კოვიდ პანდემია დასრულდა, მაგრამ პოსტ-კოვიდი ექიმების ახალ გამოწვევად იქცა

გააზიარე

კოვიდ-ინფექცია სისხლძარღვების დაბერებას საშუალოდ ხუთი წლით აჩქარებს, განსაკუთრებით კი ქალებში, ამის შესახებ European Heart Journal-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევა იუწყება. სისხლძარღვების დრეკადობა ასაკთან ერთად ბუნებრივად მცირდება, თუმცა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კოვიდის გადატანის შემდეგ ეს პროცესი მნიშვნელოვნად ჩქარდება, რაც ზრდის გულის შეტევისა და ინსულტის რისკს.
კვლევაში მონაწილეობდა ევროპის, აშშ-ს, ავსტრალიის, სულ 16 ქვეყნის 2 390 პაციენტი. შეფასების კრიტერიუმად გამოიყენეს არტერიების დრეკადობა პულსის ტალღის სიჩქარის (PWV) მიხედვით.

აღმოჩნდა, რომ ინფიცირებულთა ყველა ჯგუფში, მათ შორის მსუბუქი ფორმის შემთხვევაშიც, სისხლძარღვები უფრო მყიფე და ნაკლებდრეკადი იყო, ვიდრე არაინფიცირებულებში. ეფექტი განსაკუთრებით მკვეთრად გამოვლინდა ქალებში და ეწ. longkovid-ის მქონე პაციენტებში. კვლევის შედეგად დადგინდა რომ მსუბუქი კოვიდის შემდეგ ქალებში PWV გაიზარდა +0.55 მ/წმ, ჰოსპიტალიზირებულ პაციენტებში – +0.60 მ/წმ,
რეანიმაციაში მკურნალობის შემდეგ კი – +1.09 მ/წმ.

სპეციალისტების თქმით, დაახლოებით PWV-ს 0.5 მ/წმ ზრდა სისხლძარღვების 5 წლით დაბერების ექვივალენტურია და ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკს დაახლოებით 3%-ით. მკვლევრებმა აღნიშნეს, რომ ვაქცინირებულ პაციენტებში სსიხლძარღვების დაზიანების ხარისხი შედარებით ნაკლები იყო.

„თუ ვასკულარული დაბერება რეალურად ხდება, მნიშვნელოვანია დროულად გამოვავლინოთ რისკის ჯგუფები და თავიდან ავიცილოთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები“ 

აცხადებს კვლევის ხელმძღვანელი, Université Paris site-ს პროფესორი როზა მარია ბრუნო.

კვლევის განმავლობაში დაკვირვებამ აჩვენა რომ დროთა განმავლობაში, კოვიდის შემდგომი ვასკულარული ცვლილებები ნაწილობრივ სტაბილურდებოდა ან მცირდებოდა. ამ მონაცემებზე დაყრდნიბით პროფ. ბრუნო გამოსცემს რწკკმენდაციას, რომ სისხლძარღვების ასაკი მარტივად იზომება და მისი მართვა შესაძლებელია: ჯანსაღი ცხოვრების წესით, წნევის დამაქვეითებელი პრეპარატებით და ქოლესტერინის კონტროლით.

ამავე ჟურნალში გამოქვეყნებულ რედაქციულ სტატიაში, ჰარვარდის სამედიცინო სკოლის დოქტორი ბეჰნუდ ბიკდელიმ აღნიშნა:

„კოვიდის პანდემიის მწვავე საფრთხე უკან დარჩა, მაგრამ ახლა ახალი გამოწვევა გვაქვს, პოსტ-კოვიდ სინდრომი. ეს კვლევა ნათლად აჩვენებს, რომ კოვიდმა განსაკუთრებით ქალებში დააჩქარა არტერიების დაბერების პროცესი.“

მეცნიერები კვლევას აგრძელებნ, რათა დაადგინონ, რამდენად მაღალია გულის შეტევებისა და ინსულტის განვითარების გრძელვადიანი რისკი და როგორ შეძლონ მისი პრევენცია.

წყარო: Accelerated vascular ageing after COVID-19 infection: the CARTESIAN study; COVID-19 and vascular ageing: an accelerated yet partially reversible clock?; Escardio

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები