მეცნიერებმა აღმოაჩინეს იშვიათი გენეტიკური ვარიანტი, რომელიც სისხლის კიბოსგან გვიცავს

გააზიარე

ახალმა კვლევამ, რომელიც ავტორიტეტულ ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა, განსაზღვრა თუ რატომ არის ზოგიერთი ადამიანი სისხლის კიბოს მიმართ უფრო მდგრადი, მიუხედავად იმისა, რომ მათ ორგანიზმში კიბოს გამომწვევი მუტაციები არსებობს. 

მკვლევარებმა შეძლეს იდენტიფიცირება იშვიათი გენეტიკურ ვარიანტის, რომელიც საგრძნობლად ამცირებს ლეიკემიისა და სხვა მსგავსი დაავადებების განვითარების ალბათობას.

სისხლის კიბო (ლეიკემია, ლიმფომა და სხვა) აერთიანებს დაავადებებს, რომლებიც აზიანებს სისხლს, ძვლის ტვინს და ლიმფურ სისტემას. უმეტეს შემთხვევაში, ამის მიზეზი დნმ-ში დაგროვილი შეცდომები, ანუ მუტაციებია, რომლებიც ასაკის მატებასთან ერთად იჩენს თავს.

კვლევის მთავარი აქცენტი გაკეთდა პროცესზე, რომელსაც კლონური ჰემატოპოეზი (CH) ეწოდება. ეს ხდება მაშინ, როდესაც სისხლის წარმომქმნელი ღეროვანი უჯრედი მუტირებს და იწყებს იდენტური მუტირებული უჯრედების დიდი პოპულაციის წარმოქმნას, რაც კიბოს განვითარების წინაპირობაა.

მეცნიერებმა ჩაატარეს ანალიზი (GWAS meta-analysis), რომელშიც 640,000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. მათ აღმოაჩინეს სპეციფიკური ვარიანტი მე-17 ქრომოსომაზე – rs17834140-T, რომელიც ადამიანებს CH-ის განვითარებისგან იცავს.

ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ეს გენეტიკური ვარიანტი ამცირებს ცილა MSI2-ის დონეს. MSI2 ცილა მოქმედებს როგორც ზრდის ხელშემწყობი ღეროვანი უჯრედებისთვის. კიბოს დროს იგი აიძულებს მუტირებულ უჯრედებს სწრაფად გამრავლდნენ და დაიკავონ ძვლის ტვინი. 

თუმცა, მათში, ვისაც ეს დამცავი ვარიანტი აქვთ, MSI2-ის დონე დაბალია. შედეგად, მუტირებული უჯრედები ბევრად ნელა იზრდებიან და ლეიკემიად გარდაქმნის შანსი მცირდება. დადგინდა, რომ ამ ვარიანტის მქონე პირებში სისხლის კიბოს განვითარების რისკი 30%-ით ნაკლებია.

ეს აღმოჩენა ფუნდამენტურად ცვლის მიდგომას დაავადებასთან ბრძოლის მიმართ. ნაცვლად იმისა, რომ მედიცინა მხოლოდ უკვე ჩამოყალიბებულ სიმსივნეს დაუპირისპირდეს, მეცნიერებს ეძლევათ შესაძლებლობა, შექმნან მედიკამენტები, რომლებიც ორგანიზმის ბუნებრივ დამცავ მექანიზმებს მიბაძავს.

სწავლა იმისა, თუ როგორ წარმოიქმნება ბუნებრივი მდგრადობა კიბოს მიმართ მემკვიდრეობითი გენეტიკური ფაქტორების დახმარებით, გარდამტეხი მომენტია მედიცინისთვის. 

წყარო: Science

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები