ST-ელევაცია გულის იშემიურ ინფარქტზე მიუთითებს, მაგრამ სამწუხარო სიცოცხლისთვის საშიში გულის ყველა დაზიანება ამგვარ ნიშანს არ იძლევა. მაგლითა ოკლუზიური მიოკარდიული ინფარქტი (omi) st -ელევაციის გარეშე მხოლოდ მცირედ ელექტრულ დევიაციას გამოხატავს, რისი შემჩნევა და აღქმა ყველაზე გამოცდილი კლინიცისტებისთვისაც ურთულესი ამოცანაა. 

ხელოვნური ინტელექტი, როგორც “კარდიოლოგიური რენდგენი”

ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის კარდიოლოგიისა და ანგიოლოგიის დეპარტამენტის დირექტორის, პროფესორ აქსელ ბაუერის და პროფესორ კლემენს დლასკას ხელმძღვანელობით, შექმნილი ალგორითმები, მაღალი გარჩევადობის ელექტროკარდიოგრამაზე მომუშავე სიგნალებს, ადამიანის თვალისთვის შეუმჩნეველი ნიმუშების გამოყენებით აანალიზებენ. ეს მაღალი სიხშირის ტალღური ფორმის დეტალები და რთული ელექტრული კანონზომიერებებია, რომლებიც კორონარული არტერიების მძიმე ბლოკირებასთანაა კორელაციაშია. არსებითად, ხელოვნური ინტელექტი  „რენტგენის ხედვისერთგვარ ფორმასძენს. პროგრამას 10 წამში მილიონამდე უკვე არსებული მონაცემის გაანალიზება შეუძლია, რის საფუძველზეც საბოლოო დიაგნოზს იძლევა.

კვლევის უმნიშვნელოვანესი შედეგები

თითქმის 50000 პაციენტის ელექტროკარდიოგრაფიაზე დაყრდნობით, ჩატარებულ ბოლოდროინდელ კვლევაში, ინსბრუკის ხელოვნურმა ინტელექტმა შესანიშნავი შედეგები აჩვენა ფარული ბლოკების აღმოჩენის კუთხით, რაც ხშირად გამხდარა მკურნალობის დაგვიანებისა და უარესი გამოსავლის მიზეზი. გარდა ამისა, სისტემას შეუძლია შეაფასოს პაციენტისგულის ბიოლოგიური ასაკი“. გულის ასაკი, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება ადამიანის ქრონოლოგიურ ასაკს (მაგ., 8 წლით ან მეტით), მიუთითებს მომავალში გულის შეტევების მნიშვნელოვნად მაღალ რისკზე, მათ შორის ამოუცნობი ბლოკირებისა და უეცარი გულის სიკვდილზე.

კვლევიდან რეალურ შედეგებამდე

შემდეგი ნაბიჯი, ალგორითმების კლინიკურ პრაქტიკაში, განსაკუთრებით გადაუდებელი დახმარების განყოფილებებში, გადატანაა. ექიმებისთვის ხელოვნური ინტელექტით მართულიმეორე აზრისმიწოდებით, ტექნოლოგია გვპირდება, რომ მკვეთრად შეამცირებს გამოტოვებულ დიაგნოზებს, უზრუნველყოფს უფრო სწრაფ ჩარევას და საბოლოოდ, სიცოცხლის გადარჩენას. ინსბრუკის საუნივერსიტეტო კლინიკებში უკვე მიმდინარეობს საცდელი კვლევები, რათა სისტემა რეალურ კლინიკურ სიტუაციებზე გამოსცადონ.

რეალურ დროში დიაგნოსტიკის გარდა, ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ხელი შეუწყოს რისკის განსაზღვრას, პერსონალიზებული თერაპიის გადაწყვეტილებებისა და პრევენციული სტრატეგიების შემუშავებაში. მაგალითად, მაღალი რისკის მქონე პაციენტებს შეიძლება მიენიჭოთ პრიორიტეტი ადრეული კორონარული ანგიოგრაფიის ან მიზნობრივი ჩარევებისთვის.

კარდიოლოგიის გლობალური პლატფორმა

სწორედ ინსბრუკში იმართება კარდიოლოგიის 28- კონგრესი(2026 წლის 5-7 მარტი) რომელიც, საერთაშორისო ასპარეზს წარმოადგენს ამ ინოვაციების წარმოსადგენად. მოსალოდნელია, კონგრეს 1000-ზე მეტი კარდიოლოგი, ხელოვნური ინტელექტის მკვლევარი და კლინიცისტი დაესწროს. ძირითადი მომენტები მოიცავს:

  • ხელოვნური ინტელექტის ვორქშოფები.
  • დიგიტალური კარდოლოგიური პროგრამების დემო ვერსიები.
  • საკითხის სიღრმისეულ მიმოხილვა.

ინსბრუკის ინიციატივა კარდიოლოგიის ახალ ეპოქაზე მიუთითებს, სადაც ხელოვნური ინტელექტი არ არის მხოლოდ დამხმარე ინსტრუმენტი, არამედ კლინიკური პარტნიორი.

ფარული მიოკარდიუმის ინფარქტის ადრეული ამოცნობა, გულის ბიოლოგიური ასაკის შეფასება და პერსონალიზებული რისკების განსაზღვრამ შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს სიკვდილიანობა და გააუმჯობესოს პაციენტთა პროგნოზი.

წყარო:i-med.ac.at

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები