Instant Notes in Immunology – იმუნოლოგიის უახლესი სახელმძღვანელოს მე-4 გამოცემის ანონსი

გააზიარე

ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში იმუნოლოგია მსოფლიოში ერთერთ ყველაზე სწრაფად მზარდ სამედიცინო სფეროდ იქცა. მრავალრიცხოვანი კომპლექსური სისტემებიდან დაწყებული, უამრავი სხვადასხვა ცილოვანი კომპლექსით დამთავრებული, რომლებიც გადამწყვეტ როლს ასრულებენ ჰომეოსტაზში, ალერგიულ რეაქციებსა თუ ორგანიზმის პასუხში სხვადასხვა მტრულ აგენტზე, ეს ყველაფერი ზოგჯერ იმაზე მეტივიდრე უბრალოდსაგნის საფუძვლიანი გააზრების სირთულე“, განსაკუთრებით იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც მძიმე აკადემიური მოთხოვნების წინაშე დგანან. ინდივიდების გზამკვლევობა ინფორმაციის ამ ზღვაში, მათთვის სწორი მიმართულების ჩვენება, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილების გამოკვეთა და სტუდენტების დახმარება მაღალი მოლოდინების მქონე გამოცდების ჩაბარებაში, ეს არ არის ადვილი საქმე. სწორედ ამ მისიას ასრულებს წიგნების სერია „Instant Notes in Immunology“ 2000-იანი წლების დასაწყისიდან.

ავტორებმა ახალი, მე-4 გამოცემის გამოშვება დააანონსეს, რომელიც მკითხველისთვის ხელმისაწვდომი 19 მაისიდან იქნება რამდენიმე ელექტრონულ პლატფორმაზე (მაგალითად, Taylor & Francis Group). „მედსკრიპტუმი“ (Medscriptum) შეეცდება უფრო ახლოდან გაგაცნოთ წიგნის შინაარსი, დანიშნულება, მისი მიზანი, შექმნის მეთოდები და მრავალი სხვა დეტალი. ჩვენს კითხვებზე პასუხის გასაცემად პატივი გვხვდა წილად, გვესაუბრა წიგნის ორ ავტორთან: ვესტმინსტერის უნივერსიტეტის პროფესორთან, საქართველოს უნივერსიტეტის იმუნოლოგიისა და მოლეკულური მედიცინის ინსტიტუტის დირექტორთან პროფესორ ნინა ფორაქიშვილთან, და  პროფესორ პიტერ ლიდიარდთანიმუნოლოგიის ემერიტუსპროფესორთან, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCL) უფროს აკადემიკოსთან და ქართული მეცნიერების განვითარების დიდ მხარდამჭერთან, რომელსაც თსუსგან გადაცემული აქვს მედალი გაწეული წვლილისთვის.

როგორც კორესპონდენტი, მივიჩნევ, რომ ცოდნა არ უნდა იყოს მიუწვდომელი დაინტერესებული პირისთვისარც ფიზიკურად და არც ინტელექტუალურად. ის უნდა იყოს ადვილად გასაგები, მეცნიერების სიღრმეებში გზის გამკვლევი, გზის დაკარგვისა და დროის კარგვის შიშის გარეშე. სწორედ ამით არის შესანიშნავი სერია „Instant Notes“ ის მოსახერხებელი და სასარგებლოა ყველასთვის: სტუდენტებისთვის, პროფესორებისთვის, პაციენტებისთვის და იმ ადამიანებისთვისაც კი, რომლებსაც უშუალო შეხება სამედიცინო სფეროსთან არ აქვთ. ვფიქრობ, ნებისმიერი სახელმძღვანელო სწორედ ამას უნდა ემსახურებოდეს, თუმცა ეს მხოლოდ ჩემი ინტერპრეტაციაა. უფრო ვრცელი და ამომწურავი პასუხი ყოველთვის ნაშრომის შემქმნელებისგან უნდა მოვისმინოთ, რადგან სწორედ ისინი არიან წიგნის მნიშვნელობის მთავარი ხედვის ავტორები.

რა მიზანს ემსახურება წიგნი აკადემიური სფეროსთვის და რით გამოირჩევა იგი სხვა იმუნოლოგიური სახელმძღვანელოებისგან?

პროფესორი ნინა: პირველ ყოვლისა, „Instant Notes“ ძალიან მიმზიდველი სათაურია. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ეს წიგნი დამოუკიდებლადაც ძალიან საინტერესოა, ის არ დგას მარტოროგორც ადრეც აღვნიშნეთ, ეს არის მთელი სერიის ნაწილი. ვფიქრობ, წიგნი უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადგან გაძლევთ წარმოდგენას კონკრეტულ სფეროზე შეკუმშული, კომპაქტური გზით, რაც საშუალებას გაძლევთ, ჩაწვდეთ კვლევის ამ სფეროსთან დაკავშირებულ ყველაზე მნიშვნელოვან, ძირითად კითხვებს. ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით იმაზე, თუ რამდენად სასარგებლოა ეს სახელმძღვანელო სტუდენტებისთვის, მაგრამ ის თანაბრად მნიშვნელოვანია ლექტორებისთვისაც. რადგან, თუ გაქვთ ძალიან ცოტა დრო, მაგალითად, 45 წუთი ან ერთი საათი ლექციის წასაკითხად, თქვენ უნდა ისაუბროთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილებზე და სწორედ ამას წარმოვაჩენთ ამ წიგნში. პირადად მე, ვესტმინსტერში სხვა ლექციებისთვის ხშირად ვიყენებდი „Instant Notes in Molecular Biology“-, რადგან ის რელევანტური იყო იმისა, რასაც ვასწავლიდი. ასე რომ, ვთვლი, ეს წიგნები ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანიაისინი გვაწვდიან კონდენსირებულ, კომპაქტურ და თანამედროვე ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ხდება კვლევის კონკრეტულ სფეროში.

პროფესორი პიტერი: ჩვენ ვცდილობდით ფოკუსირება მოგვეხდინა იმ მთავარ გზებზე, რომლებითაც შეიძლებოდა იმუნოლოგიაში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესების აღწერა. მისი სტილიდან გამომდინარე, წიგნში შემოტანილია საკვანძო სიტყვები, რაც სტუდენტებს გამოცდის წინ მასალის გადამეორებაში ეხმარება, რადგან თითოეული თავის დასაწყისში მოცემულია მოკლე შეჯამება. როდესაც ჩვენ ეს დავიწყეთ, სახელმძღვანელოებში მსგავსი რამ არ არსებობდა. ჩვენ დავნერგეთ ეს მიდგომა და ასევე შემოვიტანეთ არჩევითბოლოიანი კითხვები (ტესტები) იმ დროს, როდესაც ისინი ჯერ კიდევ არ გამოიყენებოდა. პირველი გამოცემა 2000 წელს გამოვიდა, მეორე — 2004-ში, მესამე — 2011-ში. მას შემდეგ 15 წელი გავიდა და იმუნოლოგიის საფუძვლებში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა.
ეს ახალი გამოცემა სწორედ ამას აკეთებსგანვაახლეთ რა ყველა სექცია იმის მიხედვით, რასაც დღესბირთვულცოდნად მივიჩნევთ. ასევე, იმ სტუდენტებისთვის, რომლებსაც მეტი ცოდნა სჭირდებათ, წიგნში მოცემულია იმ სფეროების თანამედროვე მიმოხილვები, რომელთა საბაზისო ინფორმაციასაც ვფარავთ. იდეა ისაა, რომ ამ ეტაპზე ვერ ნახავთ სხვა წიგნს იმუნოლოგიის შესახებ, რომელიც ასე სრულად ფარავს ყველაფერს საბაზისო იმუნოლოგიიდან კლინიკურ იმუნოლოგიამდე და მის გამოყენებამდე მკურნალობაში. მაგალითად, იქ ბევრი ინფორმაციაა მკურნალობის მეთოდებზე. ადამიანებსაც კი, რომლებიც მედიცინას არ სწავლობენ, შეუძლიათ გაიგონ ის საკითხები, რაზეც წაიკითხავენ. მაგალითად, „იმუნოთერაპიაახლა სტანდარტული სიტყვაა ლექსიკონში და ხალხი მასზე საუბრობს. ასე რომ, წიგნი ძალიან თანამედროვეა და ცდილობს საბაზისო საკითხების ისე შემოტანას, რომ ადამიანებმა შეძლონ მათი შესწავლა მაშინაც კი, თუ იმუნოლოგიასა და მედიცინაში გამოცდილება არ აქვთ.

მინდა დავამატო, რომ ჩვენ წინა გამოცემებშიც შემოვიტანეთ იმის გააზრება, თუ რამდენად განსხვავდება იმუნური სისტემა გენდერის მიხედვით ქალებსა და მამაკაცებში. რამდენად განსხვავებულია იგი? თქვენ გსურთ იცოდეთ, რა ხდება ქალის რეპროდუქციულ სისტემაში და რამამაკაცისაში, რაც განსხვავებულია. ასევე დაბერებაახლა გაცილებით მეტი ვიცით იმუნური ცვლილებების შესახებ. „იმუნოსენესცენციაგახდა ტერმინი, რომელიც აღწერს, თუ როგორ იცვლება უჯრედების ფუნქცია მათი დაბერებისას. ეს წიგნი ეხება დაბერების შედარებით ახალ ასპექტებს. სხვა არცერთი წიგნი არ საუბრობს დაბერებაზე იმუნური სისტემის კონტექსტში. თუ ექიმი ხართ, გსურთ იცოდეთ ამ ცვლილებების შესახებ და განსხვავებებზე მამაკაცებსა და ქალებს შორის. სხვა სახელმძღვანელოები ამას არ აკეთებენ, ეს წიგნი კი აკეთებს.

როდესაც სტუდენტი ვიყავი სამედიცინო უნივერსიტეტში, წიგნების უმრავლესობა მოსაწყენად მეჩვენებოდა. გულახდილად რომ ვთქვა, მათ ახლაც მოსაწყენად მივიჩნევ. საქმე სიზამაცეში არაა, ჩემი აზრით, ზარმაცი არავინაა, უბრალოდ, როგორც ბევრი ქცევითი მეცნიერი ამბობს, სწავლა თამაშივითაა. რა აზრი აქვსსპორტს“, თუ მისგან სიამოვნებას არ იღებ? სწორედ ამიტომ არსებობენ წიგნები, რომლებიც ყოველ ნაბიჯზე, ყოველ თავსა თუ სტატიაში გტესტავენ, მაგრამ, ამით უბრალოდ განახებენ რომ გზად არ დაკარგულხარ, რომ რაღაც ახალი შეიძინე დაუმატეთ ამას დიაგრამები, რომლებიც რთულ სქემებს, ტერმინებსა თუ ახალ კონცეფციებს გაცილებით მარტივად ხსნიან, და თქვენ ამთავრებთ წიგნს ისე, რომ სრულად გესმით მასალა და ვერც კი ამჩნევთ, როდის დაიწყეთ მისი კითხვა. დიახ, „Instant Notes“ იყო ერთერთი პირველი იმუნოლოგიური წიგნი, რომელმაც დანერგა არჩევითბოლოიანი კითხვები და დიაგრამები, და არც ახალი გამოცემაა გამონაკლისი.

„Instant Notes“-ის სერია ცნობილია თავისი დიაგრამებით. რატომ ფიქრობთ, რომ ვიზუალური სწავლება ასეთი კრიტიკულია დღევანდელი სამედიცინო სტუდენტებისთვის?

პროფესორი ნინა: სინამდვილეში, იმუნოლოგიის ბევრი სქელტანიანი წიგნი გადატვირთულია მართლაც ძალიან რთული სქემებით. მათი სრულად აღქმა შეუძლებელია, თუ ამ სფეროში არ მუშაობთ. თუ კვლევებს ამ სფეროში ატარებთ, მაშინ ყველაფერი მარტივი და გასაგებია. მაგრამ თუ თქვენ ხართ რიგითი სამეცნიორო სტუდენტი, რომელიც შეიძლება არც კი აპირებდეს იმუნოლოგიაში კვლევების გაგრძელებას, ან ხართ სამედიცინო სტუდენტი, რომლისთვისაც მთავარი პაციენტის მკურნალობაა, მაშინ ეს ყველაფერი ზედმეტია. როდესაც ინფორმაცია ზედმეტია, ტვინი უარს ამბობს მის მიღებაზე და, საბოლოო ჯამში, ვერაფერს სწავლობთ იმისგან, რაც ზედმეტად რთულია. ასე რომ, იდეა თავიდანვე იყო ის, რომ სქემები მაქსიმალურად მარტივი ყოფილიყო. მაგალითად, B-უჯრედების სიგნალიზაციაში, სადაც მე ვმუშაობ, შეიძლება მოამზადო ისეთი რთული ტექსტი და სტრუქტურა, რომელიც შენთვის მარტივი იქნება, რადგან იქ მუშაობ. ჩვენ გვქონდა ეს დისკუსია პიტერთან და, საბოლოოდ, მოვახერხეთ მისი გამარტივებულ ვერსიამდე დაყვანა. ეს იმიტომ, რომ უნდა გვახსოვდეს: სტუდენტებს მასალის აღსაქმელად, გასაგებად და დასამახსოვრებლად სჭირდებათ სტრუქტურირებული და გამარტივებული დიაგრამები.

პროფესორი პიტერ: ამ წიგნს ახლა ფერადი ილუსტრაციები აქვს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ფერებს ვიყენებთ; მანამდე წიგნი შავთეთრი იყო. მე-4 გამოცემა მთლიანად ფერადი არ არის, მაგრამ ფერადია ის დიაგრამები, რომლებიც საჭიროებდა თანმიმდევრულობასა და სტანდარტიზაციას მთელ წიგნში. ჩვენ ავირჩიეთ ფერები კონკრეტული უჯრედების წარმოსაჩენად. როდესაც მკითხველი ნახავს სურათს, იქ არის ფერების ლოგიკა, რადგან მათ შეუძლიათ ფერი დაუკავშირონ უჯრედს. მაგალითად, მაკროფაგი იქნება ერთი ფერის და ფორმის, B-ლიმფოციტი, სხვა ფერის, T-ლიმფოციტი კი კიდევ სხვა. ესეც განასხვავებს ჩვენს წიგნს სხვა სახელმძღვანელოებისგან.
როგორც ნინამ აღნიშნა, „Instant Notes“ არის სერია და დიაგრამები ჩვენს წიგნებში ჯერ კიდევ 2000 წელს დავნერგეთ. მანამდე სწავლებისას არ გვქონდა PowerPoint, სლაიდები თუ პროექტორები. სლაიდების მომზადება რთული პროცესი იყო. მე თავიდანვე მიყვარდა და დღემდე სიამოვნებით ვაკეთებ ამას ვგულისხმობ დაფაზე ხატვას. მარტივი დიაგრამების დაფაზე დახატვა სტუდენტებთან საუბრის პარალელურად ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ხედავენ, როგორ ვითარდება პროცესი ხატვისას. იმ დროს ვცდილობდით, ყველაფერი მაქსიმალურად მარტივი ყოფილიყო. სწორედ აქედან გაჩნდა იდეა, შეგვექმნა მარტივი ხაზოვანი დიაგრამები, თითქმის ისეთივე, როგორსაც სტუდენტებს დაფაზე დავუხატავდი. აღმოჩნდა, რომ ეს ძალიან კარგი იყო წიგნისთვისსტუდენტებს შეეძლოთ მათი აღწარმოება და უკეთ გაგება, რადგან მათ ყურადღებას არ უფანტავდა ზედმეტი ფერები. ასე განვითარდა ეს მიდგომა. და რა თქმა უნდა, იმუნოლოგიის მსგავსი რთული საგნის შესასწავლად დიაგრამები აუცილებელია. ეს არის ვიზუალური პროცესი, რომელიც გეხმარებათ გაიგოთ, რა ხდება სინამდვილეში.

 მთავარი მილიონ დოლარიანი კითხვა“ (რა თქმა უნდა, უნივერსიტეტის სტუდენტებისგან) ყოველთვს დაისმება ასრულებს თუ არა წიგნი სტუდენტისთვის რელევანტურ ანუ თავის საქმეს? დამეხმარება ის გამოცდების ჩაბარებაში? ვფიქრობ, ამ კითხვაზე მარტივი პასუხი მაქვს: ის იმაზე მეტს გააკეთებს, ვიდრე უბრალოდ დახმარებაა. ის დაგიტოვებთ ცოდნას. ინფორმაციას, რომელიც მკითხველს ადვილად არ დაავიწყდება, თუ მასში გულს ჩადებს.

წიგნი მიიჩნევა ოპტიმალურ გზამკვლევად გამოცდების წინ. როგორც ავტორები, როგორ ფიქრობთ, რით დაეხმარება იგი სტუდენტებს?

პროფესორი პიტერ: პირველ რიგში, თავდაპირველ გამოცემაში მაიკლ ფანგერის დახმარებით შემოვიტანეთ ტესტები, რადგან როგორც საბუნებისმეტყველო, ისე სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტები ძირითადად ტესტებით იცდებოდნენ. ტესტების ქონა მნიშვნელოვანი იყო, რადგან სტუდენტებს შეეძლოთ საკუთარი თავის შემოწმება. ახლა ისინი ონლაინაა ხელმისაწვდომი. საგამოცდო საბჭოებს თავიანთი კონკრეტული ტესტები აქვთ, მაგრამ ჩვენ მაინც შევინარჩუნეთ ისინი. ძველ წიგნებში ტესტების პრობლემა ისაა, რომ მოცემულია ოთხი ან ხუთი პასუხი და მხოლოდ ერთი მათგანია სწორი, მაგრამ არ წერია, რატომ არის დანარჩენი არასწორი. ჩვენი ონლაინ ტესტები, რომლებიც ხელმისაწვდომია მათთვის, ვისაც წიგნი აქვს, ეუბნება სტუდენტს, რატომ არის ესა თუ ის პასუხი არასწორი. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რადგან, თუ პასუხი არასწორია, მათ უნდა იცოდნენ რატომ. ეს ეხმარება აზროვნების პროცესს და ცოდნა უფრო ღრმად იბეჭდება გონებაში.

თქვენ აღნიშნეთ, რომ წიგნი სასარგებლოა მათთვისაც, ვისაც სამედიცინო განათლება არ აქვს. პირველი ჯგუფი, რომელიც თავში მომივიდა, არიან პაციენტები, რომლებსაც არ აქვთ წინასწარი ცოდნა თავიანთი დაავადებების ან მკურნალობის შესახებ. მიიჩნევთ თუ არა, რომ ეს წიგნი მათთვისაც გამოსადეგი იქნება?

პროფესორი ნინა: ვფიქრობ, ეს წიგნი სასარგებლო იქნება მათთვის, ვინც არ არის იმუნოლოგიის სპეციალისტი, მაგრამ აქვს საბაზისო ბიოლოგიური ცოდნა. მათ უნდა იცოდნენ, მაგალითად, რას ნიშნავს ტრანსკრიფცია ან ცილების ტრანსლაცია. თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ ანტისხეულებზე, ცილებზე და .., მაგრამ უნდა გქონდეთ ზოგადი წარმოდგენა, თუ რას ნიშნავს თავად ცილა. ასე რომ, ვიტყოდი, რომ ეს წიგნი მათთვისაა, ვინც არ არის სპეციალისტი, მაგრამ ფლობს საბაზისო ბიოლოგიურ მეცნიერებას (არა ფიზიკოსებისთვის ან, ვთქვათ, ქიმიკოსებისთვისთუმცა ქიმიკოსები მას უკეთ გაიგებენ), არამედ მონათესავე სფეროების წარმომადგენლებისთვის, რომლებსაც სურთ იმუნოლოგიის ნულიდან სწავლა. მათთვის, ვინც იცის, როგორ მუშაობს უჯრედი, რა არის ელენთა ან ღვიძლი. ასე რომ, ეს დამოკიდებულია პაციენტის ცოდნის დონეზე. თუმცა, პიტერს და მე გვქონდა იდეა, მომავალში დაგვეწერა სახელმძღვანელო სპეციალურად ფართო აუდიტორიისთვის (არასპეციალისტებისთვის).

ინტერვიუს განმავლობაში დიდი სიამოვნება იყო ამ ორ დიდებულ ადამიანთან საუბარი. როგორც ახალგაზრდა, ყოველთვის შესცქერი მათ, ვისაც ბევრი აქვს გასაზიარებელი. წიგნის გაცნობა ჩემთვის სწორედ იმ უზარმაზარ გამოცდილებასთან ზიარება იყო, რომელსაც ისინი ფლობენ. ამიტომ ჩემი ბოლო კითხვა სწორედ რჩევას ეხებოდა.

ახალგაზრდა ექიმებისთვის ან სტუდენტებისთვის, რომლებიც ახლა იწყებენ იმუხილავი ომისშესწავლას, რომელიც ჩვენს ორგანიზმში მიმდინარეობს, რა იქნება თქვენი რჩევა? იმუნოლოგიის ერთი ფუნდამენტური წესი, რომლის დამახსოვრებაშიც ეს წიგნი აუცილებლად დაგვეხმარება?

პროფესორი ნინა: ვფიქრობ, წიგნი ისეა შექმნილი, რომ იწყება მარტივი საკითხებით და ნელნელა რთულდება. იწყებთ ზოგადი ცოდნით იმის შესახებ, თუ რომელი უჯრედები მონაწილეობენ იმუნურ სისტემაში, როგორ ვითარდებიან ისინი და .. იგი იწყება იმ ინფორმაციით, რომლის ცოდნაც სტუდენტისგან გარკვეულწილად უკვე მოსალოდნელია. ეს ის საკითხებია, რომლებიც გონებაში ყოველთვის უნდა განაახლოთ. შემდეგ გადადის უფრო რთულ თემებზე: როგორ ვითარდებიან ეს უჯრედები და რას აკეთებენ ისინი. ბოლოს კი შემოდის უფრო კომპლექსური სფეროები, რომლებიც ამ წიგნში პირველადაამაგალითად, იმუნოლოგია და დაბერება. ამიტომ, დამწყებთათვის სწავლა უფრო ადვილია, რადგან ისინი ნაბიჯნაბიჯ შედიან ამ სფეროში. ამავდროულად, თუ უკვე გაქვთ ზოგადი ცოდნა და გსურთ ინფორმაციის განახლება, მაგალითად, B-ლიმფოციტებზე ან მათ ფუნქციებზე, შეგიძლიათ უბრალოდ აიღოთ ერთი კონკრეტული თავი ან სექცია და მხოლოდ ის წაიკითხოთ. ეს გაძლევთ მოქნილობას: ან დაიწყოთ ნულიდან, ან განაახლოთ ცოდნა კონკრეტულ სფეროში. ეს წიგნი ძალიან კარგია მასალის გასახსენებლად მათთვისაც, ვინც იმუნოლოგია 10 ან 20 წლის წინ ისწავლა.

პროფესორი პიტერ: მე ვიტყოდი: ჯერ ისწავლეთ, წიგნი ყოველთვის დაგეხმარებათ ამ პროცესში, მაგრამ მთავარია არასოდეს მოგერიდოთ უკან დაბრუნება და საკუთარი თავის კიდევ ერთხელ გამოცდა.

პროფესორ ნინა ფორაქიშვილთან და პროფესორ პიტერ ლიდიარდთან საუბარმა ერთი რამ ნათელი გახადა: ეს წიგნი არასოდეს ყოფილა ჩაფიქრებული, როგორც უბრალოდ მორიგი სახელმძღვანელო. ეს არის ინსტრუმენტი, გზამკვლევი და ერთგვარი ხიდი გაურკვევლობასა და ცოდნას შორის. სწავლების მრავალწლიან გამოცდილებაზე დაყრდნობითა და სტუდენტების რეალური სირთულეების გათვალისწინებით შექმნილი ეს წიგნი ასახავს ფილოსოფიას, რომ სწავლა უნდა იყოს აქტიური, ვიზუალური და მუდმივად განახლებადი.

როგორც კორესპონდენტმა, მე ინტერვიუ  მარტივი მოსაზრებით დავიწყერომ ცოდნა არასოდეს უნდა იყოს მიუწვდომელი. ამ საუბრის შემდეგ ეს უკვე აღარ არის მხოლოდ მოსაზრება, ის სტანდარტად იქცა. და თუკი არსებობს ერთი მთავარი დასკვნა, რომელიც ამ წიგნიდან და მისი ავტორებისგან შეიძლება გამოვიტანოთ, ეს არის: რთული მეცნიერების გაგება არ ნიშნავს სიმართლის გამარტივებას, არამედ მის იმგვარად წარმოდგენას, რაც წინსვლის სტიმულს გაძლევს.

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები