ლადო წიქარიშვილი მსოფლიო ნეიროქირურგთა ასოციაციის სისხლძარღვოვანი ნეიროქირურგიის კომიტეტის წევრად აირჩიეს

გააზიარე

კავკასიის მედიცინის ცენტრის ნეიროქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ლადო წიქარიშვილი, მსოფლიო ნეიროქირურგთა ასოციაციის (WFNS) სისხლძარღვოვანი ნეიროქირურგიის კომიტეტის წევრად აირჩიეს.

მსოფლიო ნეიროქირურგთა ფედერაცია (WFNS) გლობალური მასშტაბის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პროფესიული და სამეცნიერო გაერთიანებაა. ორგანიზაცია მიზნად ისახავს მსოფლიოს წამყვანი ნეიროქირურგების დაკავშირებას, რაც საუკეთესო კლინიკური გამოცდილების გაზიარებასა და დარგის განვითარებას ემსახურება.

აღნიშნული პლატფორმა უზრუნველყოფს უახლესი მეთოდების, ტექნოლოგიური ინოვაციებისა და თანამედროვე სამედიცინო მიდგომების დანერგვას. კომიტეტის წევრობა საშუალებას აძლევს ქართველ სპეციალისტს, უშუალო მონაწილეობა მიიღოს იმ სამეცნიერო პროცესებში, რომლებიც ნეიროქირურგიის მომავალს განსაზღვრავს.

ლადო წიქარიშვილის ეს აღიარება კიდევ ერთხელ ადასტურებს კავკასიის მედიცინის ცენტრის გუნდის მაღალ პროფესიონალიზმს. ამავდროულად, ეს მიღწევა მნიშვნელოვანი წინ გადადმულია ნაბიჯია საერთაშორისო სამედიცინო საზოგადოებაში საქართველოს ნეიროქირურგიული სკოლის ღირსეულად წარმოსაჩენად.

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები