ინსულტი მსოფლიოში, სიკვდილიანობისა და ინვალიდობის ერთ-ერთ წამყვან მიზეზად რჩება, რაც ყოველწლიურად მილიონობით ადამიანსა და მათ ოჯახებზე ახდენს ღრმა გავლენას. ინსულტის გამომწვევ ყველაზე გავრცელებულ ფაქტორებს შორის საძილე არტერიის სტენოზია (იმ არტერიების შევიწროება, რომლებიც ტვინს ჟანგბადით მდიდარი სისხლით ამარაგებენ). ძლიერი შევიწროება საგრძნობლად ზრდის იშემიური ინსულტის რისკს, რომლის დროსაც დახშული არტერია ტვინის ქსოვილს აკლებს სასიცოცხლო მნიშვნელობის ჟანგბადსა და საკვებ ნივთიერებებს, რაც უჯრედების კვდომას და ხანგრძლივ ნევროლოგიურ დეფიციტს იწვევს.
ინსულტის პრევენციის სფეროში ათწლეულების განმავლობაში ჩატარებული კვლევების მიუხედავად, აქამდე არ არსებობდა მკაფიო კონსენსუსი იმის შესახებ, თუ რომელია მკურნალობის ყველაზე ეფექტური კომბინაცია იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ საძილე არტერიის მნიშვნელოვანი შევიწროება, მაგრამ მანამდე ინსულტი არ გადაუტანიათ. ტრადიციული მიდგომები ისეთ ინტენსიურ მართვას მოიცავს, როგორიცაა არტერიული წნევის, ქოლესტერინისა და ცხოვრების წესის მკაცრი კონტროლი და ქირურგიულ მეთოდებს, როგორიცაა ენდარტერექტომია ან სტენტირება. ბოლო დრომდე გაურკვეველი იყო, გააუმჯობესებდა თუ არა მაღალი დონის სამედიცინო მართვისთვის სტენტირების დამატება ინსულტის პრევენციას ამ პაციენტებში.
CREST-2 კლინიკური კვლევა
ამ გადამწყვეტ კითხვაზე პასუხის გასაცემად, კლინიცისტებმა და მკვლევარებმა მთელი მსოფლიოდან ითანამშრომლეს CREST-2 კლინიკურ კვლევაში, რომელშიც 2,400-ზე მეტი პაციენტი მონაწილეობდა, მათ შორის იუტას უნივერსიტეტის ჯანმრთელობის ცენტრის (University of Utah Health) და სხვა ძირითადი ცენტრების წარმომადგენლები. CREST-2 სპეციალურად შეიქმნა იმის შესაფასებლად, შეძლებდა თუ არა უახლესი მედიკამენტური თერაპიის პარალელურად მოთავსებული ენდოვასკულური სტენტი, ინსულტის რისკის შემდგომ შემცირებას.
CREST-2-ის კვლევაში პაციენტების მედიკამენტური მართვა მართლაც ყოვლისმომცველი იყო: პაციენტები ცხოვრების წესის რეგულარულ კოუჩინგთან ერთად ქოლესტერინის დონისა და წნევის დასაწევად „ოქროს სტანდარტის“ მედიკამენტებს იღებდნენ, რომელიც მიმართული იყო ჯანსაღ კვებაზე, ვარჯიშსა და ქცევის ცვლილებაზე. სწორეს ეს მდგომა ითვლება დღეს გულსისხლძარღვთა რისკის შემცირების საუკეთესო პრაქტიკად. მედიკამენტებისა და კოუჩინგის გარდა კვლევაში მონაწილე, პაციენტების ნახევარს შემთხვევითობის პრინციპით დაენიშნა საძილე არტერიის სტენტირება
გარდამტეხი შედეგები: სტენტირება ეფექტურია საუკეთესო მედიკამენტური მოვლის პირობებშიც კი
CREST-2-ის შედეგები მნიშვნელოვან წინსვლას წარმოადგენს ინსულტის პრევენციაში. მკაცრ მედიკამენტურ თერაპიასთან შედარებითაც კი, საძილე არტერიის სტენტირების დამატებამ პირველი ინსულტის განვითარების რისკის მკვეთრი შემცირება გამოიწვია.
კერძოდ, პაციენტებში, რომლებმაც ინტენსიურ მედიკამენტურ მართვასთან ერთად სტენტირება გაიარეს, ოთხწლიანი დაკვირვების პერიოდში ინსულტის მაჩვენებელი თითქმის განახევრდა იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც მხოლოდ მედიკამენტურ მკურნალობას გადიოდნენ. ამ მნიშვნელოვანმა უპირატესობამ ბევრი კლინიცისტი გააკვირვა, რადგან თანამედროვე მედიკამენტურმა თერაპიამ — განსაკუთრებით რისკ-ფაქტორების აგრესიულმა კონტროლმა იმ დონეებს მიაღწია როცა შედეგი მრავალი აკადემიურ წრისთვის პოტენციალის მაქსიმუმს წარმოადგენდა.
ეს შედეგები კლინიკურ გაგებაში გარდამტეხ მომენტს აღნიშნავს: მხოლოდ მედიკამენტებსა და ცხოვრების წესის ცვლილებებზე დაყრდნობის ნაცვლად, იგი კომბინირებულ სტრატეგიას წარმოადგნს, რომელშიც სტენტირებაც შედის და პაციენტების თვის სამომავლოდ ინსულტისგან გაცილებით უკეთესი დაცვის შეთავაზება შეუძლია.
რატომ არის ეს მიგნებები მნიშვნელოვანი
ინსულტი არ არის მხოლოდ სამედიცინო მდგომარეობა ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთი ურთულესი გამოწვევაა, რომელიც ღრმა პერსონალურ, სოციალურ და ეკონომიკურ ზეწოლას იწვევს. გლობალურად, ინსულტი სიკვდილიანობისა და ხანგრძლივი ინვალიდობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რაც დიდ ტვირთად აწვება პაციენტებს, მომვლელებსა და ჯანდაცვის სისტემებს. ამიტომ, პრევენციის ეფექტური სტრატეგიები პრიორიტეტულია კლინიცისტების, მკვლევარებისა და მკურნალობის მეთოდიკის შემქმენლთათვის. შესაბამისაც დაავადების კიდევ უფრო ეფექტური მკურნალობა აღნიშნული ფაქტორების საგრძნობ შემცირებას გამოიწვევს რაც ისედაც გადატვირთულ ჯანდაცვის სისტემას შედარებით განტვირთავს.
მომავლის პერსპექტივა
ინსულტის პრევენცია ევროპაში ჩატარებული კლინიკური კვლევების ერთ-ერთ უმთავრეს ფოკუსად რჩება, განსაკუთრებით მოსახლეობის დაბერებისა და ისეთი რისკ-ფაქტორების გავრცელების ფონზე, როგორიცაა დიაბეტი და ჰიპერტენზია. CREST-2 კვლევა ამ ისტორიაში მნიშვნელოვან თავს ამატებს და გვიჩვენებს, თუ როგორ შეუძლია ინოვაციურ პროცედურულ ტექნიკას, აგრესიულ მედიკამენტურ მოვლასთან კომბინაციაში, გამოიღოს ისეთი შედეგები, რომლებიც ადრე მიუღწევლად მიიჩნეოდა.
მომავალი კვლევები გააგრძელებს მუშაობას პაციენტების შერჩევის ოპტიმიზაციაზე, პროცედურული რისკების მინიმუმამდე დაყვანასა და ახალი თერაპიების, მათ შორის შემდეგი თაობის მედიკამენტებისა თუ ვიზუალიზაციის ტექნოლოგიების გულსისხლძარღვთა სისტემის მეთვალყურეობაში ინტეგრირებაზე.
წყარო:eurekalert

