მსოფლიოში პირველი ბიოლოგიური კომპიუტერი, რომელიც ადამიანის ნეირონებს იყენებს

გააზიარე

ავსტრალიურმა სტარტაპმა Cortical Labs-მა წარმოადგინა CL1 — ინოვაციური ბიოლოგიური კომპიუტერი, რომელიც ადამიანის ტვინის უჯრედებს ტრადიციულ სილიციუმის აპარატურასთან აერთიანებს. სისტემა, რომელიც დაახლოებით ფეხსაცმლის ყუთის ზომისაა, მოიაზრება მსოფლიოში პირველ კოდირებად ბიოლოგიურ კომპიუტერად.

CL1-ის შიგნით ადამიანის ნეირონები სპეციალურ ჩიპზე იზრდება და ელექტრული სიგნალების მეშვეობით უკავშირდებიან კომპიუტერის პროცესორს, რაც საშუალებას იძლევა, რომ სისტემა კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად დატრენინგდეს. 

საინტერესოა, კომპანიის წინა პროტოტიპმა, DishBrain-მა, შეძლო ვიდეოთამაშ Pong-ის გაშვება სისტემაში. ტექნოლოგიის ახალი ვერსია ბევრად უფრო დახვეწილია.

ამ ცოცხალი კომპიუტერის მეშვეობით, მეცნიერებს შეუძლიათ უკეთ გაიგონ, როგორ მუშაობს ტვინი, რაც მათ, შესაძლოა, დაეხმაროს ნერვული დაავადებების სამკურნალო ახალი მეთოდების შემუშავებაში და, ზოგადადაც, ამ მიმართულებით კვლევების გაფართოებაში.

მაგრამ, ეს ტექნოლოგია სერიოზულ ეთიკურ კითხვებს აჩენს, მაგალითად, შეუძლია თუ არა ასეთ სისტემას შეიძინოს ცნობიერება. მეცნიერები ამბობენ, რომ ამჟამინდელი სისტემები ჯერ ძალიან სუსტია ამისთვის, თუმცა მომავალში ამ თემაზე სერიოზული მსჯელობა იქნება საჭირო.

„ჩემი აზრით, ამჟამად ეს შეშფოთება უსაფუძვლოა. ვფიქრობ, ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა იქნება, რომ არ გამოვიყენოთ სისტემა, რომელსაც აქვს ტვინის დაავადებების განკურნების პერსპექტივა,“ განუცხადა სილვია ველასკომ, ავსტრალიის მერდოკის ბავშვთა კვლევის ინსტიტუტის ღეროვანი უჯრედების მკვლევარმა, რომელიც CL1-ის განვითარებაში მონაწილეობდა და დასძინა, რომ “მნიშვნელოვანია შევაფასოთ და განვჭვრიტოთ ის პოტენციური რისკები, რაც ამ სისტემების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს.“

CL1 დაახლოებით 35,000 დოლარი ეღირება და მისი შეძენა 2025 წლის ბოლოსთვის იქნება შესაძლებელი. 

წყარო: corticallabs 

 

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები