ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ბანგლადეშში ნიპაჰის სასიკვდილო ვირუსით ერთი ადამიანი გარდაიცვალა

გააზიარე

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ინფორმაციით, ბანგლადეშის ჩრდილოეთ ნაწილში ქალი გარდაიცვალა, რომელიც იანვარში სასიკვდილო ნიპაჰის ვირუსით (Nipah virus) დაინფიცირდა.

პაციენტს, რომელიც 40-დან 50 წლამდე ასაკის იყო, სიმპტომები, მათ შორის მაღალი სიცხე, თავის ტკივილი, ჰიპერსალივაცია (ჭარბი ნერწყვდენა), დეზორიენტაცია და კრუნჩხვები, 21 იანვარს გამოუვლინდა. პაციენტი სიმპტომების გამოვლენიდან ერთ კვირაში გარდაიცვალა. გამოძიებამ დაადგინა, რომ გარდაცვლილს მოგზაურობის ისტორია არ ჰქონდა, თუმცა ფინიკის პალმის ნედლ წვენს სისტემატურად მოიხმარდა. 

ნიპაჰის ვირუსი განსაკუთრებით საშიში მისი მაღალი ლეტალობის გამო. სიკვდილიანობის მაჩვენებელი შემთხვევათა 75%-ს აღწევს. მიუხედავად იმისა, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე ადვილად არ ვრცელდება, ინდოეთში დაფიქსირებულმა შემთხვევებმა აზიის ქვეყნებს (მალაიზია, ტაილანდი, ინდონეზია, პაკისტანი) აეროპორტებში ტემპერატურული სკრინინგის გამკაცრებისკენ უბიძგა. 2025 წელს ბანგლადეშში ვირუსით გარდაცვალების უკვე ოთხი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა.

ამ ეტაპზე ნიპაჰის ვირუსის საწინააღმდეგო ლიცენზირებული ვაქცინა ან სპეციფიკური მედიკამენტი არ არსებობს. WHO-ს განცხადებით, საერთაშორისო გავრცელების რისკი დაბალია, თუმცა აუცილებელია სიფრთხილე, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც ინფიცირებული ღამურები ბინადრობენ. ყველა პირი, ვისაც გარდაცვლილთან კონტაქტი ჰქონდა, მონიტორინგის ქვეშ იმყოფება, თუმცა ამ დროისთვის მათი ტესტები უარყოფითია.

წყარო: The Guardian

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები